“საკადრო ცვლილებები, რომელმაც მითქმა–მოთქმა გამოიწვია… ბევრი ტყუილი მოვისმინეთ” – კალაძე

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება – ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ვიქტორ წილოსანს ნინო ბაგაშვილი შეცვლის, ხოლო მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ირაკლი თავართქილაძეს მარიამ კვერნაძე ჩაანაცვლებს. „მინდა, გაგაცნოთ გარკვეული საკადრო ცვლილებები, რომელმაც დიდი მითქმა- მოთქმა გამოიწვია და ყველაფერი დაფუძნებული იყო სიცრუეზე. ბევრი არასწორი ინფორმაცია და ტყუილით გაჯერებული განცხადება მოვისმინეთ იმ ტელევიზიებიდან, […]
ინსტიტუციური ინვესტორები და ბიტკოინი: მამოძრავებელი ფაქტორები და შესაძლებლობები

ბიტკოინი, პირველი ციფრული აქტივი, შეიქმნა 2009 წელს და კრიპტო ბაზარი მას დღემდე ლიდერის პოზიციას უნარჩუნებს. ის გახდა მთავარი კრიპტო საინვესტიციო არჩევანი ინსტიტუციური ინვესტორებისთვის. ამ სტატიაში განვიხილავთ ბიტკოინის მიღებას ფინანსურ სექტორში და გავაანალიზებთ, რა ფაქტორები უბიძგებს ტექნოლოგიურ კომპანიებს, საინვესტიციო ფირმებს და ფინანსურ ინსტიტუტებს, ინვესტიცია ჩადონ BTC-ში. ბიტკოინის გავლენა ტრადიციულ ფინანსებზე ბიტკოინმა ტრადიციულ ფინანსებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, […]
შინაგან საქმეთა სამინისტრო უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტრადიციულად უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. უწყებისთვის მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების დროული გამოვლენა და მათზე ეფექტიანი რეაგირება, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, მომართვიანობის ზრდა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწა და გაუმჯობესება. უწყებაში, მსხვერპლთა დაცვის მიზნით, მოქმედ პრევენციულ მექანიზმებს წარმოადგენს – ძალადობის განმეორების რისკების შეფასების […]
2024 წელს კაპიტალური ხარჯების მოცულობა 7 მილიარდ 800 მილიონ ლარს გადააჭარბებს – ლაშა ხუციშვილი

2024 წელს კაპიტალური ხარჯების მოცულობა 7 მილიარდ 800 მილიონ ლარს გადააჭარბებს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. მან ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებსაც 2024 წლის საბიუჯეტო ცვლილებებით ზრდა შეეხო. • მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერისა და ჯანდაცვის პროგრამებზე მიმართული თანხები 2021 წელთან შედარებით გაზრდილია […]
მამუკა მდინარაძე – რეალურად, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მომავლის პერსპექტივაში, ვერ და არ იქნება იზოლირებული, თუ ვინმე საქართველოს იზოლაციას არ გადაწყვეტს

რეალურად, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მომავლის პერსპექტივაში, ვერ და არ იქნება იზოლირებული, თუ ვინმე საქართველოს იზოლაციას არ გადაწყვეტს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე – იქნება თუ არა იზოლირებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ, მიხეილ ყაველაშვილი, როგორც პრეზიდენტი, წარსულში გაკეთებული განცხადებების გამო – პასუხისას განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართულ ოცნებასა“ და „ხალხის ძალას“ […]
ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის გზების მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზის კმ90-კმ112 ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მამუკა მდინარაძე მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე – კარგია, უნდა გაკეთდეს, ძალიან მაგარი იდეაა – იქ პრეზიდენტი იყოს სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც აქ 5 პარასკევი აქვს და იქ 2 პარასკევი ექნება დარჩენილი

კარგია, უნდა გაკეთდეს, ძალიან მაგარი იდეაა – იქ პრეზიდენტი იყოს სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც აქ 5 პარასკევი აქვს და იქ 2 პარასკევი ექნება დარჩენილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას „სახალხო პარლამენტთან“ დაკავშირებით. მისი თქმით, ის „თანაუგრძნობს იმ ამომრჩეველს, რომელმაც მსგავსი მესიჯების გამხმოვანებელ ხალხს […]
“აგერ, ბატონო, მოედანი! მერე არ თქვათ, ოპოზიციამ არ გაგვაფრთხილაო, გეგმა არ წარადგინაო” – ნიკა გვარამია

ეს თუ სასაცილოა და აღარ ვიცი. ოღონდ, მერე ისე არ აღმოჩნდეს, რომ ოპოზიციამ არ გააფრთხილა წინასწარ ყველა, რომ საღადაო კი არა, სატირალი იყო, საბრძოლო და ქუჩაში გამოსასვლელი და იმიტომ გვყავს არალეგიტიმური პრეზიდენტი. იმიტომ, რომ ოპოზიციამ წინასწარ და დამარცვლით არ ახსნა და გეგმა აბგდევზთ არ წარმოადგინა. არ გვითხრეს, თორემ აბა რას ვიზამდითო. კოლონა დაგვანახეს, შინაგანი სიმშვიდე […]
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან 4,8 მილიარდი დოლარი მიიღო

უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან 4,8 მილიარდი დოლარი მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინამ თანხა მსოფლიო ბანკის პროექტის PEACE-ის ფარგლებში მიიღო. ეს ბანკის ისტორიაში ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტია, რომელიც სოციალურ, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და აღდგენის სფეროებში ჩვენი სახელმწიფოს მიერ რეფორმების განხორციელების მხარდასაჭერად დაიწყო“, – განაცხადა დენის შმიგალმა. უკრაინის […]
მიხეილ სააკაშვილი მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაზე – საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში – ამის მიზანია ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითება

საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში, – ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას. როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის გვერდზე წერს, ამის მიზანი ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითებაა. „უკანასკნელი მსგავსი შემთხვევა მოხდა რომის იმპერიაში, როდესაც კალიგულამ თავისი ცხენი დანიშნა სენატში. ამის მიზანია ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითება“, – წერს […]