ქუთაისში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მერიასთან გადაინაცვლეს – აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “მონებო”, “რუსებო”

ქუთაისში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მერიასთან გადაინაცვლეს. “მონებო”, “რუსებო” – სკანდირებენ შეკრებილები ხელისუფლების მისამართით. ისინი მოქალაქეებს აჯანყებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, პროტესტი არ შეწყდება და გაცილებით მეტი ადამიანი შეუერთდება. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა “ქართული ოცნების” ოფისიდან დაიწყეს და გეგმავენ მსვლელობით სხვადასხვა ქუჩა მოიარონ.

მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს თელავშიც

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს თელავშიც. მოქალაქეები ქალაქის მერიასთან შეიკრიბნენ. სამოქალაქო აქტივისტები მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. “ვაპროტესტებთ „ქართული ოცნების“ გაცხადებულ აღიარებას, რომ ევროკავშირი აღარ არის ჩვენი ორიენტირი და ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ჩვენ არ გვინდა ასეთი ხელისუფლება და მათ მართულ ქვეყანაში […]

ზურაბიშვილი: “არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა”

საქართველოს პრემიერ-მინისტ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აჩერებს, საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. თბილისში, დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, პრეზიდენტმა პრეს-კონფერენცია მოიწვია და “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ის შეხვდა უცხოელ დიპლომატებს და მათთან ერთად სწორედ ქვეყანაში არსებულi სიტუაცია განიხილა. “დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი […]

ამერიკა მადლიერების დღეს ზეიმობს

ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღეს, მადლიერების დღეს ზეიმობს. მადლიერების დღე ამერიკაში ოჯახური დღესასწაულია. ამ დროს ოჯახის წევრები და მეგობრები ერთად იკრიბებიან, ტრადიციულ ვახშამს ამზადებენ, რაც ინდაურის შეწვას გულისხმობს. ამასთან, ეს დღესასწაული, წლის განმავლობაში, მოზგაურობის მხრივ ყველაზე დატვირთულია, რადგან ამერიკელები ცდილობენ, ეს დღე სხვადასხვა შტატში მცხოვრებ ოჯახებთან და ახლობლებთან ერთად გაატარონ. მადლიერების დღეს, ქალაქ […]

„დროა გადაწყვეტილებები მიიღოთ“ – საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საჯარო მოხელეებს მიმართავს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მიმართავს საჯარო მოხელეებს, რომ დროა, გადაწყვეტილებები მიიღონ. “არასდროს მიმიმართავს საჯარო მოხელეებისთვის, ვისთან ერთადაც მრავალი წელი ვიმუშავე და დიდ პატივს ვცემ, თუმცა დღეს მინდა მოგმართოთ: ვიცი, არ გჯერათ, რომ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში შეძლებთ საქართველოს ევროპულ მომავალს და სხვა ეროვნულ ინტერესებს ემსახუროთ. დროა გადაწყვეტილებები მიიღოთ”,- წერს ჯანელიძე „ფეისბუქზე“. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა […]

,, ფეხებზე გვკიდია თქვენი ბურთის გორაობაც, სიმღერაც, ხატვაც, ცეკვაც და ცურვაც, თუ ახლა არ დადგებით სწორ მხარეს” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი: ,,ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, ვინც ახლა ამ რუსების გაგდებაში არ მიიღებს მონაწილეობას ხელს მოაწერს საკუთარ სოციალურ სიკვდილს ამ ქვეყანაში. ფეხებზე გვკიდია თქვენი ბურთის გორაობაც, სიმღერაც, ხატვაც, ცეკვაც და ცურვაც, თუ ახლა არ დადგებით სწორ მხარეს.”

ახლა, დღესვე არის ბოლო შანსი რომ მოხდეს შემდეგი – სამოქმედო 7 პუნქტი ბექა კონახიძისგან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე: ახლა, დღესვე არის ბოლო შანსი რომ მოხდეს შემდეგი: 1. ოთხივე პარტიის ლიდერი (მხოლოდ ლიდერი, თანმხლებების გარეშე) შეიკრიბოს პრეზიდენტის სასახლეში და განაცხადოს, რომ ქმნიან გადაწყვეტილებების მიმღებ მცირე საბჭოს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უბრალო უმრავლესობით კენჭისყრაზე მიიღებს კრიზისის მართვისთვის აუცილებელ გადაწყვეტილებებს; 2. საქართველოს პრეზიდენტმა ქუჩაში შეკრებილ […]

“ყოფის დღე უნდა ეტიროთ ამ მართლა უსამშობლო მანქურთებს” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი: ცხრაჯერ დავწერე, ცხრაჯერ წავშალე, ცხრაჯერ დავიწყე თავიდან და ბოლოს მაინც იმ დასკვნამდე მივედი, რომ რბილად რომ ვთქვა, ყოფის დღე უნდა ეტიროთ ამ მართლა უსამშობლო მანქურთებს. დაიმსახურეს სრულად. პრინციპში სამშობლოს ღალატი სხვას კი არაფერს ჰქვია.

,, რომელია აქედან ევროპაზე უარის თქმა და კონკრეტულად რომელ პუნქტს აპროტესტებენ, ის მაინც გვითხრან” – მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს: ,, ჩვენი განცხადება, სამომავლო გეგმის თვასაზრისით, 4 მთავარ პუნქტს მოიცავს: 1. ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულებას და 2028 წლისთვის შესრულებული გვექნება 90%-ზე მეტი. 2. 2030 წლისთვის საქართველო, კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის. 3. 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან დღისწესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, […]

,,დასანქცირებული საქართველო არც რუსეთს სჭირდება და არც ჩინეთს. ამიტომ, ვერ ვხედავ პესიმიზმის ან ფუჭი აღელვების მიზეზს” – მამუკა გამყრელიძე

ყოფილი დიპლომატი, მამუკა გამყრელიძე: ზოგიერთები ვერ ხვდებიან და მინდა ავხსნა მათთვის. საქართველო დასავლეთის ფინანსური დახმარების გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს. თუ დასავლეთი დახმარების შეწყვეტას დაუმატებს სერიოზულ საფინანსო კონტროლს, რომ საქართველოს მოუჭრას ყველა გზა დაეხმაროს რუსებს ფულის გათეთრებაში (მაგალითად ყირგიზეთში ავტომობილების რეექსპორტი მათი შემდგომი გადაყიდვით რუსეთში არის რუსული ფულის გათეთრება) მერწმუნეთ ეს მთავრობა ძალიან მალე ჩამოიშლება. საქართველო […]