„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა – პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებულ საკითხზე კონსულტაციები, ამ წუთებში, უმრავლესობის სხდომის ფორმატში იმართება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობდნენ, დასრულდა.
ამ წუთებში ამავე საკითხზე კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ფორმატში იმართება.
უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, 11:00 საათზე დაგეგმილია განცხადების გაკეთება.
ცნობისთვის, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს – 29 დეკემბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა