თიბისის ESG აკადემია, თბილისში, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, ტრენინგს – „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი“ ჩაატარებს

4 დეკემბერს, თბილისში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის სპეციალურ ტრენინგს – „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი“. ტრენინგი სპეციალურად ბიზნსესების წარმომადგენლებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს ზოგადი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ბიზნესისთვის სასარგებლო და რელევანტურ ინფორმაციის გაზიარებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების მიმართულებით. ტრენინგის შემდეგ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ექნებათ ცოდნა მდგრადი ბიზნესმოდელების, მათი […]

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა ოქტომბერში 692.03 მილიონი ლარით გაიზარდა

2024 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.25%-ით, ანუ 380.13 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ოქტომბრის ბოლოსათვის 30.85 მილიარდი ლარი შეადგინა.2024 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.73% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.633 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.53 პროცენტული პუნქტით).

მელიქიშვილის გამზირზე, აქციაზე დაკავებულ ისაკო დევიძეს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა დღეს ამოეწურა და იზოლატორი დატოვა

19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ისაკო დევიძე გაათავისუფლეს. დევიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა დღეს ამოეწურა. ისაკო დევიძე პროტესტისა და დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად შიმშილობდა. ცნობისთვის, 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს. […]

10 ნოემბერს გზის გადაკეტვის საქმეზე, აქციის მონაწილეებს სასამართლოში იბარებენ

აქციის მონაწილეებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და რიგით მოქალაქეებს, 10 ნოემბერს გზის გადაკეტვის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვაზე იბარებენ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში არაერთი მოქალაქე წერს. მათ შორისაა ჯგუფ “დაიტოვეს” დამფუძნებელი, ნენსი ვოლანდიც. “ხვალ, დილის 10 საათზე, ვინმეს ხომ არ გცალიათ რომ ჩემი ადვოკატი იყოთ, სასამართლო მაქვს”, – დაწერა მან ჯგუფში “დაიტოვე”. “მთავარი არხის” ინფორმაციით, სასამართლოში […]

ირაკლი ალასანიას კომპანიამ ყოფილი კინოსტუდიის ადგილზე ახალი ცათამბჯენის პროექტი მოამზადა

თბილისში ყოფილი კინოსტუდიის ადგილზე ახალი ცათამბჯენის პროექტი მომზადდა. ინფორმაცია ქართულმა არქიტექტურულმა კომპანია Stipfold-მა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე დეველოპერული პროექტის განვითარებას კომპანია “სოდი ინვესტმენტი” კომპანია LSG Solution-თან 2023 წლიდან გეგმავს. თავად “სოდი ინვესტმენტი” 2017 წელს საინვესტიციო ფონდ Guibor-ის მიერ დაფუძნდა. კომპანიის დირექტორის თანამდებობას კი ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იკავებს. ჯერჯერობით აღნიშნული არქიტექტურული პროექტის […]

Banco BPM-მა UniCredit–ის მიერ მისი შესყიდვის შეთავაზებაზე უარი თქვა

იტალიურმა Banco BPM-მა უარყო შეთავაზება UniCredit-ისგან მისი 10,1 მილიარდ ევროდ შესყიდვაზე – წერს Financial Times. „დირექტორთა საბჭოს აზრით, შეთავაზების პირობები არ ასახავს BPM-ის მომგებიანობას და მისი შემდგომი ზრდის პოტენციალს“ – მოჰყავს გაზეთს ბანკის განცხადება. BPM-ის დირექტორთა საბჭო ასევე მიიჩნევს, რომ გარიგება გამოიწვევს მისი ბრენდის გაქრობას და კონკურენციის მნიშვნელოვან შესუსტებას იტალიის საბანკო ბაზრის როგორც საცალო, ისე […]

ინგლისის ბანკმა შესაძლოა შეამსუბუქოს ბონუსებზე შეზღუდვები ბანკების ტოპ მენეჯერებისთვის

დიდი ბრიტანეთის პრუდენციული რეგულირების ორგანო (Prudential Regulation Authority, PRA) განიხილავს ბრიტანული ბანკების უფროსი თანამშრომლებისთვის ბონუსების მოთხოვნების შემსუბუქებას, წერს Financial Times. ბონუსების მიღებამდე ლოდინის პერიოდი შეიძლება შემცირდეს ხუთ წლამდე ამჟამინდელი რვადან უფროსი მენეჯერებისთვის და ოთხ წლამდე სხვა პოზიციებისთვის, ნათქვამია ინგლისის ბანკის განყოფილების, PRA-ს პრესრელიზში. მარეგულირებელი ასევე გეგმავს გაზრდილ მოთხოვნებს დაქვემდებარებული პირების რაოდენობის შემცირებას. „ჩვენ არ უნდა […]

ნინო ლაცაბიძე – ჩვენი გუნდი ვაგრძელებთ მუშაობას, რომ რუსთავი გახდეს ქალაქი, სადაც არცერთ კორპუსში აღარ იქნება ამორტიზებული ლიფტი და მოსახლეობა, თანამედროვე, უსაფრთხო ინფრასტრუქტურით აღჭურვილ კორპუსებში იცხოვრებს

რუსთავში ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების და სრული მოდერნიზების პროექტები გრძელდება. 2024 წელს დაგეგმილი 82 ლიფტიდან, 60 უკვე სრულად მოდერნიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ამ ეტაპზე სამუშაოები 22 სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს. მე-7 მიკრორაიონის N27 კორპუსში მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსის” და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან […]

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 22 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ტერიტორიაზე 22 დრონი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „გასული ღამის განმავლობაში კიევის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 22 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვამ […]

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა – პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებულ საკითხზე კონსულტაციები, ამ წუთებში, უმრავლესობის სხდომის ფორმატში იმართება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობდნენ, დასრულდა. ამ წუთებში ამავე საკითხზე კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ფორმატში იმართება. უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, 11:00 საათზე დაგეგმილია განცხადების გაკეთება. ცნობისთვის, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს – 29 დეკემბერს გაიმართება.