შალვა პაპუაშვილი – ოპონენტების პანიკური რეაქცია დასტურია, რომ გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო – მიზანში გავარტყით, გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება, რაც წინა სამ პრეზიდენტს არ ჰქონდა: ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება

ოპონენტების რეაქცია არის დასტური, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა სწორი არჩევანი გააკეთა მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დასახელება სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან მას წინა სამი პრეზიდენტისგან განსხვავებით, გააჩნია ხალხის მიმართ ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედების უნარი. „როგორც იცით, წელს პირველად […]

ავსტრიამ ადვილად შეცვალა რუსული გაზი ქარის ენერგიით – მედია

ავსტრიას 10 დღეა პირდაპირ გაზპრომიდან არ მიუღია გაზი, მაგრამ პრობლემა არა აქვს: ქარის ელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის რეკორდული მოცულობები და ათწლეულის განმავლობაში ჰიდროენერგიის მაქსიმალური გამომუშავება საშუალებას მისცემს ავსტრიულ კომპანიებს იმუშაონ გათბობის სეზონის დასაწყისში გაზის მინიმალური საჭიროებით. ავსტრიის წარმატებული უარი გაზზე შეიძლება იყოს მაგალითი მეზობელი ქვეყნებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ გაზის კოლექტიური მოხმარება, ხოლო ელექტროენერგიის დანაკარგების კომპენსირება მოახდინონ იმპორტის […]

ირაკლი კობახიძე – მიხეილ ყაველაშვილის ზეპარტიულობა უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ხელი შევუშალოთ გარედან ხელოვნურად თავსმოხვეულ პოლარიზაციის ტენდენციებს

მიხეილ ყაველაშვილმა ბრიფინგზე გამოსვლისას მთავარი აქცენტი გააკეთა იმაზე, რაც უკავშირდება ე.წ. პოლარიზაციას, რადიკალიზმს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამ კუთხით განიხილა მისი, როგორც პრეზიდენტის ფუნქცია სამომავლოდ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამის მთავარი გარანტი ზეპარტიულობაა. „თუ პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუციით ევალება ზეპარტიულობა, არ მოქმედებს ზეპარტიულად, […]

გურამ მაჭარაშვილი – ზურაბიშვილი გვარამიას დაუჯერებს, კოშკში გამოიკეტება თუ წინასაახალწლო ზღაპრებს მოჰყვება, მისი გადასაწყვეტია – თუ ის სახელმწიფო შენობაში გამაგრდება, ფეხებს გაფშიკავს, არ გამოვალო, მოვუძებნით საფუძველს და საზოგადოებას შევთავაზებთ სამხიარულო პროცესებს

წელს ახალ წელს მოგვილოცავს ახლად არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი – სალომე ზურაბიშვილის შეუძლია იმ ე.წ. ალტერნატიულ პარლამენტში, რომელსაც ხაზარაძე ამზადებს, მივიდეს და იქიდან მიულოცოს თავის პატრონებს , – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. ამით დეპუტატი გამოეხმაურა “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას: „ტანაჯორს ირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტად და დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ […]

პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენს – დღეს, რთული პერიოდის წინაშე, ქართველებს გვჯერა, რომ თქვენი ლიდერობით ახალი ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მოგვცემს, რათა დაგვეხმაროს ქვეყნის ევროპულ გზაზე აღდგენაში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ულოცავს ევროპარლამენტის მიერ ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას და ახალ მანდატს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამოთქვამს რწმენას, რომ მისი ლიდერობით ახალი ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მისცემს, რათა დაეხმაროს ქვეყანას მის ევროპულ გზაზე. “გილოცავთ, პრეზიდენტო ურსულა ფონ დერ ლაიენ, თქვენს ახალ მანდატს. მჯერა, რომ როგორც აქამდე იგივე ერთგულებით გააგრძელებთ უკრაინაში, საქართველოსა და […]

რომელ რეგიონებშია სასტუმროების ფასები ყველაზე მაღალი?

კვლევითი ორგანიზაცია PMCG საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მიმოხილვას აქვეყნებს, რომელშიც უახლესი ტენდენციებია განხილული. მიმოხილვის თანახმად, საქართველოში 3 198 რეგისტრირებული განთავსების საშუალებაა, თუმცა მათი უმეტესობა მცირე ტევადობის სასტუმროები და საოჯახო სასტუმროებია. ამავე ცნობით, ტურიზმის ინდუსტრია რჩება საკვანძო ნაწილად საქართველოს ეკონომიკისთვის, 2023 წელს მშპ-ში 7%-იანი მაჩვენებლით. თუმცა მისი წილი მთლიან ბრუნვასა და დამატებით ღირებულებაში ჯერ კიდევ დაბალია. დოკუმენტში […]

Bluesky- X-ის უკანასკნელი ალტერნატივა

უკანასკნელ წლებში ბაზარზე X-ის პოტენციურ შემცვლელებად, საკმაოდ ბევრი აპლიკაცია გამოჩნდა და დაიხურა: Mastodon, Post, Pebble და Spill, თუმცა გარკვეული წარმატების მიღწევა, მხოლოდ Meta-ს მიერ შექმნილმა Threads-მა შეძლო. ახლა კი Bluesky-ის ჯერია, რომელსაც დამფუძნებლების თქმით, სხვა ალტერნატივებთან შედარებით, განსაკუთრებული და გამორჩეული შედეგები აქვს. 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, Bluesky-ს უკვე 20 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. აუდიტორიის ზრდა […]

„რუსეთის ჩემპიონი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატია“ — რას წერს რუსული მედია ყაველაშვილის კანდიდატურაზე

რუსული მედიასაშუალებები, – განსაკუთრებით, სპორტული მიმართულების, – საინტერესოდ აშუქებენ „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატადად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას. ისინი იხსენებენ ეპიზოდს ყაველაშვილის საფეხბურთო კარიერიდან, როცა იგი 1995 წელს, ალანიას „სპარტაკის“ შემადგენლობაში, რუსეთის ჩემპიონი გახდა. „ფეხბურთში რუსეთის ჩემპიონი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა“ — ასეთი, ან მსგავსი სათაურით, მასალა სულ მცირე რვა რუსულმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა. მათ შორისაა რუსეთში […]

ტრამპმა უკრაინის საკითხებში წარმომადგენლად დაასახელა გადამდგარი გენერალი, კით კელოგი

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი, კით კელოგი დაასახელა საგანგებო წარმომადგენლად უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში – ამ ცნობას თავად ტრამპი ავრცელებს ქსელით Truth Social. მანამდე კელოგმა ტრამპს წარუდგინა უკრაინაში ომის დასრულების გეგმა. კელოგი თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი იყო ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2017-2021 წლებში და ამავდროულად იყო მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მრჩეველი უშიშროების […]

გურამ მაჭარაშვილი – მიხეილ ყაველაშვილი სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს თავისი გამოცდილებით, მათ შორის უცხოელებთან ურთიერთობის, „ჯიბეში ჩაისვამს“ – ოპოზიციას კი შოკი დიდ ხანს ექნება, ისედაც დაშოკილები იყვნენ

მიხეილ ყაველაშვილი სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს მთელი თავისი გამოცდილებით ჯიბეში ჩაისვამს – პრეზიდენტი არ არის ბიოგრაფია, პრეზიდენტად ბიოგრაფიას არ ვირჩევთ, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას. როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ხალხის სურვილია, რომ ქვეყნის წარმომადგენელი იცავდეს საქართველოს ინტერესებს. ის […]