გურამ მაჭარაშვილი – მიხეილ ყაველაშვილი სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს თავისი გამოცდილებით, მათ შორის უცხოელებთან ურთიერთობის, „ჯიბეში ჩაისვამს“ – ოპოზიციას კი შოკი დიდ ხანს ექნება, ისედაც დაშოკილები იყვნენ

მიხეილ ყაველაშვილი სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს მთელი თავისი გამოცდილებით ჯიბეში ჩაისვამს – პრეზიდენტი არ არის ბიოგრაფია, პრეზიდენტად ბიოგრაფიას არ ვირჩევთ, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას. როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ხალხის სურვილია, რომ ქვეყნის წარმომადგენელი იცავდეს საქართველოს ინტერესებს. ის […]

არაბიკას ყავის ფასი 1972 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზეა

ოთხშაბათს არაბიკას ფიუჩერსები ნიუ-იორკში 3%-ზე მეტით გაიზარდა და ფუნტზე 3,22 დოლარამდე შეადგინა. Trading Economics აღნიშნავს, რომ ეს ყველაზე მაღალი დონეა სულ მცირე 1972 წლიდან. USDA-ს პროგნოზით, ბრაზილიის ყავის მოსავალი იქნება 66,4 მილიონი სტანდარტული 60 კილოგრამიანი ტომარა 2024-2025 მოსავლის წელს, ვიდრე ადრე მოსალოდნელი იყო 69,9 მილიონი ტომარა. ამავდროულად, ბრაზილიაში ყავის მარაგი სასოფლო-სამეურნეო წლის ბოლოს 1,2 მილიონ […]

მიხეილ ყაველაშვილი იმ პოლიტიკური გუნდის წევრია, რომელიც მოკლე ვადაში ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ლაბორატორიად და შეძლო „ხალხის ძალის“ წევრი პრეზიდენტის რანგში წარედგინა

მიხეილ ყაველაშვილი იმ პოლიტიკური გუნდის წევრია, რომელიც მოკლე ვადაში ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ლაბორატორიად და შეძლო „ხალხის ძალის“ წევრი პრეზიდენტის რანგში წარედგინა „მიხეილ ყაველაშვილს აქვს შანსი მოჯადოებული წრიდან გამოიყვანოს პრეზიდენტის ინსტიტუტი,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და დასძინა, რომ დღეს საქართველოს აქვს შანსი ყოველგვარი ფანატიზმის გარეშე აირჩიოს მეექვსე პრეზიდენტი. მისივე თქმით, მიხეილ […]

ბოლოდროინდელმა წინდახედულმა ნაბიჯებმა შეგვაძლებინა, ამ არეულ მსოფლიოში, მშვიდობისა და განვითარების სტაბილური შენარჩუნება – მიხეილ ყაველაშვილის არჩევაც პრეზიდენტობის კანდიდატად არის სწორი და ამას საზოგადოება თავად ნახავს

ბოლოდროინდელმა წინდახედულმა ნაბიჯებმა შეგვაძლებინა, ამ არეულ მსოფლიოში, მშვიდობისა და განვითარების სტაბილური შენარჩუნება – მიხეილ ყაველაშვილის არჩევაც პრეზიდენტობის კანდიდატად არის სწორი და ამას საზოგადოება თავად ნახავს „მიხეილ ყაველაშვილი ჩვენს გუნდში ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული გულწრფელობითა და უბრალოებით. ეს არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა და არა – ხელოვნურად შექმნილი იმიჯი. ის არის ცნობილი სპორტსმენი, გამოცდილი პოლიტიკოსი და სამშობლოზე უზომოდ […]

მიხეილ ყაველაშვილი იყო პირველი ყველა იმ ბრძოლაში, რომელმაც დიდი როლი შეასრულა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისა და ეროვნული ღირსებისა და სიამაყის დაბრუნებაში

მიხეილ ყაველაშვილი იყო პირველი ყველა იმ ბრძოლაში, რომელმაც დიდი როლი შეასრულა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისა და ეროვნული ღირსებისა და სიამაყის დაბრუნებაში „მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად შეირჩა, როგორც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული და ღირსეული წევრი“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი იყო პირველი ყველა იმ ბრძოლაში, რომელმაც დიდი როლი შეასრულა […]

ტრამპმა უკრაინის საკითხებში წარმომადგენლად კიტ კელოგი დანიშნა

დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხებში თავის წარმომადგენლად გადამდგარი გენერალი, კიტ კელოგი დანიშნა. კელოგი ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში ვიზე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ივლისში კელოგი საუბრობდა უკრაინის ომის დასასრულებელ გეგმაზე, რომელიც, მისი თქმით, ტრამპსაც მოეწონა. გეგმის თანახმად, თუ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წავა, კიდევ უფრო მეტ ამერიკულ დახმარებას მიიღებს, ხოლო ცეცხლი არსებულ ფრონტის ხაზზე უნდა […]

ორი გუნდით და ორი მსაჯით დუბაიში

28 ნოემბერს საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრები, ასევე ორი ჩვენი მსაჯი, დუბაიში გაემგზავრება, სადაც ტრადიციული, 7-კაცა სეზონის გახსნის ზეიმი იმართება. 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, 7-კაცა და 7-ქალა მსოფლიო სერიების პარალელურად, დუბაიში რამდენიმე სხვადასხვა დონის ტურნირი იმართება. რანგით და ინტერესით მეორე ადგილზეა 7-კაცას და 7-ქალას საერთაშორისო წვეულთა ტურნირი, სადაც წამყვანი სარაგბო ქვეყნების პირველი და მეორე […]

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბერს დაიწყება და 26 დღის განმავლობაში გაგრძელდება. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ გასულ წლებთან შედარებით, საახალწლო ღონისძიებები წელს უფრო მასშტაბიანი იქნება. ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღს იუსტიციის სახლის ავტოსადგომი დაემატება, სადაც ყინულის მოედანი განთავსდება. ყინულის მოედანი წინა წელთან შედარებით, ოთხჯერ უფრო დიდი იქნება. თბილისის მერმა, კახა კალაძემ „საშობაო სოფლის“, ქუჩების, სკვერებისა და […]

რა წერია სამთავრობო პროგრამაში ქვეყნის აეროპორტების შესახებ?

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში განახლებული სამთავრობო პროგრამა წარადგინა, რომელიც 2025-2028 წლებზეა გათვლილი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაგეგმილია თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ვაზიანის ყოფილ სამხედრო აეროდრომზე, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, მოემსახუროს ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდს და საქართველოს შესძენს „რეგიონული ჰაბის“ ფუნქციას. ახალი საერთაშორისო აეროპორტი შესაძლებლობას მოგვცემს, თბილისის არსებული აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრიდან ეტაპობრივად გავზარდოთ 20 მლნ მგზავრამდე. […]

რუსული რუბლი ევროსთან და დოლართან უფასურდება — რა ხდება

რუსეთის ეროვნული ვალუტა, რუბლი, ევროსთან და დოლართან მიმართებაში ვარდნას განაგრძობს. დღეს, 27 ნოემბერს, რუბლის გაცვლითმა კურსმა მიაღწია უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას არსებულ ნიშნულს. მხოლოდ დღეს რუბლი 9%-ით გაუფასურდა. ბირჟაზე 1 ევრო 120 რუბლზე მეტი ღირს, 1 დოლარი კი – 114 რუბლი. ოფიციალური გაცვლითი კურსი საბაზროზე დაახლოებით 5%-ით ნაკლებია. ამის ფონზე, რუსეთის ეროვნულმა ბანკმა უარი თქვა […]