თინა ბოკუჩავა და გიორგი ჩალაძე ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევას დაესწრნენ

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა და პარტიის წევრი, გიორგი ჩალაძე ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევას დაესწრნენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროპარლამენტში ისტორიული კენჭისყრა გაიმართა, სადაც ასევე, ევროკომისრები აირჩიეს. „დღეს დავესწარით ისტორიულ კენჭისყრას, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით ურსულა ფონ დერ ლაიენი და ასევე, ევროკომისრები აირჩიეს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„ყველაფერი გაკეთდება მედიკამენტებზე პერიოდული დეფიციტების გაჩენის რისკების დასაზღვევად“ – მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სამომავლო რეფორმების ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად ფარმაცევტული სფერო დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, რეგულირების მექანიზმების დახვეწა მოხდება. ამასთანავე, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, გაფართოვდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიკამენტების სია და ბენეფიციართა რაოდენობა. „უწყვეტად გაგრძელდება, მოსახლეობისთვის, ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტების მიწოდება. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით, უზარმაზარი პროგრამა აქვს ჩვენს […]
ბიუჯეტის დეფიციტი მუდმივად დაიგეგმება ორგანული კანონით დასაშვები 3%-იანი დეფიციტის ფარგლებში – ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებზე. მისი თქმით, კვლავ შენარჩუნდება ფისკალური დისციპლინა და ბიუჯეტის დეფიციტი მუდმივად დაიგეგმება ორგანული კანონით დასაშვები 3%-იანი დეფიციტის ფარგლებში. „მოსალოდნელია, რომ 2025 − 2028 წლებში დეფიციტის საშუალო მაჩვენებელი იქნება მშპ-ის 2,5%; ჩვენ მიერ […]
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2 წლით გაახანგრძლივდა – იოზვიაკი

“რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს, რომ ევროკავშირის ელჩებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივეს. რაც შეეხება ბიუჯეტს, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, 47 მილიონი ევროდან 50 მილიონამდე გაიზარდა. დღეს, ევროკავშირის ელჩებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივეს. იგი 2008 წლიდან ადგილზეა. ბიუჯეტი ოდნავ, 47 მილიონი ევროდან 50 […]
“უარყოფს აღიარებას და მოუწოდებს არჩევნების ხელახლა ჩატარებას” – რა წერია რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში?

ევროპარლამენტში დასამტკიცებელი რეზოლუციის საბოლოო ვარიანტით, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არ სცნონ. მეტიც, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ევროპარლამენტარები გმობენ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ერთი წლის განმავლობაში ხელახალი არჩევნები ჩაატაროს. “თვლის, რომ გავრცელებული ფართო საარჩევნო გაყალბება ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის მთლიანობას, შედეგების ლეგიტიმურობას და საზოგადოების ნდობას ნებისმიერი […]
“ეს ნაწარმოებები არც აქამდე იყო სავალდებულო პროგრამის ნაწილი” – განათლების მინისტრი

განათლების მინისტრი, ალექსანდრე წულაძე ადასტურებს, რომ საგამოცდო პროგრამიდან კონკრეტული მწერლების შემოქმედებაა ამოღებული. მეტიც, იმ ფონზე, როცა ოცნების მომხრეები ამბობენ, რომ თითქოს სკოლის პროგრამიდან არ ამოუღიათ, მინისტრი ამტკიცებს, რომ ეს ნაწარმოებები არც იყო სავალდებულო პროგრამის ნაწილი. “სტუდენტების მოთხოვნაა და ჩემი აზრით, სამართლიანიც იყო ის, რომ თუ რაიმე არ იყო სავალდებულო პროგრამის ნაწილი, ეს არ უნდა გასულიყო […]
“ნა@უი, ქალბატონო, სხვაგან მომწვდები და იქ არ მოგიწიოს…” – რა მისწერა ტალახაძემ მოქალაქეს

მოქალაქე თაკო ლოჩოშვილმა ლაშა ტალახაძე იმ კითხვის გამო გააკრიტიკა, რომლითაც მან „ქართული ოცნების” პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე დასვა: „ვინაიდან ბევრ სპორტსმენს, რომელიც წარმატებას აღწევს, გვიფასდებოდა და გვიფასდება ხომ არ იგეგმება რეფორმა პრემიების ცვლილებაზე?”
მარნეულის მერია – მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

სოფელ შულავერსა და წერეთელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტირების ეტაპზეა ქალაქ მარნეულში დაგეგმილი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს. „თანამედროვე სტანდარტების მქონე, ენერგოეფექტური შენობები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება. სამივე საბავშვო ბაღი 2025 წლის ბოლოსთვის დასრულდება და ჯამში 550 ბავშვს მოემსახურება. საბავშვო ბაღების მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის საერთო ღირებულება 10 […]
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში აღლუმს დაესწრება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში აღლუმს დაესწრება, – ამის შესახებ თავად სლოვაკეთის პრემიერმა განაცხადა. „ბუნებრივია, როგორც სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ფაშიზმზე გამარჯვების ოფიციალურ ზეიმში მონაწილეობით, რომელიც 2025 წლის 9 მაისს მოსკოვში გაიმართება, უაღრესად დაინტერესებული ვარ. ამიტომ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოფიციალური მიწვევა, ამ მნიშვნელოვან დღესასწაულში მონაწილეობა მივიღო, რასაც მე გავაკეთებ, სიამოვნებით მივიღე“, – […]
მიხეილ სარჯველაძე – ფსიქიატრიული მიმართულებით, უახლოეს პერიოდში, ხელშესახებად გაუმჯობესდება სერვისების დაფინანსების მეთოდოლოგიაცა და ხარისხიც

უახლოეს პერიოდში, ხელშესახებად გაუმჯობესდება ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების დაფინანსების მეთოდოლოგიაცა და ხარისხიც, ფსიქიატრიული მიმართულებით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ საქართველოში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა, სამინისტრო, ამ მიმართულებით, ფინანსური რესურსის მობილიზებისა და ხარისხობრივი ინდიკატორების განსაზღვრით, სექტორის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გეგმავს. […]