რუსული რუბლი ევროსთან და დოლართან უფასურდება — რა ხდება

რუსეთის ეროვნული ვალუტა, რუბლი, ევროსთან და დოლართან მიმართებაში ვარდნას განაგრძობს. დღეს, 27 ნოემბერს, რუბლის გაცვლითმა კურსმა მიაღწია უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას არსებულ ნიშნულს. მხოლოდ დღეს რუბლი 9%-ით გაუფასურდა. ბირჟაზე 1 ევრო 120 რუბლზე მეტი ღირს, 1 დოლარი კი – 114 რუბლი. ოფიციალური გაცვლითი კურსი საბაზროზე დაახლოებით 5%-ით ნაკლებია. ამის ფონზე, რუსეთის ეროვნულმა ბანკმა უარი თქვა […]
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ158 (სურამი-ვერტყვიჭალა) მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. […]
“ძლიერი საქართველო” პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად 28 ნოემბერს მიმართავს

„ძლიერი საქართველო“ საქართველოს პარლამენტს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით 28 ნოემბერს ოფიციალურად მიმართავს. “ძლიერი საქართველოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალ, 13:00 საათზე, „ ძლიერი საქართველოს“ ლიდერები: ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე, ირაკლი კუპრაძე, ქეთი თურაზაშვილი და საბა ბუაძე, საქართველოს პარლამენტში წარადგენენ ძლიერი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ინდივიდუალურ განცხადებებს, მანდატების დათმობის შესახებ. ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია უკვე გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია […]
“თუ ადრე კერძო სახლის შეძენა ოცნება იყო, დღეს მსურველს მისი ყიდვა $150 000-დაც შეუძლია” – Sakura Properties

„თუ ადრე კერძო სახლის შეძენა მომხმარებლის ოცნება იყო … დღეს კერძო სახლის შეძენა ადამიანს 150 000 დოლარიდანაც შეუძლია“, – ამის შესახებ უძრავი ქონების სააგენტო Sakura Properties-ის დამფუძნებელმა, ვიქტორია საკუროვამ BM.GE-სთან ისაუბრა. მისი განმარტებით, ბაზარზე ინფლაციის მიუხედავად, მომხმარებლების მსყიდველუნარიანობა გაზრდილია. ამასთან, მათ მეტი შესაძლებლობა გაუჩნდათ, რომ საუკეთესო უძრავი ქონება შეიძინონ. აქედან გამომდინარე, კერძო ტიპის უძრავ ქონებაზე […]
ევროკავშირმა 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ხელი მოაწერა 2025 წლის ევროკავშირის ბიუჯეტს მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტარებმა ბიუჯეტს ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი – დოკუმენტი კანონი გახდა. ამის შესახებ, როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, იტყობინება ევროპარლამენტის პრესსამსახური. 2025 წლის მთლიანი ბიუჯეტი 199,4 მილიარდ ევროს შეადგენს. 2025 წლის ბიუჯეტი დღევანდელზე 6%-ით მეტი იქნება, რაც 10 მილიარდი ევროთი ზრდას ნიშნავს. ევროკავშირის 2025 […]
უდიპლომო, უბინაო, უმანქანო – ცხოვრობს, თუ არა, პრეზიდენტობის კანდიდატი ავტოფარეხში?

მიხეილ ყაველაშვილი ბოლო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“, ის ასევე მოხვდა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტშიც, რომლის კონსტიტუციურობაც სადავოა. მიუხედავად იმისა, რომ ყაველაშვილი სამგზის პარლამენტარია, მისი განათლების შესახებ გრაფა ცარიელია და ინფორმაცია არც სხვა საჯარო წყაროებში მოიპოვება. 2 წლის წინ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ პარლამენტისგან გამოითხოვა მიხეილ ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები. თუმცა პარლამენტიდან უპასუხეს, რომ […]
ნინო დოლიძე – მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე ვისაუბრე ყველა იმ დარღვევაზე, რაც “სამართლიანმა არჩევნებმა” წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღესა და შემდგომ გამოავლინა

“სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. როგორც ნინო დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე ისაუბრა ყველა იმ დარღვევაზე რაც “სამართლიანმა არჩევნებმა” გამოავლინა. „დღეს, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოვიკითხე მოწმის სახით, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში. ვისაუბრე ყველა იმ დარღვევაზე რაც “სამართლიანმა არჩევნებმა” წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების […]
ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შესვლას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შესვლას. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობა X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. “გასული კვირის მინისტრთა წარმატებული შეხვედრის შემდეგ ბუდაპეშტში, რომელზეც უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და ავსტრია საზღვრის დაცვის პაკეტზე შეთანხმდნენ, დღეს ევროპული ინტეგრაციისა და შენგენის ზონისკენ საკვანძო ნაბიჯი აღინიშნება. Coreper-მა [მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა] დაასრულა საბჭოს […]
კირილე თვაური სტამბოლში ქალთა ევროტურნირების 2 მატჩს მოემსახურება

ქალთა საერთაშორისო საკლუბო ტურნირებში – ევროლიგასა და ევროპის თასზე რეგულარული ჩემპიონატები სრულდება. ბოლო ტურის მატჩები სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება, რომელთაგანაც სტამბოლში დაგეგმილ 2 შეხვედრას 2 დღის განმავობაში კირილე თვაური მოემსახურება. ქართველი არბიტრი 27 ნოემბერს ჯერ ქალთა ევროლიგის შეხვედრას იმსაჯებს “ფენერბაჰჩესა” და პოლონურ “პოლკოვიცეს” შორის, ხოლო მეორე დღეს ის ქალთა ევროპის თასზე გადაინაცვლებს, სადაც “ბეშიქთაშისა” და ბელგიურ […]
ისრაელმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერების გაცემის შესახებ გაასაჩივრა

ისრაელს ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავებისთვის ჰააგის სასამართლოს ორდერების წინააღმდეგ საჩივარი შეაქვს. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. განცხადების თანახმად, ისრაელმა გაასაჩივრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის სასამართლოს) გადაწყვეტილება გაეცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერები. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის მიერ შეტანილი საჩივარი “დეტალურად ამხელს რამდენად აბსურდული […]