პრემიერი – განათლების სისტემაში წინა წლების განმავლობაში, ფესვები ფსევდო ლიბერალებს ჰქონდათ გადგმული – მთავარია, წინ გავიხედოთ და მთავარია, ბოლომდე ჩავჭრათ ეს ფესვები

განათლების სისტემა პატრიოტის, ტრადიციული ფასეულობების პატივისცემით გამსჭვალული მოსწავლის აღზრდაზე და შესაბამისი განათლების მიწოდებაზე უნდა იყოს ორიენტირებული – ლაშა ბუღაძის პიესები ვასწავლოთ და ძალიან კარგად დავინახავთ, როგორ განათლებას მიიღებენ მოსწავლეები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, განათლების სისტემაში „ფესვები ფსევდო ლიბერალებს ჰქონდათ გადგმული, რომელიც ბოლომდე უნდა შეიცვალოს“. „განათლების სისტემაში წინა წლების განმავლობაში, […]

ირაკლი კობახიძე – დავით კირთაძის მისვლა ევროკავშირის ოფისში თავისთავად არის გაუგონარი მოვლენა და ეს არის სიძულვილის მხარდაჭერა, რაც ძალიან შემაშფოთებელია

დავით კირთაძის მისვლა ევროკავშირის ოფისში თავისთავად არის გაუგონარი მოვლენა და ეს არის, რა თქმა უნდა, სიძულვილის მხარდაჭერა, რაც ძალიან შემაშფოთებელია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან, ამასთანავე, აღნიშნა, რომ თუ ევროკავშირი საქართველოში რეჟიმის ცვლილებითა და ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებით არის დაინტერესებული, ეს ევროკავშირის ელჩმა უნდა დაადასტუროს. „მე მგონია, თქვენ უნდა დაუსვათ კითხვა ევროკავშირის […]

ირაკლი კობახიძე – IQ-ზე იყო შეკითხვა და ათი თავით სჯობნის მიხეილ ყაველაშვილი, როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მარგველაშვილს და ზოგიერთ სხვა პრეზიდენტს – ეს არის ჩემი პასუხი

IQ-ზე იყო შეკითხვა, ერთი თავით სჯობნის და ათი თავით სჯობნის მიხეილ ყაველაშვილი, მათ შორის ამ კომპონენტში, როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მარგველაშვილს და ზოგიერთ სხვა პრეზიდენტს. ეს არის ჩემი პასუხი, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებდა პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის IQ-ს. ამასთან, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ მიხეილ ყაველაშვილს ანტიდასავლური განცხადება არასდროს გაუკეთებია. […]

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია სრულად არის დეზორიენტირებული – შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიცია უსუსურ და მძიმე მდგომარეობაშია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, რაც „ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას“. „ოპოზიცია სრულად არის დეზორიენტირებული. მძიმე მდგომარეობაში არიან. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისინი საკუთარ მხარდამჭერებს მთელი თვეების განმავლობაში ატყუებდნენ, რომ არჩევნებს იგებდნენ, ატყუებდნენ, რომ ჩვენი მხარდაჭერა იყო 20-30% და […]

ანა დოლიძე – ხალხმა ხმა მოგვცა რეფორმების გასატანად და არა იმიტომ, რომ მკვდარზე „ვენოკივით“ დავსხდეთ პარლამენტში და წერა-კითხვის უცოდინარ ყაველაშვილს თავი დავუხაროთ – რუბიკონი გადალახულია

ხალხმა ხმა მოგვცა იმისთვის, რომ რეფორმები გავიტანოთ და არა იმიტომ, რომ მკვდარზე „ვენოკივით“ დავსხდეთ პარლამენტში და წერა-კითხვის უცოდინარ ყაველაშვილს თავი დავუხაროთ -რუბიკონი გადალახულია, ჩვენ აქ [პარლამენტში] მოვალთ გამარჯვებულები, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, როდესაც „ძლიერმა საქართველომ“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით, ოფიციალურად მიმართა. როგორც ანა დოლიძემ მანდატების გაუქმებაზე […]

დუგინი: ვულოცავთ ირაკლი კობახიძეს – ადამიანს, პოლიტიკოსსა და სპორტსმენს

კრემლის იდეოლოგი და პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი ირაკლი კობახიძეს პრემიერმინისტრად არჩევას ულოცავს. “ვულოცავ, ირაკლი კობახიძეს. ადამიანს, პოლიტიკოსსა და სპორტსმენს”, – წერს პროპაგანდისტი. ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა.

