მიხეილ ჯანელიძე საჯარო მოხელეებს – ვიცი, არ გჯერათ, რომ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში შეძლებთ საქართველოს ევროპულ მომავალს და სხვა ეროვნულ ინტერესებს ემსახუროთ – დროა, გადაწყვეტილებები მიიღოთ

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მიმართავს საჯარო მოხელეებს, რომ დროა, გადაწყვეტილებები მიიღონ. “არასდროს მიმიმართავს საჯარო მოხელეებისთვის, ვისთან ერთადაც მრავალი წელი ვიმუშავე და დიდ პატივს ვცემ, თუმცა დღეს მინდა მოგმართოთ: ვიცი, არ გჯერათ, რომ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში შეძლებთ საქართველოს ევროპულ მომავალს და სხვა ეროვნულ ინტერესებს ემსახუროთ. დროა გადაწყვეტილებები მიიღოთ”,- წერს ჯანელიძე „ფეისბუქზე“. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა […]
“ყველა ვეტერანი, ყველა ჯარისკაცი მხოლოდ ქვეყნის და ხალხის სამსახურში” – თავდგირიძე

ყველა ვეტერანი, ყველა ჯარისკაცი მხოლოდ ქვეყნის და ხალხის სამსახურში. ეს ოცნება კონსტიტუციის გარეთ ცხოვრობს, არ აღიარებენ ამ საქართველოს, კანონი არ აინტერესებთ და სხვა რა გზა გვაქვს, ერთი კარგი ჭიტლაყი და საქართველოს გარეთ მოვისროლოთ. ბიძინაც თან გავაყოლოთ. სხვა გზა არ რჩება. პ.ს. რუბლი გაუფასურდა, იუანთან მიმართებაშიც კი, სარანსკში უძრავი ქონება არნახულად გაიაფდა.
“ვერ ვიტყვი, რომ არ ველოდი… კიდევ კარგი ამ დღეს ელჩის სტატუსით არ მოვესწარი” – ყოფილი ელჩი

თუ ვინმესთვის კიდევ არის კითხვის ნიშნები დარჩენილი თუ საით მივდივართ, დიაგნოზი: რეალობის ჯიუტად უარყოფაა. მეტი რაღა უნდა მოხდეს, ან რა ითქვას, ან რა გაკეთდეს, რომ დაიჯეროთ? გუშინ პრეზიდენტობის კანდიდატი თავისი ხედვითა და ალალად გაცხადებული ანტიდასავლური რიტორიკით დღევანდელი ბრიფინგის ანონსი იყო ჩემთვის. კონსტიტუციით განმტკიცებული ევროპული ოცნება გვემსხვრეევა. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ არ ველოდი. პირიქით, პრემიერს ვუსმენდი […]
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტის წინ თვითგამოცხადებული ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაბრაზებული მოქალაქეები იკრიბებიან. შეგახსენებთ, ე.წ. პრემიერმა კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესს წყვეტენ. ამ გამოსვლის შემდეგ, მალევე დაანონსდა საპროტესტო გამოსვლები. მოქალაქეები თვითდინებით პარლამენტის, “ქართული ოცნების” ოფისისა და პრეზიდენტის სასახლესთან იკრიბებიან. გორგასლის ქუჩიდან ადამიანები მიემართებიან რუსთაველის გამზირისკენ. აქციის მონაწილეებს ხალხი ხვდება მანქანების სიგნალებით, ან ტაშით […]
დღეს გვჭირდება გონივრული გადაწყვეტილებები, ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე, მე ვარ ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი – სალომე ზურაბიშვილი

დღეს გვჭირდება გონივრული გადაწყვეტილებები, ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე, მე ვარ ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი – სალომე ზურაბიშვილი ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე, მე ვარ ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ის […]
რა მოხდა ამ დღეებში რუსეთში…

რა მოხდა ამ დღეებში რუსეთში… „გუშინდელმა ცნობამ იმის შესახებ, რომ რუსულმა რუბლმა უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, საქართველოში პრაქტიკულად შეუმჩნევლად ჩაიარა. ბუნებრივია. ყველამ ვიცით, რომ რუბლი ისედაც პროგრესულად უფასურდებოდა და თითქოს რა არის ამ ფაქტში ახალი და მოულოდნელი. სინამდვილეში კი არის. ეს არის ახალი პოლიტიკური კონტექსტი; ისეთი, როგორიც აქამდე არ ყოფილა“ – ამის […]
მექსიკა და კანადა ტრამპს აფრთხილებენ ტარიფები არ გაზარდოს

ოთხშაბათს, 27 ნოემბერს მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ მექსიკა სამაგიეროს გადაუხდის, თუ შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის მიერ გაჟღერებულ წინადადებას განახორციელებს და საერთო 25-პროცენტიან ტარიფს დააწესებს. მექსიკის მთავრობამ გაფრთხილება გაავრცელა, რომ ასეთი ნაბიჯი შეერთებულ შტატებში 400,000 სამუშაო ადგილს გააქრობს და ამერიკელი მომხმარებლებისთვის ფასებს გაზრდის. „თუ იქნება ამერიკული ტარიფები, ტარიფებს მექსიკაც გაზრდის“, განაცხადა […]
მომიტინგეები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ოფისთან იყვნენ შეკრებილები, მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოს ევროპულ მომავლისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. საპროტესტო მსვლელობაზე ისმის შეძახილები: “გამოდით”, რითაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ პროტესტს. მანამდე, აქციის მონაწილეებს პროტესტის ნიშნად გორგასლის ქუჩა ჰქონდათ გადაკეტილი. აქცია გორგასლის ქუჩაზე მას შემდეგ დაანონსდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ […]
პარლამენტთან მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან, პარალელურად აქცია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ოფისთანაც – ასევე, მოქალაქეები იკრიბებიან სხვადასხვა ქალაქში

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, მოქალაქეები იკრიბებიან. საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებენ“. აქცია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც დემონსტრანტები – „მონა, მონას“ სკანდირებენ. საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რეგიონებშიც.
ღალატი და მონობა – ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებაზე ოპოზიცია ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფასებს

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ქვეყნის ღალატად და რუსეთთან მონურ დამოკიდებულებად აფასებენ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებზე. „პარტიები, ხალხი – ვისაც შეუძლია ფეხზე ადგეს და გამოვიდეს ქუჩაში. ან ჩვენ ახლა დავიცავთ სახელმწიფოს ან სახელმწიფო კი არა ამ ქვეყანაში ქართველი აღარ დარჩება. მოუწევს გაქცევა ძალიან ბევრ ადამიანს. მინდა მივმართო ყველას, საჯარო მოხელეებს, საქართველოს […]