ლონდონში სავარაუდო ჯაშუშური ჯგუფის ლიდერმა აღიარა რუსეთზე მუშაობა

ბულგარეთის ორმა მოქალაქემ ლონდონში სასამართლო პროცესის დროს აღიარა რუსეთის ჯაშუშობა. ერთ-ერთი მათგანი, 46 წლის ორლინ რუსევი, პროკურატურის ცნობით, მოსკოვში მომუშავე ჯაშუშების ჯგუფს ხელმძღვანელობდა. სავარაუდოდ, მან დავალებები მიიღო ავსტრიელ ბიზნესმენ იან მარსალეკისგან, რომელიც რუსეთში გაიქცა. 2023 წელს ინგლისში ხუთი ბულგარელი დააკავეს. ბრიტანეთის გამოძიებამ განაცხადა, რომ ისინი მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ მინიმუმ 3 წლის განმავლობაში. მოგვიანებით, იმავე საქმეზე […]
„ვიცით, რომ არ დანებდებით“ – ლანდსბერგისი ქართველ ხალხს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. „თქვენ ხართ ქართველები და შესაბამისად, ევროპელები. ამას ვერავინ წაგართმევთ. მოგზაურობა რთული და გრძელია, მაგრამ ვიცით რომ არ დანებდებით, და არც ჩვენ ჩავიქნევთ თქვენზე ხელს“, – ამბობს იგი.
“დღეს მივმართავ საჯარო მოხელეებს, ვისთან ერთადაც მრავალი წელი ვიმუშავე” – პაპუნა ჯანელიძე

“არასდროს მიმიმართავს საჯარო მოხელეებისთვის, ვისთან ერთადაც მრავალი წელი ვიმუშავე და დიდ პატივს ვცემ, თუმცა დღეს მინდა მოგმართოთ: ვიცი, არ გჯერათ, რომ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში შეძლებთ საქართველოს ევროპულ მომავალს და სხვა ეროვნულ ინტერესებს ემსახუროთ. დროა გადაწყვეტილებები მიიღოთ.”
“ამოლპებით ციხეებში! ევროპაც ჩახსნილია! ვერავინ გიშველით!” – მოროშკინა ქუჩაში გამოსულ ხალხს

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა: ესეიგი ქალაქი უნდა გადაწვათ არა??? აბა გაბედეთ! ხელები შორს ჩვენი პოლიციელებისგან!!!!! ხელები შორს სამშლობოსგან!!! გაფრთხილებთ!!! ამოლპებით ციხეებში! ვერავინ ვეღარ გიშველით, ევროპაც ჩახსნილია! ცნობისთვის, დღეს საღამოს, მოქალაქეები შეიკრიბნენ სამ ლოკაციაზე დედაქალაქში, ოცნების ოფისთან, პარლამენტთან, პრეზიდენტის სასახლესთან, სამივე ლოკაციაზე იდგნენ მშვიდობიანად, მოქალაქეები ქუჩებში ესალმებიან სიგნალებით, ფანჯრებიდან შეძახილებით და ტაშით. აქციებია ქუთაისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში. […]
თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება

თბილისში და საქართველოს კიდევ ოთხ ქალაქში მოქალაქეები ქუჩაში აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება. თბილისში, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. პარალელურად, დემონსტრანტების ნაწილი აქციას მართავდა მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მთავარი ოფისის წინ. ისინი მსვლელობით უერთდებიან პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს. პარალელურად, აქციები იმართება გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. მოქალაქეთა ნაწილი სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან […]
ოთხი პუნქტიდან რომელია ევროპაზე უარის თქმა, კონკრეტულად რომელ პუნქტს აპროტესტებენ, ის მაინც გვითხრან, ვუპასუხებდით რამე კონკრეტულს – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადება ოთხ მთავარ პუნქტს მოიცავს. როგორც მამუკა მდინარაძე განმარტავს, გრძელდება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირის წევრობისთვის იქნება მზად. „ჩვენი განცხადება, სამომავლო გეგმის თვალსაზრისით, ოთხ მთავარ პუნქტს მოიცავს: 1. ვაგრძელებთ ასოცირების […]
მიხეილ ჯანელიძე საჯარო მოხელეებს – ვიცი, არ გჯერათ, რომ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში შეძლებთ საქართველოს ევროპულ მომავალს და სხვა ეროვნულ ინტერესებს ემსახუროთ – დროა, გადაწყვეტილებები მიიღოთ

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მიმართავს საჯარო მოხელეებს, რომ დროა, გადაწყვეტილებები მიიღონ. “არასდროს მიმიმართავს საჯარო მოხელეებისთვის, ვისთან ერთადაც მრავალი წელი ვიმუშავე და დიდ პატივს ვცემ, თუმცა დღეს მინდა მოგმართოთ: ვიცი, არ გჯერათ, რომ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში შეძლებთ საქართველოს ევროპულ მომავალს და სხვა ეროვნულ ინტერესებს ემსახუროთ. დროა გადაწყვეტილებები მიიღოთ”,- წერს ჯანელიძე „ფეისბუქზე“. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა […]
დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან, რკინის ჯებირზე ხელებს აბრახუნებს და ამ ფორმით გამოხატავს პროტესტს

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დემონსტრანტები პარლამენტის გარშემო აღმართულ რკინის ჯებირზე აბრახუნებენ. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები საკუთარ პროტესტს ასე გამოხატავენ. აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა,რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის […]
მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ ზუგდიდშიც – ადგილზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

ზუგდიდში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციულ შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ მიერ წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „რუსებო, რუსებო“. ადგილზე არიან სამართალდამცავები, რომლებიც შენობაში შესასვლელებს იცავენ და ცდილობენ, გაიყვანონ ტერიტორიიდან პროტესტის მონაწილეები. „ ჩვენ ვერ დავთმობთ ჩვენს ქვეყანას, არ დავუშვებთ საბოლოოდ ხელისუფლების მიერ ევროკავშირზე უარის […]
მამუკა მდინარაძე – ჩვენი განცხადება, სამომავლო გეგმის თვალსაზრისით, 4 მთავარ პუნქტს მოიცავს – რომელია აქედან ევროპაზე უარის თქმა, კონკრეტულად რომელ პუნქტს აპროტესტებენ, ის მაინც გვითხრან, ვუპასუხებდით

ჩვენი განცხადება, სამომავლო გეგმის თვასალზრისით, 4 მთავარ პუნქტს მოიცავს , – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი. მდინარაძემ “ფეისბუკის” პირად გვერდზე ის პუნქტები ჩამოთვალა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ქვეყანას მოამზადებს. “ჩვენი განცხადება, სამომავლო გეგმის თვალსაზრისით, 4 მთავარ პუნქტს მოიცავს: · ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულებას და 2028 წლისთვის შესრულებული გვექნება […]