ზარქუას სურს, საქართველოში გერმანიის ელჩის გაწვევის პროცედურა დაიწყოს

ქართული ოცნების დეპუტატს ირაკლი ზარქუას სურს, საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის გაწვევის პროცედურა დაიწყოს. ის მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, “დაინტერესდეს ელჩის მოღვაწეობით”. ეს განცხადება მან გერმანიის ელჩის კრიტიკის პასუხად გააკეთა, რომელმაც გუშინ თქვა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა გამოიწვია და ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ამ განცხადების შეფასებისას მან თქვა, რომ ელჩს “ცოტა […]

მამუკა მდინარაძე – შურთ უკრაინის და საფეხბურთო მატჩში საქართველოს წინააღმდეგ უკრაინის მხარეს არიან – თუ დავუჯერებთ, გვარამია მართალი კაცია, ხოშტარია რუსებს ვერ იტანს, ხაზარაძე მოწყალე და გახარია უღალატო ადამიანია

[ოპოზიციას] მათ შურთ უკრაინის იმ მდგომარეობის, რაშიც, სამწუხაროდ, უკრაინა და უკრაინელი ხალხია და არ მალავენ იმასაც, რომ საფეხბურთო მატჩში საქართველოს წინააღმდეგ უკრაინის მხარეს არიან, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, სადაც დეპუტატები სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნები იყო რეფერენდუმი საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და […]

ირაკლი კობახიძე – გერმანიის ელჩისთვის საქართველოდან გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, ამიტომ არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ – რეალურად, გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება

რეალურად საქართველოში გერმანიას დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი, რაც ე.წ. ელჩს შეეფერება დღეს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დეპუტატ ირაკლი ზარქუას ინიციატივას, რომ საქართველოდან გერმანიის ელჩის გაწვევის პროცედურა უნდა დაიწყოს. კობახიძის თქმით, გერმანიის ელჩისთვის გაწვევა ძალიან დიდი პატივი იქნებოდა. „მე მგონია, გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა […]

ირაკლი კობახიძე – მადლობა პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის, წარვუდგინეთ ძალიან ამბიციური პროგრამა, რომელიც აბსოლუტურად შესრულებადია და პასუხისმგებელი ვართ, რომ 4 წლის თავზე პირნათლად წარვდგებით საზოგადოების წინაშე

მადლობა პარლამენტს, საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერი-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მან დღეს პარლამენტსა და საზოგადოებას ამბიციური პროგრამა წარუდგინა. „ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, ამბიციური პროგრამა, რომელიც დღეს წარვუდგინე კიდევ ერთხელ საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებას. ჩვენ 4 წლის შემდეგ საზოგადოების წინაშე წარვდგებით ჩვენი ანგარიშით და ჩვენი პასუხისმგებლობაა, […]

მამუკა მდინარაძე – ჩვენ არ დავთმობთ ხელისუფლებას, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ, ეროვნულმა ძალამ ჩაანაცვლოს

არ დავთმობთ ხელისუფლებას, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ, ეროვნულმა ძალამ ჩაანაცვლოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ 2028 წლის შემდეგაც იზეიმებს გამარჯვებებს, ვიდრე ოპოზიციაში ეროვნული ძალები არ იქნებიან“. „2028 წლისათვის და ამის შემდეგაც, დარწმუნებული ვარ, მომავალ გამარჯვებებსაც […]

ირაკლი კობახიძე – მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში მილიონ მოქალაქეს უკვე დაურეგისტრირდა მიწის ნაკვეთი და დამატებით დარჩენილ ნახევარ მილიონ მოქალაქესაც დაურეგისტრირდება უკვე აზომილი მიწის ნაკვეთები

ძალიან მნიშვნელოვანი იყო მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მილიონ მოქალაქეს უკვე დაურეგისტრირდა მიწის ნაკვეთი. „მთელი ქვეყნის მასშტაბით მილიონ ნახევარი მიწის ნაკვეთი აიზომა და მილიონ ადამიანს, ჩვენს მოქალაქეს ამ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, უკვე დაურეგისტრირდა მიწის ნაკვეთები, ეს პროგრამა გაგრძელდება […]

მამუკა მდინარაძე – ერთ-ერთი მთავარი ლეგიტიმაცია გვაქვს იმაზე, რომ დიახ, ამ ქვეყანაში კაცს ერქმევა კაცი და ქალს ერქმევა ქალი და ეს ვერ გახდება სასაცილო ამბავი ვერასდროს

ერთ-ერთი მთავარი ლეგიტიმაცია გვაქვს იმაზე, ამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, რომ, დიახ, ამ ქვეყანაში კაცს ერქმევა კაცი და ქალს ერქმევა ქალი და ეს ვერ გახდება სასაცილო ამბავი ვერასდროს- ოპოზიცია ხშირად ისეთ ალტერნატივებს სთავაზობს საზოგადოებას, რომლის ფარგლებშიც, ვიღაცებს უჩნდებათ წარმოდგენა,თითქოს ევროპა არის ლგბტ კანონის გაუქმების მოთხოვნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, […]

მოსამართლე ცეკვავამ 10 მომიტინგეს, ვინც გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდა, 500-500 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 10-ვე მომიტინგე, ვინც გაყალბებულ არჩევნებს ქუჩიდან აპროტესტებდა, 500-500 ლარით დააჯარიმა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის დაჯარიმებულები არიან: · ლაშა ფარულავა · ნიკოლოზ კუჭუხიძე · ნოდარ ჩიკვილაძე · ნონა კიურეგიანი · თინათინ მესხი · ბანიამინ კასიმოვი · ვახტანგი მაღრაძე · არჩილ მუსელიანცი · სოფიკო ბერულავა · ნინო ლიპარტელიანი საქალაქო სასამართლოში აქტივისტების საქმის განხილვა დილიდან ხმაურის ფონზე […]

ახალი კონტრაქტის შეთავაზება მესის – ლეო 2026 მუნდიალამდე შესაძლოა, აშშ-ში დარჩეს

Tyc Sport-ის ინფორმაციით, მაიამის “ინტერი” გუნდის არგენტინელ ვარსკვლავ ლიონელ მესის ახალ კონტრაქტს სთავაზობს. მოქმედი შრომითი ხელშეკრულება ვეტერან ფეხბურთელს 2025 წელს უსრულდება, “ინტერის” შეთავაზება კი კონტრაქტის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გახანგლძრივებაა. შეხსენებისთვის, მესი მაიმურ გუნდში 2023 წლის ზაფხულში ჩაირიცხა. ჯამში მან 39 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

„ძლიერმა საქართველომ“ მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა

ოპოზიციურმა გაერთიანება „ძლიერმა საქართველომ“ („ლელო“, „ხალხისთვის“, „თავისუფლების მოედანი“, „მოქალაქეები“) პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ცესკოს მონაცემებით, პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 14 მანდატი მოიპოვა. „დღეს ჩვენ, „ძლიერი საქართველოს“ საპარლამენტო სიის წევრებმა, ოფიციალურად გავწყვიტეთ ყოველგვარი კავშირი არალეგიტიმურ პარლამენტთან და ინდივიდუალური განცხადებებით უარი ვთქვით მანდატებზე… მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ იზოლაცია და დელეგიტიმაცია ყველა ოპოზიციურმა ძალამ განახორციელოს – ვიმეორებ […]