ლევან დავითაშვილი – მომდევნო 4 წელიწადში 600-ზე მეტ დასახლება გაზიფიცირდება და გაზით სარგებლობას შიდამეურნეობების 95 პროცენტი შეძლებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარ მიზნებად ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების მაქსიმალური გაძლიერება დაასახელა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ლევან დავითაშვილმა დადებითად შეაფასა ენერგეტიკული პოლიტიკა გასული 12 წლის განმავლობაში. კერძოდ, მისი […]

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა თანამდებობა დატოვა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ის კერძო სექტორში გააგრძელებს საქმიანობას. „მინდა გაგაცნოთ გარკვეული საკადრო ცვლილებები დედაქალაქის მერიაში, რამაც ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ყველაფერი დაფუძნებული იყო ტყუილზე, ძალიან ბევრი არასწორი და ტყუილით გაჯერებული განცხადება მოვისმინე. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ […]

მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია დასრულდა

მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალური სამუშაოები დასრულდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოების მოცულობა ითვალისწინებდა სადგურის ზედა ვესტიბიულის სრულ რეკონსტრუქციას, გარე სადრენაჟე სისტემის მოწყობას, სამანქანე დარბაზის ფილის გამაგრებასა და შიდა სამეურნეო ოთახების მოწყობას. „სამუშაოების შესრულების დროს გამოიკვეთა გარკვეული პრობლემები, რამაც განაპირობა ის, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ დასრულდა შესაბამის […]

დავით სონღულაშვილი – ამ პერიოდის განმავლობაში, არაერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე ვიმუშავეთ, რომელიც მიმართული იყო როგორც სხვადასხვა სექტორული საქმიანობის მოწესრიგებაზე, ასევე ეკონომიკური რეფორმების საკანონმდებლო უზრუნველყოფაზე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს, დავით სონღულაშვილს უსმენენ. სიტყვით გამოსვლისას, სონღულაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფარგლებში 4-წლიანი სამუშაოს შესახებ ისაუბრა. „ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ისტორიულ შენობაში საკანონმდებლო საქმიანობის […]

ალექსანდრე წულაძემ პარლამენტის წევრებს სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული სიახლეები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა ალექსანდრე წულაძემ პარლამენტის წევრებს სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული სიახლეები გააცნო. ალექსანდრე წულაძემ ბაღებსა და სკოლებში ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფას და განათლების ხარისხის ზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, სამინისტროს მიზანია, ჩამოყალიბდეს ძლიერი და ინკლუზიური სისტემა, რომელიც პოზიტიურ და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს ქმნის თითოეული მოსწავლისთვის. მინისტრობის […]

ლევან დავითაშვილი – 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.4 მილიარდი დოლარი იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ქვეყნის ეკონომიკისთვის ტურიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურიზმის კიდევ უფრო გაძლიერება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი თქმით, 2023 წლის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რეკორდულ მაჩვენებელს 4.1 მილიარდ აშშ. დოლარს მიაღწია. მინისტრობის კანდიდატმა ასევე ხაზი სამომავლო მოლოდინებს გაუსვა და აღნიშნა, რომ 2024 წელს ტურიზმიდან […]

ანა დოლიძე პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე – გილოცავთ, კალიგულას ცხენის გაპრეზიდენტებას!

გილოცავთ, კალიგულას ცხენის გაპრეზიდენტებას! – ასე ეხმაურება კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე “ქართული ოცნების“ მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას „გილოცავთ, კალიგულას ცხენის გაპრეზიდენტებას. ბრწყინვალე გარიჟრაჟის წინ ძლიერ უნდა დაბნელდეს”, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში. სახელისუფლო პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი […]

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ოპერირებას, ყველაზე გვიან, 2029 წელს დაიწყებს – ლევან დავითაშვილი

„ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენების მიმართულებით, მთავრობა მიზნად ისახავს სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და მდგრადი, ეფექტური სატრანსპორტო კავშირების შექმნას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებაში,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული […]

თბილისის მერიამ ზამთრის ახალგაზრდული ბანაკების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, თბილისის მერიის ზამთრის ახალგაზრდული ბანაკების პროგრამა განხორციელდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ბანაკებში მონაწილეობის საშუალება ექნება 13-29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. „როგორც მოგეხსენებათ, თბილისის მერიას აქვს არაერთი პროგრამა ახალგაზრდების ფორმალური თუ არაფორმალური განათლების ხელშესაწყობად. ამჯერად, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ზამთრის ბანაკების პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად […]

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ვიქტორ წილოსანის ნაცვლად ნინო ბაგაშვილი უხელმძღვანელებს

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მერიის სხდომაზე განაცხადა. ,,კომერსანტი” წილოსანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე დღის წინ ავრცელებდა ინფორმაციას. მაშინ მერიის პრეს-სამასახურმა ჩვენთან ფაქტი არ დაადასტურა. კალაძის თქმით, ის საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს. მის ადგილს კი ნინო ბაგაშვილი დაიკავებს, რომელიც თბილისის მერიაში […]