ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა

ევროპარლამენტმა ოთხშაბათს დაამტკიცა ევროკავშირის მთავარი აღმასრულებელი ორგანოს, ევროპის კომისიის ახალი შემადგენლობა. ამ გადაწყვეტილებას მხარი 370-მა დეპუტატმა დაუჭირა, ძირითადად მემარჯვენე-ცენტრისტებმა, მემარცხენე-ცენტრისტებმა და ლიბერალებმა. წინააღმდეგი იყო 282 დეპუტატი, ძირითადად იმ ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ამ მოწვევის ევროპარლამენტში ოპოზიციას წარმოადგენენ (მემარჯვენე პოპულისტები და ნაციონალისტები, ნაციონალ-კონსერვატორები, მემარცხენეები). 36-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. კომისიას კვლავ უხელმძღვანელებს გერმანიის წარმომადგენელი ურსულა ფონ დერ ლაიენი. […]

„იმპორტირებულ გაყინულ ქათმის ხორცპროდუქტებს ბაზარზე არაკონკურენტული უპირატესობა აქვს“ – კომპანია „ჩირინა“

იმპორტირებულ გაყინულ ქათმის ხორცპროდუქტებს ბაზარზე არაკონკურენტული უპირატესობა აქვს, – ამის შესახებ კომპანია “ჩირინას” (ბრენდი “ბიუ-ბიუ”) დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ნედლი ხორცპროდუქტების მიმართულების, შეიძლება ითქვას, რომ “ბიუ ბიუ” ბაზრის ლიდერია. “ზოგადად წელი, რომ შევაფასოთ – ნედლ პროდუქციაში, შეიძლება ვთქვათ, რომ ლიდერები ვართ ბაზარზე, თუმცა გაყიდული პროდუქციის ბაზარზე ამას ვერ ვიტყვით. საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის […]

სახელმწიფო ტყის ფონდის ყველაზე დიდი ფართობი აფხაზეთშია

საქსტატის მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო ტყის ფონდის ყველაზე დიდი ფართობი აფხაზეთშია. 2023 წლის მდგომარეობით, საქართველოს ტყის ფონდის ფართობი 3069.1 ათასი ჰექტარია, რაც ქვეყნის ტერიტორიის 44%-ს შეადგენს. ამავე მონაცემების თანახმად, 423.3 ათასი ჰექტარი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშია, რაც ტყის ფონდის ყველაზე დიდ ფართობს წარმოადგენ. მეორე ადგილზეა შიდა ქართლი 284.3 ათასი ჰექტარით. სტატისტიკის თანახმად, აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის ფონდი […]

დოლარის კურსმა 2022 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 114 რუბლს

ოთხშაბათს Forex-ის საერთაშორისო ბაზარზე დოლარის კურსმა 114 რუბლს გადააჭარბა. ბოლოს მან ამ დონეს მიაღწია 2022 წლის მარტის შუა რიცხვებში. რუბლის ვარდნას ხელს უწყობს, კერძოდ, რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტი, მათ შორის, სანქციები, რომლებიც დაწესდა „გაზპრომბანკის“, ქვეყანაში უცხოური ვალუტის ერთ-ერთი უმსხვილესი შემომტანის წინააღმდეგ, წერდა 26 ნოემბერს RBC. გუშინ ცენტრალურმა ბანკმა დღეის კურსად დაადგინა 105 […]

რაც მალე გაიწმინდება პარლამენტი და მთლიანად პოლიტიკური ველი უსამშობლო აგენტებისგან, მით უკეთესი ქვეყნისთვის

„ოპოზიციის ნაწილი შემოვა პარლამენტში და ამას ღიად ამბობენ. ნაწილი კი, ველოდები, რომ შეასრულებს დაპირებას. მათ ძალიან ბევრჯერ თქვეს, რომ არ შემოვლენ პარლამენტში და იქნებ ამ ერთხელ მაინც შეასრულონ პირობა,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რა მოლოდინები არსებობს ოპოზიციის მხრიდან სადეპუტატო მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით. სოზარ სუბარი იმედოვნებს, […]

ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღსრულება დაიწყო

ისრაელსა და ლიბანში არსებულ დაჯგუფება “ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა და მისი აღსრულება ოთხშაბათს, 27 ნოემბერს, დაიწყო. შეთანხმებას მხარეებმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის შუამავლობით მიაღწიეს. ამერიკელი და ფრანგი ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ ეს ნაბიჯი, შესაძლოა იმედის მომცემი სიგნალი იყოს ღაზაში მშვიდობისთვისაც. ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, მანქანების ნაკადი სამხრეთ ლიბანისკენ დაძრა, სადაც თვეების განმავლობაში […]

“დანაშაული” და სასჯელი – “ნაპოლი” ხვიჩას მიმართ ზომების გატარებას გეგმავს

ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ აგრესიული კრიტიკით განსაკუთრებით კვლავ გამოირჩევა ცენტრალური ნეაპოლური გამოცემა Il Mattino, რომლის ჟურნალისტმა პინო ტიორმინამ დღეს ქართველზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. ავტორი კვარაცხელიას ლამის დამნაშავედ აცხადებს და ვარაუდობს (შესაძლოა, პირად სურვილს გამოხატავს ან სარედაქციო დავალებას ასრულებს), რომ არაა გამორიცხული დასაჯონ და „ტორინოსთან“ მატჩში სასტარტოში არ დააყენონ, რისი მიზეზიც “რომასთან” არადამაკმაყოფილებელი თამაში და შეცვლისას უკმაყოფილების […]

გადაიდება თუ არა ნავთობის მოპოვების გაზრდა?

„OPEC+“ – ის საკვანძო ქვეყნებმა დაიწყეს მსჯელობა იანვარში დაგეგმილი ნავთობის მოპოვების ზრდის შესაძლო კიდევ ერთხელ გადადებაზე, შესაძლოა რამდენიმე თვით – წერს Bloomberg–ი დელეგატებზე დაყრდნობით. როგორც სააგენტო წერს, ქვეყნები ეჭვობენ, რომ ბაზრის მდგომარეობა იანვრიდან წარმოების გაზრდის საშუალებას იძლევა და შესაძლოა ეს გეგმები რამდენიმე თვით გადადონ. ვრცლად interfax – ზე

“თუ ტრასების 70% გათოვლიანდება, ყოველ წელს გვეცოდინება, როდის გაიხსნება სეზონი” – Best Western Gudauri

„თუ ტრასების მინიმუმ 70% გათოვლიანდება, ყოველ წელს გვეცოდინება, როდის გაიხსნება სეზონი“- ამის შესახებ „საქმის კურსთან“ ინტერვიუში სასტუმრო Best Western Gudauri-ს მფლობელი აცხადებს. გიორგი კვიწინაშვილის თქმით, ბიზნესი თოვლის მოსვლა/არმოსვლაზეა დამოკიდებული, ტრასების გათოვლიანების გაფართოება კი, სასტუმროებს გარანტირებული ჯავშნების მიღების შესაძლებლობას მისცემს. “გვინდა, რომ გათოვლიანების სისტემამ ტრასების უფრო მეტი და მეტი ნაწილი მოიცვას, რაც სასტუმროებს გარანტირებული ჯავშნების საშუალებას […]

“ერთადერთი გამოსავალია ცეცხლის რევოლუცია!” – ირაკლი ტაბლიაშვილი

ერთადერთი გამოსავალია!!! ცეცხლის რევოლუცია!.. შესაბამისად: >> პრეზიდენტი ზურაბიშვილი არ უნდა გამოვიდეს რეზიდენციიდან! ჩვენ უნდა გავამაგროთ რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია! 14-29 დეკემბერს, რეზიდენციასთან სულ უნდა იყოს 15 ათასი მოქალაქე! >> 14 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ უნდა იყოს 20 000 მოქალაქე… პარლამენტის უკან, შესასვლელთან, 10 ათასი!.. იგივე უნდა მოხდეს 29 დეკემბერსაც! >> უნდა შეიკრიბოს სახალხო პარლამენტი!.. 61 […]