ზურაბიშვილმა რომც შეიწყალოს სააკაშვილი, ის მაინც დარჩება პატიმრობაში – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი კობახიძის თქმით, იმ შემთხვევაშიც თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს, მიხეილ სააკაშვილი მაინც წინასწარ პატიმრობაში დარჩება. როგორც კობახიძე აღნიშნავს, სააკაშვილის შეწყალებას პრაქტიკული დატვირთვა ნაკლებად ექნება, რადგან მის მიმართ სხვა საქმეებიც არის აღძრული. „სააკაშვილს აქამდეც შეიწყალებდა, გახსოვთ, რამხელა კამპანია იყო გაშლილი სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. გახსოვთ, მათ შორის, 27 ელჩი აიძულეს, რომ დემარშით […]
ქმარს სისტემატიურ ღალატში და მეძავებთან ურთიერთობაში ადანაშაულებდა, ახლა კი შეურიგდა და სიყვარულს ეფიცება – ანას უცნაური ამბავი

დონეცკის “შახტარის” 28 წლის ფორვარდ ოლექსანდრ ზუბკოვს მეუღლე შეურიგდა. ამის შესახებ ანა ზუბკოვამ ინფორმაცია თავად დაადასტურა. ის სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს პასუხობდა და ჰკითხეს, არის თუ არა ამჟამად დაქორწინებული და რას იტყოდა მეუღლესთან შერიგების ამბავზე. “მე დაქორწინებული ვარ. მიყვარს ჩემი ქმარი”, – გასცა პასუხი ზუბკოვამ და ფეხბურთელთან ერთობლივად გადაღებული ფოტოც დაურთო. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებულად […]
ჩვენი პროგრამის მიხედვით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა – ირაკლი კობახიძე

ჩვენი პროგრამის მიხედვით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ განვითარების თვისებრივად სხვა დონეზე გადავალთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გაგრძელდება ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე ზრუნვა და ამისათვის კონკრეტული პროგრამაც არის წარდგენილი. „ჩვენი პროგრამის მიხედვით, მომდევნო 4 […]
მოსამართლემ პოლიტიკოსი ლაშა ფარულავა სხდომიდან გააძევა და 200 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო სხდომის დარბაზიდან გააძევა და 200 ლარით დააჯარიმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლაშა ფარულავა. ის პროცესს მხარის სტატუსით ესწრებოდა. ფარულავას მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული სამართალწარმოება აქვს დაწყებული 10 ნოემბრის აქციის დროს სანაპიროების გადაკეტვის საქმეზე. ლაშა ფარულავამ შუამდგომლობისთვის დრო ითხოვა და გამოსვლა დაიწყო სიტყვებით: “არა რუსულ რეჟიმს! არა რუსულ კანონს! […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „თბილისი ჰაუსი“ ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს

საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ინვესტიციით დეველოპერული კომპანია „თბილისი ჰაუსი“ ახალ სამშენებლო პროექტს, „ჰაუს მანავი“ -ს ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1.5 მილიონ დოლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1 მილიონი დოლარია. საცხოვრებელი სახლის პროექტი ისანში, მანავის ქუჩა N2-ში ხორციელდება. პროექტი 1,914 კვ.მ ტერიტორიაზე, 11 სართულიან საცხოვრებელ […]
ინტენსიური თოვა და ქარბუქი – გზის რომელ მონაკვეთზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
2025 წელს დაჯავშნილი 10 ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებაში საქართველოც მოხვდა

Fashpack-ის საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო ტოპ 10-ში მოხვდა. 2025 წელს დაჯავშნილი 10 ყველაზე პოპულარულ მიმართულებას შორის საქართველო, შრი-ლანკა, იაპონია, ფინეთი, ბორნეოს კუნძული, ტაილანდი, ფილიპინები, კოსტა-რიკა, ახალი ზელანდია და გვატემალაა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, Flashpack-ის პლატფორმა დიდ ბრიტანეთშია ბაზირებული, პლატფორმა სოლო მოგზაურთა ტურებისა და მოგზაურობის დასაგეგმად შეიქმნა. პლატფორმაზე 40-ზე მეტი ქვეყანაა, სადაც […]
პროკურატურამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შვიდი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი შვიდი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ნოემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ბრალდებულებმა შვიდ დაზარალებულს ჯგუფურად, დანით ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს. „სამართალდამცველებმა ბრალდებულები 25 ნოემბერს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის […]
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა

20-22 ნოემბერს, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ 15 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა – გერმანიის კონკურენციის ფედერალური სამსახურის პრეზიდენტმა, საერთაშორისო კონკურენციის ქსელის(ICN) მმართველი ჯგუფის თავმჯდომარემ, ანდრეას მუნდტმა. „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დაარსების […]
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 9 პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, მოსამართლემ ლაშა ფარულავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა და 200 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 9 პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლაშა ფარულავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა და 200 ლარით დააჯარიმა. ლაშა ფარულავა 10 ნოემბერს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გზის გადაკეტვის ეპიზოდში მონაწილეობდა, მის მიმართ ისევე, როგორც დანარჩენი პირების მიმართ საქმის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს. როგორც გამოძევების შემდეგ ფარულავამ განმარტა, მოსამართლემ […]