ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამოცანაა შევქმნათ 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობის შემცირების თვალსაზრისით ძალიან სერიოზული პროგრესი გვექნება

დასაქმების ნაწილში გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. განსაკუთრებით ბოლო ორ-ნახევარი წლის განმავლობაში, ამ ორ-ნახევარი წლის განმავლობაში შეიქმნა 170 000 ახალი სამუშაო ადგილი ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 1 217 000 ადამიანი იყო დასაქმებული ჩვენს ქვეყანაში 2021 წელს და 2024 წლის მეორე […]

ირაკლი კობახიძე – აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია – სერიოზული სირთულეები გვქონდა, თუმცა ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ გადატვირთვა გახდება შესაძლებელი!

აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია – გასული წლების განმავლობაში ამ მიმართულებით სერიოზული სირთულეები გვქონდა, თუმცა ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ უახლოეს მომავალში როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვა გახდება შესაძლებელი! – ეს განცხადება პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ამის შესაძლებლობას აშშ-ში მომხდარი ცვლილებები მისცემს. “ჩვენ ამის […]

ირაკლი კობახიძე – 2028 წლისთვის საქართველოს ექნება თანამედროვე ადრეული გაფრთხილების სისტემები, დაცულ ტერიტორიებს დაემატება, დაახლოებით, 100 000 ჰა ფართობი, აღდგება და გაშენდება 15 000 ჰა ტყე

2028 წლისთვის საქართველოს ექნება თანამედროვე ადრეული გაფრთხილების სისტემები, დაცულ ტერიტორიებს დაემატება, დაახლოებით, 100 000 ჰა ფართობი, აღდგება და გაშენდება 15 000 ჰა ტყე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, გარემოს დაცვაზე ზრუნვა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გლობალური კლიმატის ცვლილებები სერიოზულ პრობლემებს […]

ირაკლი კობახიძე – სახელმწიფოს თანამონაწილეობით, მთლიანობაში, 6.5 მლრდ ლარის შეღავათიანი სესხი გაიცა აგრარულ მეურნეობებზე, 47 000-ზე მეტი უშუალო ბენეფიციარი ჰყავდა ამ პროექტებს სოფლის მეურნეობის სფეროში

სოფლის მეურნეობის განვითარება ნიშნავს არა მარტო ეკონომიკის გაძლიერებას, არამედ, პირველ რიგში, ნიშნავს ქართული სოფლის გაძლიერებას, ამ მიმართულებით, გასული წლების განმავლობაში გვქონდა ძალიან სერიოზული პროგრესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, მთლიანობაში, 6.5 მლრდ ლარის შეღავათიანი სესხი გაიცა აგრარულ მეურნეობებზე სახელმწიფოს თანამონაწილეობით. „სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი […]

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირს დასამტკიცებელი აქვს, რომ პატივს სცემენ ჩვენს ღირსებას, ევროკავშირმა უნდა დაგვიმტკიცოს, რომ მისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობით ჩვენი სვლა ევროკავშირისკენ

ჩვენ წინ გვაქვს დაახლოებით 6 წელი, ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება – მზად ვართ გავითვალისწინოთ ყველა ის პირობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ აქ გადის გარკვეული ზღვარი, რაც ღირსებას უკავშირდება, ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი, რომ პატივს სცემენ ჩვენს ღირსებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა. მისი […]

ირაკლი კობახიძე – ეკონომიკური თვალსაზრისით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები და შემდეგი 4 წლისთვის ამბიციური ამოცანა გვაქვს, გვინდა, 2028 წლისთვის 36 ათას დოლარს გადააჭარბოს ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის ეკონომიკამ

ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ ძალიან სერიოზული მიღწევები გვქონდა, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში და გვაქვს ამბიციური ამოცანა, შემდეგი 4 წლისთვის, გვინდა, რომ 2028 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკამ ერთ სულ მოსახლეზე 36 ათას დოლარს გადააჭარბოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2012 წელს ეკონომიკა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, […]

ირაკლი კობახიძე – ტურიზმიდან შემოსავლები 2012 წელს იყო 1,4 მილიარდი დოლარი, 4,5 მილიარდ დოლარამდე იზრდება წელს და 2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, ტურიზმიდან შემოსავლები 6,4 დოლარამდე გაიზარდოს

2012 წელს საქართველოს სტუმრობდა 4,7 მილიონი ვიზიტორი და 2024 წლისთვის, კოვიდით გამოწვეული პრობლემებისა და შემდგომი პროცესების მიუხედავად, დაახლოებით 8 მილიონამდე გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა და 2028 წლისთვის 11 მილიონ ვიზიტორს უნდა გადავაჭარბოთ, ეს არის აბსოლუტურად რეალური ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმიდან შემოსავლები 2012 […]

2030 წელს საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის

მათი [ოპონენტების] თქმით, იზოლაციისკენ მივდივართ 12 წელია და ამასობაში, ასოცირებას მოვაწერეთ ხელი, ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, თავისუფალი ვაჭრობა მივიღეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს აქვს გრძელვადიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც, 2030 წელს, ევროკავშირის წევრობისთვის ყველაზე მომზადებული ქვეყანა, სწორედ საქართველო იქნება. „2030 წელი – ეს თარიღი […]

აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება დე ფაქტო პარლამენტმა დღეს, 28 ნოემბერს სხდომაზე მიიღო. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ პროსამთავრობო გამოცემა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წარადგენს საკუთარ თავს მომავალ ვადამდელ არჩევნებზე. “აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. მე ვიცი, რომ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, […]

ფაშინიანმა უარი თქვა ОДКБ-ს სხდომაში მონაწილეობაზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ აპირებს მონაწილეობას ОДКБ-ს [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია] სხდომაზე, რომელიც 28 ნოემბერს ასტანაში გაიმართება. “სომხეთის რესპუბლიკის პოზიცია ОДКБ-ს ფორმატში მონაწილეობის გაყინვის შესახებ არ შეცვლილა,”- განაცხადა სომხეთის მთავრობის თავმჯდომარის პრესმდივანმა, ნაზელი ბაგდასარიანმა. მანამდე, ფაშინიანი აცხადებდა, რომ “ОДКБ საფრთხეს უქმნის სომხეთის უსაფრთხოებას, მის მომავალ არსებობასა და სუვერენიტეტს’. მისი თქმით, ორგანიზაციის ორი ქვეყანა აზერბაიჯანს […]