„ძლიერმა საქართველომ“ მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა

ოპოზიციურმა გაერთიანება „ძლიერმა საქართველომ“ („ლელო“, „ხალხისთვის“, „თავისუფლების მოედანი“, „მოქალაქეები“) პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ცესკოს მონაცემებით, პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 14 მანდატი მოიპოვა. „დღეს ჩვენ, „ძლიერი საქართველოს“ საპარლამენტო სიის წევრებმა, ოფიციალურად გავწყვიტეთ ყოველგვარი კავშირი არალეგიტიმურ პარლამენტთან და ინდივიდუალური განცხადებებით უარი ვთქვით მანდატებზე… მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ იზოლაცია და დელეგიტიმაცია ყველა ოპოზიციურმა ძალამ განახორციელოს – ვიმეორებ […]

ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 15 თებერვალს გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთის „ეროვნულმა კრებამ“ ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 15 თებერვალს დანიშნა. როგორც ე.წ. პარლამენტის სხდომაზე განაცხადეს, „არჩევნების“ ჩატარება 20-25 მლნ რუბლი დაჯდება. ასლან ბჟანიამ დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ პოსტი 19 ნოემბერს დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა. ბჟანია დროებით ჩაანაცვლა დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ. „აფხაზეთის კონსტიტუციით“, ე.წ. არჩევნები სამთვიან ვადაში უნდა ჩატარდეს. ბჟანიამ უკვე […]

ირაკლი კობახიძე – საჯარო მოხელეთა ხელფასების 10%-იანი ზრდა 2025 წლის ბიუჯეტში ასახული იქნება – განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალის ხელფასებს

საჯარო მოხელეთა ხელფასების 10%-იანი ზრდა 2025 წლის ბიუჯეტში ასახული იქნება და ამ მიმართულებით მომავალშიც უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალის ხელფასებს. „რაც შეეხება საჯარო მოხელეებზე ზრუნვას, ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ერთია, […]

ირაკლი კობახიძე – სოფლების გაზიფიცირება გაგრძელდება, 2028 წლისთვის გაზიფიკაციის მაჩვენებელი იქნება 95% და დამატებით 300 000 მოქალაქე მიიღებს 24 საათიან წყალმომარაგებაზე წვდომას შემდეგი 4 წლის განმავლობაში

გაზიფიკაციის ტემპი გაიზარდა 2012 წლის შემდეგ 3-ჯერ ჩვენს ქვეყანაში, შედეგად მივიღეთ ის, რომ 90%-ზე მეტი პოტენციური აბონენტების არის უკვე გაზიფიცირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2028 წლისთვის გაზიფიკაციის მაჩვენებელი იქნება 95%. „რაც შეეხება დამატებით რეგიონულ განვითარებას. სოფლების გაზიფიცირება – თქვენ იცით, რამხელა […]

ირაკლი კობახიძე – შემდეგი 4 წლის განმავლობაში საქართველოში სოფლის მეურნეობა 3 მილიარდი ლარით დაფინანსდება

ვენახების ფართობი 2012 წლის შემდეგ საქართველოში 70%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მანამდე ეს დარგი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. „ადამიანებს უწევდათ ვენახებზე უარის თქმა, ასეთ მდგომარეობამდეც კი მიიყვანეს მევენახეები ჩვენს ქვეყანაში. 2012 წლის შემდეგ არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და სწორედ ამან გამოიწვია 70%-ით […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ ფრიდონ შატბერაშვილის 100 წლის იუბილე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, რესპუბლიკის დამსახურებული მელიორატორის, პროფესორ ფრიდონ შატბერაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სამეცნიერო სემინარი – „კალაპოტური პროცესები და გარემოს დაცვა“ გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მისივე ცნობით, სამეცნიერო სემინარი გახსნა სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა. როგორც აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა […]

ირაკლი კობახიძე – 2012 წლისთვის ქვეყანაში ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ამით იწონებდა თავს მაშინდელი ხელისუფლება, დღეს უკვე 100-ზე მეტი იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს

2012 წლისთვის ქვეყანაში ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი და ამით იწონებდა თავს მაშინდელი ხელისუფლება, დღეს უკვე 100-ზე მეტი იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობა არის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მოქალაქეებისთვის. „2012 წლისთვის ქვეყანაში ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის […]

პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

XI პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განახლებულმა მინისტრმა კაბინეტმა პარლამენტის ნდობა 84 ხმით, ერთხმად მიიღო, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი ირაკლი კობახიძე გამოვიდა, რომელმაც “ქართული ოცნების“ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნო. ამის შემდეგ სიტყვით უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა. პლენარულ სხდომაზე კითხვები კობახიძის მისამართით არ დასმულა. მდინარაძის გამოსვლის შემდეგ კენჭისყრა […]

ირაკლი კობახიძე – წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი აშენდა და ისიც იყო ყველაზე მარტივი მონაკვეთი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მარტო ბოლო წლების განმავლობაში, 40 კმ-ზე მეტი მხოლოდ გვირაბი აშენდა

ეკონომიკური პროგრესის მიღწევას სჭირდება კონკრეტული პროექტების განხორციელება და ამ კუთხით ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაფართოება, ეფექტიანი მენეჯმენტი უზრუნველყოფს, რომ ყველა გეგმა სათანადოდ იქნება რეალიზებული შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი […]

მამუკა ხაზარაძე – მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების” იზოლაცია და დელეგიტიმაცია ყველა ოპოზიციურმა ძალამ განახორციელოს – ვიმეორებ, ყველამ! – აქ გამონაკლისი არ არსებობს, ახლა კეკლუცობის დრო არ არის!

დღეს ჩვენ, „ძლიერი საქართველოს” საპარლამენტო სიის წევრებმა ოფიციალურად გავწყვიტეთ ყოველგვარი კავშირი არალეგიტიმურ პარლამენტთან და ინდივიდუალური განცხადებებით უარი ვთქვით მანდატებზე, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიმართვაშია აღნიშნული. მისი თქმით, მნიშვნელოვანია “ქართული ოცნების” იზოლაცია და დელეგიტიმაცია ყველა ოპოზიციურმა ძალამ განახორციელოს. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, „ახლა კეკლუცობის დრო არ არის“. „პროდასავლურმა ოპოზიციამ 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო […]