ჯილდო ივანიშვილისთვის და პრემიების გაზრდა სპორტსმენებისთვის – პეტრიაშვილის და ტალახაძის ინიციატივები

დღეს, 27 ნოემბერს, პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტებზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას, ოლიმპიური ჩემპიონები და ამჟამად „ქართული ოცნების“ დეპუტატები, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე თავიანთი ინიციატივებით გამოვიდნენ. გენო პეტრიაშვილის ინიციატივა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის უმაღლესი ჯილდოს გადაცემას გულისხმობს. „პატარა ინიციატივით შემოვდივარ. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო „ქართუ ფონდსა“ და ბიძინა ივანიშვილს, იმისთვის, რომ დიდი […]

„ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაციის დაწყებიდან 23 თვე გავიდა, დასრულების თარიღი კი ისევ უცნობია

თბილისის მერმა კახა კალძემ დღეს საზოგადოებას აცნობა, რომ „ავლაბრის“ მეტროსადგურის ზედა ვესტიბიულის რეაბილიტაცია დასრულებულია. მერიამ სამუშაოები „ბადა ქონსთრაქშენს“ დაუკვეთა, რომელსაც კიდევ ერთი მეტროსადგურის – „ვარკეთილის“ სრული რეაბილიტაცია აქვს ჩაბარებული. „ვარკეთილში“ სამუშაოების დაწყებიდან 23 თვე 2024 წლის 21 ნოემბერს გავიდა. თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ჯერ კიდევ უცნობია, როდის ექნება დედაქალაქის გარეუბანს […]

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება – ლევან დავითაშვილი

პარლამენტის ეკონომიკური პროფილის ექვსი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. შეკითხვების დიდი ნაწილი მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამებს შეეხებოდა, რომლებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. როგორც მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, პირველ რიგში, გასაძლიერებელია სამეწარმეო უნარები მცირე და საშუალო მეწარმეებს შორის, განსაკუთრებით რეგიონებში. მისი თქმით, […]

2028 წლისათვის დაცული ტერიტორიების ფართობი დამატებით 100 000 ჰექტრით გაიზრდება – დავით სონღულაშვილი

საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება. „ორიენტირებულები ვართ ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური […]

ბორჯომის მერია – ბორჯომის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდა მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო დილიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ადგილზე მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური და სპეცტექნიკა. „თოვლისაგან იწმინდება მაღალმთიანი სოფლები: ტიმოთესუბანი, მზეთამზე, დვირი, საკირე, ტაძრისი და დგვარი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 28 და 29 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით. „მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები […]

World Travel Awards-ზე ბათუმი მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულებად დასახელდა

ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა. პორტუგალიის, კუნძულ მადეირაზე გამართულ World Travel Awards-ის გალა ცერემონიაზე, ბათუმი მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულებად დასახელდა. პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ბათუმმა კონკურენცია გაუწია ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა მელბორნი (ავსტრალია), ოსლო (ნორვეგია), ჟენევა (შვეიცარია), მიუნხენი (გერმანია), ასპენი (აშშ), ბეიჯინი (ჩინეთი) და ვისლერი (კანადა). World Travel Awards” -ზე ასევე გამოვლინდა 2024 წელს, მსოფლიოს […]

რიკარდ იოზვიაკი – ევროკავშირის ელჩებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივეს

ევროკავშირის ელჩებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივეს, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „დღეს, ევროკავშირის ელჩებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივეს. იგი 2008 წლიდან ადგილზეა. ბიუჯეტი ოდნავ, 47 მილიონი ევროდან 50 მილიონამდე, გაიზარდა“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.

„საქპატენტის“ მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში, პატენტრწმუნებულთა სისტემის გაძლიერებაზე ღონისძიება იმართება

ევროკავშირი ახალ რეგიონულ პროექტს EU4IP ახორციელებს, რომელიც საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გაძლიერებას ემსახურება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 27-28 ნოემბერს, თბილისში საერთაშორისო სემინარი სახელწოდებით – „პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო სისტემის რეფორმა საქართველოში“ მიმდინარეობს. სემინარი „საქპატენტისა“ და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიება „საქპატენტის“ […]

ბევრს არ აქვს ბედნიერება, საქმეში იცნობდეს მიხეილ ყაველაშვილს. როგორი გუნდური, ერთგული და საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია!

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას. ქადაგიძის განცხადებით, წლებია ზურგი-ზურგ ერთ დიდ საქმეს ემსახურებოდნენ და ყოველთვის განსაკუთრებული ენთუზიაზმით, პატრიოტობითა და ქართული საქმის კეთების სურვილით ავსებდა მიხეილ ყაველაშვილი ყველა თანამოაზრესა და გულშემატკივარს. „ბევრს არ აქვს ბედნიერება, საქმეში იცნობდეს მიხეილ ყაველაშვილს. როგორი გუნდური, ერთგული და საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია! წლებია […]