ბევრს არ აქვს ბედნიერება, საქმეში იცნობდეს მიხეილ ყაველაშვილს. როგორი გუნდური, ერთგული და საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია!
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას. ქადაგიძის განცხადებით, წლებია ზურგი-ზურგ ერთ დიდ საქმეს ემსახურებოდნენ და ყოველთვის განსაკუთრებული ენთუზიაზმით, პატრიოტობითა და ქართული საქმის კეთების სურვილით ავსებდა მიხეილ ყაველაშვილი ყველა თანამოაზრესა და გულშემატკივარს. „ბევრს არ აქვს ბედნიერება, საქმეში იცნობდეს მიხეილ ყაველაშვილს. როგორი გუნდური, ერთგული და საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია! წლებია […]
“დიპლომი არც ილიას ჰქონდა და არც ნოე ჟორდანიას, სამაგიეროდ კალაძეს აქვს, დიპლომში კი არ არის საქმე, პრობლემა ესაა” – ლორთქიფანიძე

“საპარლამენტო რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაური” – ამ სიტყვების გაგონებისას სპეციალისტებს უპირველესად გერმანია და იტალია ახსენდებათ … გფრ-ის პირველი პრეზიდენტი თეოდორ ჰაოისი სამ ეპოქაში: კაიზერის დროს, ვაიმარის რესპუბლიკის პერიოდსა და ომის შემგომ გერმანიაში ლიბერალური პარტიის მესაძირკვლე იყო, კონსტიტუციის თანაავტორი გახლდათ, ნაცისტები ავიწროვებდნენ და ამიტომ ფელეტონისტად მსახურობდა, თომას მანის ბიოგრაფიული პორტრეტიც კი ჰქონდა შედგენილი. იოახიმ გაუკი მღვდელი იყო, […]
“პრეზიდენტებზე დიპლომს არ ვითხოვთ” – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. ჟურნალისტის კითხვას, რომ მიხეილ ყაველაშვილმა უნდა წარმოადგინოს ქვეყანა საგარეო ურთიერთობებში და იქნება თუ არა რომელიმე საერთაშორისო პარტნიორისთვის სასურველი სტუმარი და არის თუ არა პრობლემა, როდესაც პრეზიდენტს არ ექნება დიპლომი, ასე უპასუხა: „სასურველი სტუმარი უნდა განსაზღვრო იმის მიხედვით, რამდენად სასურველია ქვეყანა, რომელმაც აირჩია ის პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, […]
“შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მე ვარ გამომძიებელი” – რას ამბობს საგამოძიებო უწყებიდან გამოსული ნინო ლომჯარია

სასამართლოში ყოფილი სახალხო დამცველის გამოკითხვა დასრულდა. ნინო ლომჯარიამ, რომელიც არჩევნების გაყალების საქმეზე, მოწმის სტატუსით იყო დაბარებული, გამომძიებელს ჩვენება მისცა და ის მტკიცებულებები გადასცა, რომელიც არჩევნების დღეს და შემდეგ მოაგროვეს. ლომჯარიას თქმით, პროკურატურას ცესკოს შესაძლო გადაცდომებზეც მიაწოდა ინფორმაცია. “მე მოვყევი ჩემი სათქმელი, ყველა ის შეფასება, რაც გავაკეთე, რას ეყრდნობოდა, რა მტკიცებულებებს და გადავეცი ყველანაირი მასალა, შემდეგ […]
მიხეილ ყაველაშვილი არის პატრიოტი, ქვეყნისა და ოჯახის ერთგულებით გამორჩეული პიროვნება – თამთა მეგრელიშვილი
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილია “ხალხის ძალის”, ჩემი გუნდის ღირსეული წევრი მიხეილ ყაველაშვილი. ის არის პატრიოტი, ქვეყნისა და ოჯახის ერთგულებით გამორჩეული პიროვნება და საინტერესო და წარმატებით აღსავსე ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანი, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და ახალი პრეზიდენტის არჩევა ამერიკული მოდელით, 300 […]
მიხაილ როთი – საქართველოს ერთადერთი „გლობალური ომის პარტიის“, რუსეთის ხელში ჩავარდნა ემუქრება

საქართველოს ერთადერთი „გლობალური ომის პარტიის“, რუსეთის ხელში ჩავარდნა ემუქრება, – ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას. „მმართველ პარტიას სრული ძალაუფლება სურს. მას გაყოფილი ქვეყნის ერთმანეთთან შერიგება არ სურს. საქართველოს ერთადერთი „გლობალური ომის პარტიის“, რუსეთის ხელში ჩავარდნა ემუქრება“, – წერს მიხაილ როთი სოციალურ […]
რელიგიის სააგენტოს საქველმოქმედო აქცია გაიმართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ზაჰესის არასრულწლოვანთა N11 პენიტენციურ დაწესებულებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი ტარიელ პაპინაშვილი და […]
მიხეილ სარჯველაძე – მერწმუნეთ, მიხეილ ყაველაშვილი არ იმსახურებს ასეთ კრიტიკას, არავისზე ნაკლები კანდიდატი არ არის, თუ მეტი არა

მერწმუნეთ, მიხეილ ყაველაშვილი არ იმსახურებს ასეთ კრიტიკას, არავისზე ნაკლები კანდიდატი არ არის, თუ მეტი არა, – ასე შეაფასა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სარჯველაძემ ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად, მიხეილ ყაველაშვილია წარდგენილი. როგორც მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, სიმბოლური ფუნქციის თვალსაზრისით აქცენტის გაკეთება გამორჩეულ პატრიოტიზმზე რელევანტურია. „მიუღებელია, კითხვის ჩამოყალიბება, თითქოს შეურაცხმყოფელია რომელიმე კანდიდატურა. მიხეილი ჩემი […]
განათლების მინისტრობის კანდიდატი – რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიხეილ ყაველაშვილი კომპეტენტური და ღირსეული ადამიანია – აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც კანონმდებლობა მოითხოვს

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიხეილ ყაველაშვილი კომპეტენტური და ღირსეული ადამიანია – აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობა მოითხოვს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა, ალექსანდრე წულაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ყაველაშვილის კანდიდატურა გუნდის მიერაა დასახელებული. „მიხეილ ყაველაშვილი გუნდის მიერ დასახელდა. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ის […]
პროკურორი – ნინო ლომჯარიას არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე განსხვავებული, რამე ახალი მტკიცებულება, რასაც პირადად ის შეესწრო, არ წარმოუდგენია

პროკურორ ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელიც არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა, განსხვავებული, ახალი მტკიცებულება, რასაც პირადად შეესწრო, არ წარმოუდგენია. პროკურორის თქმით, ლომჯარია დღევანდელ სხდომაზე თავის ზოგად შეფასებებზე საუბრობდა, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ისედაც წარმოადგენდა გამოძიების საგანს. „ჩვენ ვკითხავთ ყველა იმ პირს, რომლებმაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაავრცელა ინფორმაცია […]