აზიის განვითარების ბანკს მასატო კანდა უხელმძღვანელებს

აზიის განვითარების ბანკს (ADB) მასატო კანდა უხელმძღვანელებს. ახალ პრეზიდენტს ბანკის მმართველმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი. მასატო კანდა მე-11 პრეზიდენტია. ახალი პრეზიდენტი იაპონიის პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის მრჩეველი იყო. მასატო კანდა მოვალეობის შესრულებას 2025 წლის თებერვლიდან შეუდგება. ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ მისი მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო ფინანსებში დაეხმარება ბანკს რთული გლობალური ეკონომიკური გამოწვევების გადალახვასა და […]

VELI.store იქომერს ასოციაცია საქართველოს TrustMark ნიშნის მფლობელია

TrustMark იქომერს ასოციაცია საქართველოს ინიციატივაა, რომელიც მიზნად ციფრულ ბაზარზე ნდობისა და უსაფრთხოების სტანდარტების ხელახლა განსაზღვრას ისახავს. ელექტრონული კომერციის პლატფორმებმა, რომლებსაც TrustMark სანდოობის ნიშანი მიენიჭათ, სერტიფიცირების პროცესი იქომერს ასოციაცია საქართველოს სანდოობის კრიტერიუმების მკაცრი დაცვით გაიარეს. “USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით იქომერს ასოციაცია საქართველომ შეიმუშავა ე.წ სანდოობის ნიშანი. სანდოობის ნიშნის მატარებელი ელექტრონული პლატფორმები გამოირჩევიან სანდოობით, გამჭვირვალობით და […]

ილონ მასკი ევროკავშირის სტრუქტურებს შორის უფლებამოსილების განაწილებას არადემოკრატიულს უწოდებს

აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელი და მილიარდერი ილონ მასკი ევროკავშირის სტრუქტურებს შორის უფლებამოსილების განაწილებას არადემოკრატიულს უწოდებს. ილონ მასკმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცება გააკრიტიკა, რომელიც 27 ნოემბერს შედგა. ეს გახდა მისი მორიგი საჯარო კრიტიკული განცხადება ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პოლიტიკოსების მიმართ. „ეს არადემოკრატიულია. ევროკავშირის პარლამენტმა უშუალოდ უნდა მისცეს ხმა საკითხებს და არა – გადასცეს უფლებამოსილებები […]

„160 ახალი სტარტაპის მომზადება და დაფინანსება არის გათვალისწინებული ყოველწლიურად“ – ირაკლი კობახიძე

ბიზნესის მხარდაჭერა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის და 2012 წლიდან დაიწყო; ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბოლო წლებში შეიქმნა 700 ახალი საწარმო და 800 საწარმო გადაიარაღდა ან გაფართოვდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელება გაგრძელდება და მომდევნო 4 წლის განმავლობაში […]

ევროკავშირი, თუ ჩინეთი და დსთ? – პაპუაშვილის ანტიკონსტიტუციური განცხადება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მორიგ ანტიევროპულ განცხადებას ავრცელებს – “ქართული ოცნების” წევრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება “სუვერენიტეტის ნაწილისა და ეკონომიკური თავისუფლების დათმობას” ნიშნავს. “ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი როგორ უნდა გვქონდეს, ადამიანი აქ მიტინგებზე დადის, რა ვქნათ, ამას ხომ ჩვენ ვერაფერ ვერ ვუშველით. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალია, ჩვენ ჩვენი განვითარება გვქონდეს, ჩვენ გავუსწროთ […]

ირაკლი კობახიძე – იქნება წინააღმდეგობა, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასწავლო პროგრამა სკოლებში დაეფუძნოს ამ ღირებულებებს, რასაც ჰქვია პატრიოტიზმი, იდენტობის პატივისცემა, ეროვნული, პიროვნული იდენტობის პატივისცემა

პირველი დოკუმენტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ, ეს იყო ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება სწორედ ამ ღირებულებებს – პატრიოტიზმი, ეროვნული იდენტობის პატივისცემა, ადამიანის პიროვნული იდენტობის პატივისცემა და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას დაეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმა, სასწავლო პროგრამები, სახელმძღვანელოები, აქ გვჭირდება ფუნდამენტური რეფორმა, რაზეც მუშაობა უკვე არის დაწყებული […]

ნათია ფიფია – ის თემები, რაზეც დაობს საზოგადოების ნაწილი, მისაღებ გამოცდებზე არ ბარდება, მაგრამ სკოლაში მისი სწავლება მაინც სავალდებულოა

საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ პროგრამებში შეტანილ ცვლილებებზე, კერძოდ, ისტორიისა და ქართული ლიტერატურის პროგრამებში შეტანილი ცვლილებები თუ რამდენად მართებული, მიზანშეწონილია და ასევე იმაზე, რამდენად საფუძვლიანია ის შიშები, რომელიც ამ თემაზე სოციალურ ქსელში განხილვას მოჰყვა, „ინტერპრესნიუსი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასისტენ-პროფესორს ნათია ფიფიას ესაუბრა. – ქალბატონო ნათია, საგანმანათლებლო პროგრამებში, ასევე ეროვნული გამოცდების პროგრამებში […]

„ძლიერმა საქართველომ“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

„ძლიერმა საქართველომ“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. კერძოდ, პოლიტიკური ლიდერების ინდივიდუალური განცხადებები, მანდატების დათმობის შესახებ, საქრთველოს პარლამენტში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა წარადგინეს. როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განმარტა, ამ პარლამენტს არ უნდა ჰქონდეს ლეგიტიმაცია. „ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა ჰქონდეს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ის შედეგები, რომლის საფუძველზეც შეიკრიბა ეს თვითგამოცხადებული ჯგუფი […]

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება დარჩება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად – შევინარჩუნებთ პრაგმატულ პოლიტიკას

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. როგორც მან პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას აღნიშნა, ამ პრიორიტეტში ქვეყანას აქვს წითელი ხაზები, რომელიც ტერიტორიების დეოკუპაციასთანაა დაკავშირებული და ეს წითელი ხაზები ბოლომდე იქნება დაცული. „2012 წლიდან მოყოლებული, მთელი ამ წლების განმავლობაში, არაღიარების პოლიტიკა იყო ძალიან წარმატებული. რა თქმა […]

ბათუმის მერია – უამინდობასთან დაკავშირებით, მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

ბათუმში მოსულმა ძლიერმა წვიმამ გარკვეული შეფერხებები გამოიწვია, დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები და მიწის ნაკვეთები. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ყველა პრობლემურ ლოკაციაზე მობილიზებულია ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები. უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა დაათვალიერა. „სტიქიურად მოსულმა უხვმა ნალექმა რიგი გამოწვევები შექმნა ბათუმში. დაახლოებით 90 მისამართიდან შემოსულია […]