1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7422 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7422 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7422 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7421 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8856 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8841 ლარს შეადგენდა. […]
“მსგავსი შემთხვევა მოხდა რომის იმპერიაში, როდესაც კალიგულამ თავისი ცხენი დანიშნა სენატში” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას ეხმაურება. “საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში. უკანასკნელი მსგავსი შემთხვევა მოხდა რომის იმპერიაში, როდესაც კალიგულამ თავისი ცხენი დანიშნა სენატში. ამის მიზანია ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითება” – წერს სააკაშვილი.
“ხომ არ იგეგმება რეფორმა პრემიების ცვლილებაზე” – ლაშა ტალახაძე

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლაშა ტალახაძემ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე იკითხა, ხომ არ იგეგმება რეფორმა პრემიების ცვლილებაზე. ვინაიდან, ბევრ სპორტსმენს, როდესაც წარმატებას აღწევს, თითოეულ ჩვენთაგანს გვიფასდებოდა და გვიფასდება პრემიების სახით და ზუსტად ამაზე მაინტერესებს, ხომ არ იგეგმება რეფორმა მთავრობის მხრიდან პრემიების ცვლილებაზე? აუცილებელიც არის, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგი ერთხელ აღწევს წარმატებას და სპორტსმენს არ აქვს იმის შესაძლებლობა, […]
რა საფრთხე ემუქრება საქართველოს? – როთი

“ქართული ოცნების” მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ზე ეხმაურება. მმართველ პარტიას უნდა მთელი ძალაუფლება. მას არ სურს გაყოფილი ქვეყნის შერიგება. საქართველოს ერთადერთი გლობალური ომის პარტიის – რუსეთის ხელში ჩავარდნის საფრთხე ემუქრება,” – წერს როთი.
პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციური იქნება, მათ შორის, პრეზიდენტის არჩევაც – კონსტიტუციონალისტი

საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი კოტე ჩოკორაია, ტვ პირველთან, ამბობს: მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის დარღვევით ცნო საკუთარი უფლებამოსილება, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არალეგიტიმურად გაკეთდა და ნებისმიერი გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება არაკონსტიტუციური მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. უბრალოდ, არ ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებით, როდესაც არ დააკმაყოფილებს სარჩელს, ეცდება, რომ რაღაც ფორმით, […]
Black Friday-ს ფასები “ეკოვუდში” – არ გამოტოვო წლის ყველაზე დიდი ფასდაკლება

,,ეკოვუდში’’ ხის სარემონტო მასალების შესაძენად საუკეთესო პერიოდი დაიწყო. კომპანია მომხმარებლებს წლის ყველაზე მასშტაბურ ფასდაკლების აქციას სთავაზობს და სრულ ასორტიმენტზე 20%-მდე ფასდაკლებას შავი პარასკევის ფარგლებში აცხადებს. 24 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით მომხმარებლებს შოურუმსა და “ექსპრეს ფილიალში” 300-ზე მეტი დასახელების ხის სარემონტო მასალები და 20-ზე მეტი ხის სახეობის პროდუქცია დიდი ფასდაკლებით დახვდება. ფასდაკლება ვრცელდება ,,ეკოვუდის’’ სრულ ასორტიმენტზე. […]
სპორტული მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობა გათვალისწინებულია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში – ირაკლი ქარსელაძე

,,სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნა გაწეული. 2024 წელს დასრულდა მარნეულში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის სპორტული კომპლექსის მშენებლობა, ბოლნისში და წნორში მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრობის კანდიდატმა სპორტულ ინფრასტრუქტურაზე საუბრისას აღნიშნა, რომ დასრულების ეტაპზეა […]
ზოდში „შავი პარასკევის“ შეთავაზებები 27 ნოემბრიდან დაიწყება და ხუთი დღით – 1 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

50%-მდე და მეტი ფასდაკლება გავრცელდება ზოდში წარმოდგენილი პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე – ინტერიერის და ექსტერიერის კარების, ბუნებრივი ქვების – მარმარილოს, გრანიტის, კვარციტის, ონიქსის – კვარცის და პორსელანის ზედაპირებზე, კერამიკული ფილების და აბაზანის აქსესუარების სრულ – ექსკლუზიურ კოლექციებზე. შავი პარასკევის განსაკუთრებული შეთავაზებები ზოდის ხუთივე შოურუმში – თბილისში, ბათუმში, გორში, მარნეულსა და რუსთავში გავრცელდება. შავი პარასკევის შეთავაზებები გავრცელდება […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7422 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7422 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7428 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8856 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8772 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა.
კონტენტის შექმნის ოთხი მასტერკლასი საქართველოს ბანკისგან Businesscourse.ge-ზე

ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, ციფრული მარკეტინგი ბიზნესის მართვის პროცესში მნიშვნელოვანი სტრატეგიული ელემენტი გახდა. ამასთან ერთად, დღევანდელ შრომის ბაზარზეც სწორედ ის პროფესიებია მოთხოვნადი, რომლებიც ციფრულ მარკეტინგს უკავშირდება. შესაბამისად, საკუთარი ბიზნესის მართვა გსურს თუ ფრილანსერობას გეგმავ, წარმატების მიღწევაში კონტენტის შექმნასთან დაკავშირებული უნარები აუცილებლად დაგჭირდება. იმისთვის, რომ შენი ბიზნესისთვის კონტენტის შექმნა ისწავლო ან ეს ცოდნა დამატებით შემოსავლის წყაროდ აქციო, […]