“პოლიციელებო, აიღეთ ხელში ის, რაც თქვენი გადასაწყვეტია” – ზურაბიშვილი

მინდა მივმართო პოლიციას, ნამდვილს, ვინც ემსახურება სახელმწიფოს, თქვენ სახელმწიფოს გარეშე არაფერი ხართ და თქვენი მოვალეობაა, მოქალაქეები დაიცვათ და არა მოღალატეები და აიღეთ ხელში ის, რაც თქვენი გადასაწყვეტია. მოგმართავთ ყველას, ვინც სახლში ხართ, ვინც გამოსული ხართ, არ დაკარგოთ იმედი, არავინ გაბედოს და ჩაგიკლათ დღევანდელი პროტესტი. არ შეგუება, არდანებება, წინააღმდეგობა და მე ამის ერთგული ვიქნები ბოლომდე, როგორც […]

მივმართავ ჯარს! – ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი

მივმართავ ჯარს, იმ ჯარს, რომელსაც ყველაზე მეტად გული სტკივა, რომელსაც დღეს არანაირი მოქმედება და არჩევანი არ შუეძლია. ის არის ყველაზე ერთგული ამ ქვეყნის, ის არის, რომელსაც ყველაზე მეტად სტკივა გული, რომ ეს ქვეყანა უბრუნდება რუსეთს. ამ შენობაში გამოფენილია ყველა ჩვენი ეროვნული გმირის პორტრეტი, ეს შევძელი და ვერავინ ჩამოხსნის, როგორც ვერავინ წაგვართმევს დამოუკიდებლობას. მოგმართავთ ყველას, ვინც […]

“ელჩებო, სად ხართ? ვის ემსახურებით? რას ემსახურებით?” – ზურაბიშვილი

მინდა მივმართო ელჩებს, ადრეც მივმართე და მეორედ ვეკითხები, დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით? სადა ხართ? რუსეთს გინდათ ემსახუროთ? ხვალ აქ რუსეთია, თუ არ ამოვიღეთ ხმა. მოგმართავთ ყველას, ვინც სახლში ხართ, ვინც გამოსული ხართ, არ დაკარგოთ იმედი, არავინ გაბედოს და ჩაგიკლათ დღევანდელი პროტესტი. არ შეგუება, არდანებება, წინააღმდეგობა და მე ამის ერთგული ვიქნები ბოლომდე, როგორც […]

“ქართველო ხალხო, ვიცით, რომ არ დანებდებით, შესაბამისად, ჩვენც არ დავნებდებით” – ლანდსბერგისი

“ქართველო ხალხო, თქვენ ხართ ქართველები და მაშასადამე, ხართ ევროპელები. ამას ვერავინ წაგართმევთ. გზა გრძელი და რთულია, მაგრამ ვიცით, რომ არ დანებდებით, შესაბამისად, ჩვენც არ დავნებდებით“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

ზურაბიშვილი: მე ვარ ერთადერთი, ვისაც უფლება აქვს ესაუბროს მსოფლიოს – ამას ვაპირებ

მე აქ მივმართე პოლიტიკურ პარტიებს, რომ ახლა აღარ არის იმის დრო, რომ მე ჩემი აზრი აზრი მაქვს, ჩემი გზა მაქვს, ჩემი ხედვა მაქვს, ჩემი სურვილები მაქვს – ეს ყველაფერი დამთავრდა. დღეს ამ გამოწვევის წინაშე ან ვართ ერთად, ან არ ვიქნებით. ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება და მე ვიქნები ამათთან და თქვენთან ერთად იმდენად, რამდენადაც იქნებიან ერთიანნი, მიიღებენ […]

პრეზიდენტი: არშეგუება, არდანებება, წინააღმდეგობა – მე ამის ერთგული ვიქნები

ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე “ქართული ოცნების” უარის შემდეგ და ამის პასუხად, საქართველოს ქალაქებში დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების თანდასწრებით ბრიფინგი გამართა. სალომე ზურაბიშვილმა, სიტყვით გამოსვლისას მიმართა საზოგადოებას, რომ არ დაკარგონ იმედი და არ ჩაიკლან პროტესტის გრძნობა. “მოგმართავთ ყველას, ვინც სახლში ხართ, ვინც გამოსული ხართ: არ დაკარგოთ იმედი, არავინ […]

მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირი, სადაც აქცია მიმდინარეობს, გადაიკეტა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 […]

საბა ბუაძე – სახეზე რუსული ძალის მიერ კონსტიტუციური გადატრიალებაა – წინააღმდეგობა, პროტესტი და ერთიანობა არის თითოეული ჩვენგანის მოვალეობა – არ გავატანოთ ეს ქვეყანა რუსეთს

სახეზე რუსული ძალის მიერ კონსტიტუციური გადატრიალებაა – წინააღმდეგობა, პროტესტი და ერთიანობა არის თითოეული ჩვენგანის მოვალეობა – ყველას ვთხოვ, საკუთარი სინდისის კარნახით იმოქმედოს და არ გავატანოთ ეს ქვეყანა რუსეთს, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა, საბა ბუაძემ ჟურნალისტებს ორბელიანების სასახლეში განუცხადა. როგორც ბუაძემ აღნიშნა, “ახლა იტესტება, რამდენად შეგვიძლია ბრძოლა ევროპული მომავლისთვის. “სახეზე რუსული ძალის […]

მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირი, სადაც აქცია მიმდინარეობს, გადაიკეტა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 […]

ბათუმში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს – მომიტინგეებმა ჭავჭავაძის, ბარათაშვილისა და წერეთლის ქუჩები გადაკეტეს

“გამოდით” – ამ შეძახილებით ბათუმში მოქალაქეები ქუჩებში მსვლელობას აწყობენ. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს არ დათმობენ. “გამოდით და შემოგვიერთდით, ჩვენ ბევრნი ვართ, ჩვენი წინაპრების მონაპოვარს არ დავთმობთ. ხელისუფლებამ არჩევნები თავზე გადაგვახია, ახლა გამოგვიცხადა, რომ ევროპისკენ არ მიდიან. ჩაკეტეს ყველა გზა ამ რუსებმა”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. ბათუმში აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად, ჭავჭავაძის, ბარათაშვილისა და […]