გიგი გიორგაძე სწავლას დიდ ბრიტანეთში აგრძელებს

ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული გიგი გიორგაძე სწავლას დიდ ბრიტანეთში, London Business School -ში ანალიტიკისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს. მან LBS Scholar-ის სტატუსი და სტიპენდია მიიღო. გიგი დაინტერესებულია მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის რეალური ბიზნესს ამოცანების გადაწყვეტის შესწავლით. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

2025 წელს დაჯავშნილი 10 ყველაზე პოპულარულ მიმართულებას შორის საქართველო მოხვდა

Fashpack-ის საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო ტოპ 10-ში მოხვდა. 2025 წელს დაჯავშნილი 10 ყველაზე პოპულარულ მიმართულებას შორის საქართველო, შრი-ლანკა, იაპონია, ფინეთი, ბორნეოს კუნძული, ტაილანდი, ფილიპინები, კოსტა-რიკა, ახალი ზელანდია და გვატემალაა. Flashpack-ის პლატფორმა დიდ ბრიტანეთშია ბაზირებული, პლატფორმა სოლო მოგზაურთა ტურებისა და მოგზაურობის დასაგეგმად შეიქმნა. პლატფორმაზე 40-ზე მეტი ქვეყანაა, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ტურების დაჯავშნა. პლატფორმაზე თითოეული ქვეყნის საინტერესო ტურისტული […]

„ოცნებამ“ მთავრობა ისე დაამტკიცა, კითხვა არ დაუსვამს

„ქართულმა ოცნება“ პარლამენტში, რომლის კონსტიტუციურობაც სადავოა, მთავრობა ისე დაამტკიცა, რომ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს მისთვის კითხვა არ დაუსვამთ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროგრამა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატების წინაშე წარადგინა, ვინაიდან ოპოზიცია, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახა, საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და შესაბამისად, მე-11 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს და არც პარლამენტში შედის. […]

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მე-11 მოწვევის პარლამენტში, ნდობა გამოუცხადა ახალ მთავრობას. პლენარული სხდომა მთლიანობაში 100 წუთამდე გაგრძელდა. ახალ მთავრობას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 84-მა დეპუტატმა. წინააღმდეგი არავინ ყოფილა. სხდომას არ დასწრებია არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი – 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ყველა ოპოზიციური პარტია გაყალბებულს უწოდებს და მის შედეგებს არ აღიარებს. ახალ მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა სამი […]

კობახიძის თქმით, “ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი, რომ პატივს სცემენ ჩვენს ღირსებას”

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირმა საქართველოს უნდა დაუმტკიცოს, რომ პატივს სცემს მის ღირსებას და ასევე უნდა დაიცვას საქართველოს ეროვნული ინტერესები და ტრადიციული ფასეულობები. ამის შესახებ კობახიძემ დღეს მთავრობის დასამტკიცებლად გამართულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობას არ ცნობენ პრეზიდენტი და საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიცია. მის ამ განცხადებას “ქართული ოცნების” წევრები ტაშით შეხვდნენ. ევროკავშირზე […]

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა უსაფრთხოების საკითხები განიხილა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა 27 ნოემბერს სამხრეთ კორეაში განიხილა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება ორ ქვეყანას შორის, იმ ფონზე, როცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში ჩართეს ჩრდილოეთ კორეის სამხედროები. ზელენსკის თქმით, უმეროვი სეულში მისი დავალებით ჩავიდა, ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართულობის ყველა ასპექტის განსახილველად და იმაზე სამსჯელოდ, “თუ რა შეგვიძლია ერთად […]

ყალბი კოსმეტიკა ონლაინ მაღაზიებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში იყიდება – როგორ განვასხვაოთ ფალსიფიცირებული ორიგინალისგან?

საქართველოს ბაზარზე ყალბი კოსმეტიკური საშუალებები იყიდება. ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზების შემთხვევებმა განსაკუთრებით ბოლო ორი წლის მანძილზე იმატა. პრობლემა, რომ მასშტაბურია ამაზე ,,კომერსანტთან’’ საქართველოში კორეული კოსმეტიკის შემომტანი კომპანია ,,პირველი კორეულის“ მენეჯერი საუბრობს. ანანო ციმინტია აცხადებს, რომ ყალბი პროდუქცია ონლაინ მაღაზიებში იყიდება. თუმცა არის ხშირი შემთხვევა, როდესაც ფალსიფიცირებულ კოსმეტიკას დიდ სავაჭრო ცენტრებშიც აღმოაჩენთ. ,,ყალბი პროდუქციის არსებობის პრობლემა არის […]

ჩვენ გვყავს ნამდვილი ტოპ ტვინები სამთავრობო გუნდში – ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვყავს ნამდვილი ტოპ ტვინები სამთავრობო გუნდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საზოგადოება ენდო მმართველ გუნდს, არის ის დიდი გუნდი, რომელსაც განასახიერებს „ქართული ოცნება“. „ეს შედგება, როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო გუნდისგან და მთელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ბუნებრივია, სამთავრობო გუნდის როგორც […]

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

XI პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განახლებულმა მინისტრთა კაბინეტმა პარლამენტის ნდობა 84 ხმით, ერთხმად მიიღო, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი ირაკლი კობახიძე გამოვიდა, რომელმაც “ქართული ოცნების“ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნო. ამის შემდეგ სიტყვით უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა. პლენარულ სხდომაზე კითხვები კობახიძის მისამართით არ დასმულა. მდინარაძის გამოსვლის შემდეგ კენჭისყრა […]

„EU-ის წევრი რომ გავხდეთ, ბევრ ქვეყანასთან მოგვიწევს უვიზოს გაუქმება“ – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირში დღეს გაწევრიანებას მოჰყვება რეგულაციები, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დაანგრევს. პაპუაშვილის თქმით, საქართველო 2030 წელს იქნება ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარების იმ დონეზე, როდესაც ევროკავშირი შესაძლოა, აქეთ შეეხვეწოს გაწევრიანებას. „ქართულმა ოცნებამ“ ეს თარიღი — 2030 წელი — დიდი ხნით ადრე თქვა, ვიდრე ევროკავშირი, როგორც გარკვეულ ზღვარს იტყოდა ევროპულ კონტექსტში. ჯერ კიდევ […]