ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა „არალეგიტიმური მთავრობა“ შექმნეს და პარლამენტთან მივიდნენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა საქართველოს პარლამენტის შენობასთან პერფორმანსი გამართა. მათ თქვეს, რომ „ქართული ოცნების“ მსგავსად, დააკომპლექტეს „არალეგიტიმური მთავრობა“ და პარლამენტისგან მის დამტკიცებას მოითხოვდნენ.
„საარჩევნო კომისია დავაკომპლექტეთ ჩვენ და არჩევნებზე შედეგები დავიწერეთ. ხალხი არ გვაღიარებს, არალეგიტიმური ვართ მათ თვალში. ჩვენი დასავლელი მეგობრები არ გვაღიარებენ. არ გვაღიარებენ პოლიტიკური პარტიებიც. ასევე არ გვაღიარებს პრეზიდენტი, მაგრამ ვაღიარებთ ჩვენს თავს… ვართ თუ არა ლეგიტიმურები?! – ეს კითხვა დაუსვით „ქართულ ოცნებას“, რადგან იგივე გააკეთეს, რაც ჩვენ “, – თქვა პერფორმანსში მონაწილე ერთ-ერთმა სტუდენტმა.
დღეს, 28 ნოემბერს, პარლამენტში „ქართული ოცნების“ მთავრობას ამტკიცებენ. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და არ აღიარებენ არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხივე ოპოზიციური პარტია და საქართველოს პრეზიდენტი. არჩევნების შედეგების გასაბათილებლად ორი საკონსტიტუციო სარჩელია შესული საკონსტიტუციო სასამართლოშიც.
მე-11 მოწვევის პარლამენტისთვის უფლებამოსილების მისანიჭებლად დეპუტატები 25 ნოემბერს შეიკრიბნენ – სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესწრნენ. პარლამენტში არ მიიწვიეს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება