პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს უსმენს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნდობის გამოცხადებისთვის მისული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მოსმენა დაიწყო. კობახიძე სამთავრობო პროგრამას “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ წარადგენს. მთავრობა პარლამენტს ნდობის მისაღებად ასეთი შემადგენლობით წარედგინა: პრემიერ მინისტრი – ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი განათლების, მეცნიერებისა […]

მარკ რუტე – უნდა დავრწმუნდეთ, რომ მოლაპარაკებების დაწყებისას უკრაინა უფრო ძლიერ პოზიციაშია, ვიდრე ამჟამად არის – ამ მომენტში ისინი ნამდვილად არახელსაყრელ სიტუაციაში არიან

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინა არ არის საკმარისად ძლიერ პოზიციაში იმისთვის, რომ რუსეთთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. Fox News-თან ინტერვიუში რუტემ ხაზი გაუსვა უკრაინისთვის ხელსაყრელი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ეს იქნება პრეცედენტი იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც რუსეთის მსგავსი მიზნები აქვთ. „ვფიქრობ, გადამწყვეტია, რომ კარგი შეთანხმება გვქონდეს, რადგან მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს, […]

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, 29-30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა: 29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება. დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი. ქ. თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. […]

თოვლის გამო რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეფერხებულია

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან. მიზეზი ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მოსული თოვლია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, მაგისტრალის ეს მონაკვეთი ჩაკეტილი არ არის, თოვლისგან გზის გაწმენდა რამდენიმე საათის წინ დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება. ავტომობილებს, რომლებსაც ზამთრისთვის განკუთვნილი საბურავები აქვთ, ნელი სვლით შეუძლიათ გადაადგილება. გარემოს ეროვნული […]

29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება. დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი. მათივე ცნობით, თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. […]

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა „არალეგიტიმური მთავრობა“ შექმნეს და პარლამენტთან მივიდნენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა საქართველოს პარლამენტის შენობასთან პერფორმანსი გამართა. მათ თქვეს, რომ „ქართული ოცნების“ მსგავსად, დააკომპლექტეს „არალეგიტიმური მთავრობა“ და პარლამენტისგან მის დამტკიცებას მოითხოვდნენ. „საარჩევნო კომისია დავაკომპლექტეთ ჩვენ და არჩევნებზე შედეგები დავიწერეთ. ხალხი არ გვაღიარებს, არალეგიტიმური ვართ მათ თვალში. ჩვენი დასავლელი მეგობრები არ გვაღიარებენ. არ გვაღიარებენ პოლიტიკური პარტიებიც. ასევე არ გვაღიარებს პრეზიდენტი, მაგრამ ვაღიარებთ ჩვენს […]

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

20-22 ნოემბერს, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ 15 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. „ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა – გერმანიის კონკურენციის ფედერალური სამსახურის პრეზიდენტმა, საერთაშორისო კონკურენციის ქსელის(ICN) მმართველი ჯგუფის თავმჯდომარემ, ანდრეას მუნდტმა. „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს […]

ოქტომბრის თვეში ლოგისტიკის სექტორში გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა

სამუშაო ბაზარზე კადრების დეფიციტია. კომპანიები სათანადო კადრებს ვერ პოულობენ, რის გამოც ერთი და იგივე ვაკანსიის რამდენჯერმე გამოცხადება უწევთ. PMCG-ის უმცროსი მკვლევარი გუგა ცუხიშვილი ,,კომერსანტთან’’ საუბარში აცხადებს, რომ ვაკანსიების რაოდენობის ზრდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას არ უკავშირდება, არამედ ერთი და იგივე კომპანიების მიერ განმეორებით ვაკანსიის გამოცხადებით იხსნება. ,,სამუშაო ბაზარზე კადრების დეფიციტია. კომპანიები ვერ პოულობენ საჭირო კადრებს […]

სირიელმა ამბოხებულებმა დასავლეთ ალეპოში სირიის არმიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს

სირიელმა ამბოხებულებმა დასავლეთ ალეპოში სირიის არმიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი „თავისუფალი სირიის არმიის“ წყაროებსა და ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს. სირიის ოპოზიციურმა ძალებმა შეტევის, სახელწოდებით „აგრესიის შეკავების“ შესახებ „ტელეგრამ“ არხებზე გამოაცხადეს და აღნიშნეს, რომ შეტევა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ბოლოდროინდელ საარტილერიო დაბომბვებზე პასუხს წარმოადგენს. ოპოზიციური ძალების ცნობით, შეტევის შედეგად სირიის რეჟიმის […]

„აი რატომ უნდა გამოვიდეთ უთუოდ ქუჩაში და არ დავიღალოთ,„რაი“ “იმისტი და ამისტი?! საქართველოისტი“ – თაკო ჩარკვიანი

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოცქსელში წერს: SOS !!!!!არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ გვარები უნდა დაიდოს იმ აგენტურის1 განათლების სისტემაში მყოფი აგენტურის , ვინც მიზანმიმართულად რუსეთის უშიშროების მითითებით (ქართული აგენტურის ხელით) ამოიღო პროგრამიდან , სულხან საბას, ილიას, ვაჟას, აკაკის, ბარათაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის უნიკალური -აღმზრდელობითი შედევრები: სულხან საბას იგავები…. ვაჟას წერილი -კოსმოპილიტიზმი და პატრიოტიზმი, რამ […]