ტედესკოს სავარაუდოდ, დღეს გადააყენებენ

ჟურნალისტს საშა ტავოლიერის ინფორმაციით, დღეს ბელგიის საფეხბურთო ასოციაციაში დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც მთავარი საკითხი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის დომენიკო ტედესკოს გადაყენება იქნება. სავარაუდოდ, 39 წლის სპეციალისტს დაითხოვენ, რადგან ბოლო პერიოდში ბელგიელებმა ძალიან ცუდი შედეგი აჩვენეს და 8 მატჩიდან მხოლოდ ერთში იმარჯვეს. ტედესკომ ბელგიის ნაკრები 2023 წლის თებერვალში ჩაიბარა და გუნდი ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში გაიყვანა.

ისრაელმა გააძლიერა ცენტრალური ღაზის დაბომბვა, დაღუპულია 17 ადამიანი

ისრაელის არმიის თავდასხმებს 28 ნოემბერს ღაზის სექტორში ემსხვერპლა სულ მცირე 17 ადამიანი – აცხადებენ ექიმები იმ ფონზე, როცა გაძლიერდა ღაზის ცენტრის დაბომბვა ისრაელის მხრიდან, ხოლო ისრაელის ტანკები უფრო ღრმად შევიდნენ ანკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ არეალებში. ექიმების თქმით, ექვსი ადამიანი დაიღუპა ორი საჰაერო თავდასხმის შედეგად სახლზე და ბეით-ლაჰიაში მდებარე კამალ ადვანის საავადმყოფოზე ჩრდილოეთ ღაზაში, კიდევ ოთხი […]

მწვანე პარასკევი „აგროსფეროში“ და შეღავათიანი ფასები პრემიუმ ხარისხის ხელსაწყოებზე

მწვანე პარასკევის ფარგლებში, „აგროსფეროს“ ექსკლუზიური ბრენდების სრულ პროდუქციაზე განსაკუთრებული ფასდაკლება ამოქმედდა. აქცია ვრცელდება პრემიუმ ხარისხის ხელსაწყოებზეც, რომელთა ფართო ასორტიმენტშიც მარტივად იპოვით თქვენს საჭიროებებზე მორგებულ პროდუქციას. გაითვალისწინეთ, განსაკუთრებული ფასდაკლებები ამოქმედდა შვეიცარიული ბრენდის Felco-სა და ფრანგული ბრენდის Pellenc-ის ხელსაწყოებზეც. მაგალითად, Pellenc-ის ვენახის ელექტრო სეკატორ C35-ს 1000 ლარი დააკლდება, ხეხილის სასხლავ ელექტრო სეკატორ C45-ს კი 2000 ლარიანი შეღავათით […]

შავი პარასკევი Dressup.ge-ზე

Dressup.ge-ზე შავი პარასკევი უკვე ორი კვირაა დაიწყო და მომხმარებლებისთვის სასიხარულოდ, 29 ნოემბერიც მრავალფეროვანი შეთავაზებებით იქნება დატვირთული. შოპინგის მოყვარულები მშვიდად, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ თავიანთ გარდერობს მსოფლიოს გამორჩეული ბრენდები შემატონ, როგორც „დრესაპ ჯგუფის“ პორტფოლიოში შემავალი ბრენდები: 𝗟𝗲𝘃𝗶’𝘀, 𝗖𝗮𝗹𝘃𝗶𝗻 𝗞𝗹𝗲𝗶𝗻, 𝗟𝗮𝗰𝗼𝘀𝘁𝗲, 𝗧𝗼𝗺𝗺𝘆 𝗛𝗶𝗹𝗳𝗶𝗴𝗲𝗿, 𝗧𝗼𝗺𝗺𝘆 𝗝𝗲𝗮𝗻𝘀, 𝗝𝗮𝗰𝗸 & 𝗝𝗼𝗻𝗲𝘀, ასევე ონლაინ ექსკლუზივები: 𝗩𝗲𝗿𝗼 𝗠𝗼𝗱𝗮, 𝗦𝗲𝗹𝗲𝗰𝘁𝗲𝗱, 𝗗𝗶𝗰𝗸𝗶𝗲𝘀, 𝗔𝗱𝗶𝗱𝗮𝘀, 𝗡𝗶𝗸𝗲, 𝗣𝘂𝗺𝗮, […]