აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება დე ფაქტო პარლამენტმა დღეს, 28 ნოემბერს სხდომაზე მიიღო. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ პროსამთავრობო გამოცემა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წარადგენს საკუთარ თავს მომავალ ვადამდელ არჩევნებზე. “აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. მე ვიცი, რომ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, […]

რუდ ვან ნისტელროი პრემიერ ლიგას უბრუნდება – ნიდერლანდელის ახალი გუნდი ცნობილია

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რუდ ვან ნისტელროი პრემიერ ლიგის ბინადარი “ლესტერის” ახალი მწვრთნელი გახდება და მხარეებმა ყველა დეტალი უკვე შეათანხმეს. ნიდერლანდელი ამ პოსტზე სტივ კუპერს ჩაანაცვლებს, რომელიც “მელიების” ხელმძღვანელობამ “ჩელსისთან” 1:2 მარცხის შემდეგ დაითხოვა. მოგეხსენებათ, ნისტელროის ბოლო სამუშაო ადგილი “მანჩესტერ იუნაიტედი” გახლდათ. ის გუნდის უკვე ყოფილი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის ასისტენტი გახლდათ, მისი […]

რუსეთმა უკრაინაზე მასირებული შეტევისას 180-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენა

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე შეტევა მიიტანეს სხვადასხვა ტიპის 91 რაკეტით და 97 უპილოტო საფრენი აპარატით. ეს მონაცემები 28 ნოემბერს, დღის პირველი საათისთვის გამოაქვეყნა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ. მისი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ჩამოგდებულია 79 რაკეტა და 35 დრონი. კიდევ 62 უპილოტო საფრენი აპარატი „ლოკალურად დაიკარგა”. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებით, რაკეტებით და დრონებით დარტყმა მიმართული […]

ირაკლი ზარქუას სურს, გერმანიის ელჩის გაწვევის პროცედურა დაიწყოს

მმართველი პარტიის წევრს, ირაკლი ზარქუას, სურს, დაიწყოს გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქართველოდან გაწვევის პროცედურა. დეპუტატი ამბობს, რომ ელჩი „მავნებლობს“. ზარქუამ ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მათ დეპუტატს სთხოვეს, შეეფასებინა ელჩის კომენტარი, რომელიც BM.ge-ს მისცა. პეტერ ფიშერის თქმით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა „უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მოულოდნელ მოგებას“ უკავშირდება. „მინდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართო, იქნებ დაინტერესდეს ამ ელჩის […]

“ჩავხსენით სიები და დღეს ყველა დეპუტატმა დავწერეთ განცხადება” – ხაზარაძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს მანდატების ჩახსნის მოთხოვნით წერილობით მიმართა – როგორც ადგილზე მყოფმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, საპარლამენტო უფლებამოსილების შეჩერება ივანიშვილის მიერ ხალხის ხმების მიტაცებაზე მკაფიო პასუხია. “ეს არის ხალხის მიტაცებული ხმა. საქართველოში ოპოზიციამ გაიმარჯვა. ბიძინა ივანიშვილმა სპეცოპერაცია ჩაატარა. ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ დავსხდეთ იმ პარლამენტში, სადაც არიან შულერები, მიმტაცებლები. მკაფიოა ჩვენი […]

“თუ კომერციული ბანკი იშოვის უცხოურ ვალუტას, მისი 25 პროცენტი ეროვნულ ბანკში უნდა გაყინოს” – გოცირიძე

პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე: ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 20 პროცენტიდან 25 პროცენტამდე გაუზარდა. მარტივად რომ ავხსნათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კომერციული ბანკი იშოვის უცხოურ ვალუტას, მისი 25 პროცენტი ეროვნულ ბანკში უნდა გაყინოს, მას სესხად ვერ გასცემს. ამ გაყინული ფულის “შოვნაში” ბანკი პროცენტებს იხდის. ეს მისთვის ხარჯია. ამ ზიანის კომპენსირებას […]

ტრამპმა უკრაინის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად კიტ კელოგი დაასახელა

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხებში სპეციალურ წარმომაგენლად კიტ კელოგი დაასახელა – ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, ტრამპის პრეზიდენტობის დროს, 2017-2021 წლებში, კელოგი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის უფროსი და მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იყო.

OPEC+-ის შეხვედრა მინისტრების განრიგის გამო 5 დეკემბრისთვის გადაიდო – მედია

OPEC + მინისტრთა მონიტორინგის კომიტეტის სხდომა და OPEC + მინისტერიალი 1 დეკემბრიდან 5 დეკემბრამდე გადაიდო, განაცხადა OPEC-ის სამდივნომ. გადადების მიზეზი ის არის, რომ რამდენიმე მინისტრი ქუვეითში სამიტს დაესწრება. შეტყობინებაში არ არის მითითებული, შეხვედრა ონლაინ იქნება თუ პირადად.

უარი ხელის ჩამორთმევაზე – უკრაინელი ტრუბინი რუს გოლოვინს არ მიესალმა

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში “მონაკომ” საკუთარ მოედანზე “ბენფიკას” უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. მატჩის დაწყების წინ გუნდების მისალმებისას ლისაბონელთა უკრაინელმა მეკარე ანატოლი ტრუბინმა ცნობილი მიზეზის გამო, მეტოქე გუნდის რუს ნახევარმცველ ალექსანდრ გოლოვინს ხელი არ ჩამოართვა. აღნიშნულ დაპირისპირებაში გოლოვინმა შედეგიანი გადაცემა მიითვალა, მაგრამ მნიშვნელოვანი 3 ქულა მაინც პორტუგალიელებს დარჩათ. “ბენფიკამ” 5 ტურის შემდეგ 9 ქულა მოაგროვა […]

რა ფასდაკლებები დაგხვდებათ “ტრანსპორტერში” შავ პარასკევს?

მსოფლიო და მათ შორის საქართველო შავი პარასკევისთვის ემზადება. ამ დღემ, რომელიც კაპიტალიზმის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება, ჩვენს ქვეყანაში ფეხი აქტიურად რამდენიმე წლის წინ, უმეტესწილად, ქართული კომპანიების დამსახურებით მოიკიდა, რომლებიც გლობალურ ტენდენციას არ ჩამორჩნენ და ნოემბრის ბოლო დღეებში მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებს სთავაზობენ. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც წლევანდელი შავი პარასკევისთვის უკვე ემზადება — რეკრეაციული სატრანსპორტო საშუალებების, მოტოციკლების და სოფლის […]