ირაკლი კობახიძე – წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი აშენდა და ისიც იყო ყველაზე მარტივი მონაკვეთი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მარტო ბოლო წლების განმავლობაში, 40 კმ-ზე მეტი მხოლოდ გვირაბი აშენდა

ეკონომიკური პროგრესის მიღწევას სჭირდება კონკრეტული პროექტების განხორციელება და ამ კუთხით ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაფართოება, ეფექტიანი მენეჯმენტი უზრუნველყოფს, რომ ყველა გეგმა სათანადოდ იქნება რეალიზებული შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი […]
პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

XI პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განახლებულმა მინისტრმა კაბინეტმა პარლამენტის ნდობა 84 ხმით, ერთხმად მიიღო, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი ირაკლი კობახიძე გამოვიდა, რომელმაც “ქართული ოცნების“ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნო. ამის შემდეგ სიტყვით უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა. პლენარულ სხდომაზე კითხვები კობახიძის მისამართით არ დასმულა. მდინარაძის გამოსვლის შემდეგ კენჭისყრა […]
“ბევრი FTA-ის გაუქმება მოგვიწევს… ღვინის სექტორი ჩამოინგრევა” – პაპუაშვილის თქმით, საქართველო EU-ს წევრობისთვის მზად არ არის

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის და დღეს ბლოკში გაწევრიანება ქვეყანას უფრო მეტ ეკონომიკურ ზიანს მოუტანს, ვიდრე სარგებელს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრობა ბევრ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების და უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას გამოიწვევს, ეკონომიკურად კი საქართველოში ღვინის სექტორს დააზიანებს. “ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხდეთ, […]
ჩვენც გვაქვს დასამტკიცებელი ევროკავშირთან, რომ პირნათლად ვმოქმედებთ და ანალოგიურად, ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან, რომ სათანადოდ სცემს პატივს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას ჩვენი ქვეყნისთვის

ჩვენც გვაქვს დასამტკიცებელი ევროკავშირთან, რომ პირნათლად ვმოქმედებთ და ანალოგიურად, ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან, რომ სათანადოდ სცემს პატივს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას ჩვენი ქვეყნისთვის ჯერ უნდა მიაღწიო კეთილდღეობის გარკვეულ დონეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიგიღებენ ევროკავშირში, აქაც უნდა გვიჩვენოს ევროკავშირმა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება მისთვის ღირებული და პრინციპულად მნიშვნელოვანია, – ამის […]
იცხადებთ მხარდაჭერას და ამას კონკრეტული საფუძვლები გააჩნია – მამუკა მდინარაძე მთავრობის ახალ შემადგენლობას

გიცხადებთ მხარდაჭერას და ამ მხარდაჭერას კონკრეტული საფუძვლები გააჩნია. ვიდრე ჩვენ დღევანდელ დღემდე მოვიდოდით ბევრი პატარ-პატარა ბრძოლა გადავიტანეთ და საერთო ჯამში ჩვენ გვიწევს ომზე ლაპარაკი, რომელიც მშვიდობით უნდა მოვიგოთ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ეს იყო რეფერენდუმი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და […]
“ერთი წლის წინ მოპარეს ამ ადამიანს ძაღლი, მას მერე ეძებდა”– ტასო ლოსაბერიძე

ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე: ტაქსუნია დაუბრუნდა პატრონს. თურმე 1 წლის წინ მოპარეს ამ ადამიანს ძაღლი, მას მერე ეძებდა მაგრამ კვალს ვერ მიაგნო ვერსად. სავარაუდოდ ვინც მოიპარა იმას გამოექცა და იმიტომ აღარ გამოჩნდა მერე. ისე გაუხარდა ნახვა
ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

დღევანდელ სხდომაზე ირაკლი კობაიხძემ სამთავრობო პროგრამა წარადგინა, სახელწოდებით – “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ”. მინისტრთა კაბინეტი ასეთია: · პრემიერი – ირაკლი კობახიძე · საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი · იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი · გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი · ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი · […]
“ძლიერი საქართველოს” წევრებმა პარლამენტს ინდივიდუალურად მიმართეს მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” თოთხმეტმა წევრმა პარლამენტს ინდივიდუალური განცხადებებით მიმართა და დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლებამ არჩევნები მიიტაცა: “საქართველოში ოპოზიციამ გაიმარჯვა. ივანიშვილმა ჩაატარა სპეცოპერაცია და ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ დავსხდეთ იმ პარლამენტში, სადაც არიან შულერები, მიმტაცებლები და ჩვენი ქვეყნისთვის მომავლის წამრთმევები. დღეს ჩავაბარეთ განცხადება და დაველოდებით რეაგირებას.” მისივე […]
ვისურვებდი, გერმანიის ელჩის გაწვევის პროცედურა დავიწყოთ – ზარქუა

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოდან გასაწვევია. ასე გამოეხმაურა ის გერმანიის ელჩის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მალე შეიცვლება, რადგან უკრაინაში შექმნილმა პროცესებმა შექმნა ის ფაქტორები, რამაც ეკონომიკა გაზარდა, თუმცა ეს დროებითია. ზარქუას თქმით, ფიშერი თავისი განცხადებებით და ქმედებებით არ შეესაბამება ელჩის მანდატს. „რაც შეეხება გერმანიის […]
ირაკლი კობახიძე – 2028 წლისთვის საქართველოს ექნება თანამედროვე ადრეული გაფრთხილების სისტემები, დაცულ ტერიტორიებს დაემატება, დაახლოებით, 100 000 ჰა ფართობი, აღდგება და გაშენდება 15 000 ჰა ტყე

2028 წლისთვის საქართველოს ექნება თანამედროვე ადრეული გაფრთხილების სისტემები, დაცულ ტერიტორიებს დაემატება, დაახლოებით, 100 000 ჰა ფართობი, აღდგება და გაშენდება 15 000 ჰა ტყე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, გარემოს დაცვაზე ზრუნვა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გლობალური კლიმატის ცვლილებები სერიოზულ პრობლემებს […]