გორში საპროტესტო აქციაა მთავრობის გადაწყვეტილების პასუხად შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება

გორში ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება. დემონსტრანტები მოედანზე საქართველოს და ევროკავშირის დროშებით გამოვიდნენ და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, აქციას შეუერთდნენ გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მცხოვრებლებიც. იქ მივიდა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის მიერ, კირბალში მოკლული თამაზ გინტურის ძმა, გივი გინტურიც. მისი თქმით “ქართულმა ოცნებამ”, […]
ნიკა გვარამია – პრეზიდენტის მიერ ოპოზიციური პარტიების მოწვევა და ერთიანობაზე საუბარი აბსოლუტურად სწორი და დროულია – სამშობლოს ბედი წყდება და ამ ბედს ყველა ერთად, დარწმუნებული ვარ, გადავწყვეტთ

პრეზიდენტის მიერ ოპოზიციური პარტიების მოწვევა და ერთიანობაზე საუბარი აბსოლუტურად სწორი და დროულია – სამშობლოს ბედი წყდება და ამ ბედს ყველა ერთად, დარწმუნებული ვარ, გადავწყვეტთ,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, “ამ ქვეყანას აქვს თავისი არჩევანი, თავისი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება არის გზა ევროპისკენ”. “კობახიძეს ჯერ […]
მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს შეუერთდნენ

„ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ. დემონსტრანტები მათ მისვლას ტაშითა და შეძახილებით შეხვდნენ. პარალელურად, აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის გარშემო არსებულ რკინის ჯებირებზე აბრახუნებენ და საკუთარ პროტესტს ასე გამოხატავენ. აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის […]
“სოციალ-დემოკრატები“ – ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს , – ამის შესახებ ევროპარლამენტში სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფი, “სოციალ-დემოკრატები” X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “დღეს ჩვენ მხარს ვუჭერთ რეზოლუციას, რომელიც საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ველით ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და დემოკრატიული არჩევნების უმაღლესი სტანდარტების პატივისცემას. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს,” – ამის შესახებ ევროპარლამენტის სიდიდით მეორე პოლიტიკური […]
ნათია მეზვრიშვილი – წინააღმდეგობა ყველა შესაძლო ფორმით! – პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული საკითხების ირგვლივ გვაქვს სრული მზაობა, სრული ერთიანობაა ჩვენი გუნდის მხრიდან, ყველა პროცესში ვიქნებით

როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის ევროინტეგრაციას, კონსტიტუციური წესრიგის მოშლას და ამ ღალატის აქტს, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის ზეპარტიული საკითხი, რომელ საკითხზეც ყველას შეგვიძლია ველაპარაკოთ, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მეზვრიშვილის თქმით, ყველა პროცესში მისი გუნდი სრულად იქნება ჩართული. “ძალიან […]
ბათუმში მოქალაქეები მსვლელობით მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ

ბათუმში აქცია-მსვლელობის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს, სადაც მოქალაქეთა ნაწილი და პოლიტიკოსების საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილების თქმით, საქართველოს მთავრობა არ ჰყავს, ხელისუფლებას კი რუსეთი მართავს. “აქ უნდა გავათენოთ, პოლიცია კონსტიტუციის ჩარჩოდან გასულია, მათ გაჰყვა მთავრობაც, რომელიც რუსულია. ყველას შეგვიძლია სადღაც წასვლა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა აქ არის. აქ რუსი თავისი ფორმით არ შემოვა, რუსი აქ არის, […]
(ვიდეო) – პრემიერის და ოცნების გუნდის ქეიფი აქციების პარალელურად

“პირველების” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ლიდერების ნაწილი რესტორან “კაკლებში” არიან შეკრებილები. ადგილზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის შემდეგ, ივანიშვილის გუნდი პრივატული წვეულებას მართავს. რესტორანი სხვა პირებისთვის დაკეტილია – ადგილი სამთავრობო ავტომობილის სადგომად არის ქცეული. კადრებში ჩანს, რომ რესტორნიდან, ქართული ოცნების წევრები, გარეთ მდგომ ჟურნალისტებს, ვიდეოებს უღებენ. მალევე, რესტორანი დატოვა ირაკლი კობახიძე, რომელმაც არ უპასუხა კითხვას, რას აღნიშნავდა. […]
,,ყველა უკანონო ქმედებაზე იქნება სათანადო რეაგირება!“ – თამთა მეგრელიშვილი

,,ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი: ,,ყველა უკანონო ქმედებაზე იქნება სათანადო რეაგირება! ვერავინ შეეხება პოლიციელებს და სხვა სამართალდამცავთ! გონს მოეგეთ და ნუ იყენებთ ხალხს იარაღად! ნამდვილი ევროპელობა ღირსების შეგრძნებით განვითარებაზე ორიენტირებული ნაბიჯებია და არა მონობა რომელსაც ჩვენგან ითხოვენ! სწორედ ამიტომ ვირჩევთ ღირსეული ნაბიჯებით გზას ევროპამდე! სწორედ ამიტომ არ გვინდა სერვილიზმში ჩაძინებული საქართველო და გადმოგდებული ფინანსური დახმარების […]
“ოთხივე პარტია ვიქნებით ერთად” – გვარამია

კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია: ოთხივე პარტია ვიქნებით ერთად. და არა იმიტომ, რომ ერთმანეთი მოგვწონს. და არა იმიტომ, რომ ერთმანეთს ყველაფერში ვეთანხმებით. და არა იმიტომ, რომ ერთმანეთის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია მომავალი. არა. მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლო გვაქვს ერთი და ახლა ის უნდა გადავარჩინოთ.
საპროტესტო აქცია თელავშიც იმართება

სამოქალაქო პროტესტი თელავშიც დაიწყო. მოქალაქეები ამ წუთებში მერიის შენობასთან საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით იკრიბებიან და “ოცნების” თვითგამოცხადებული ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ, ქვეყანაში საპროტესტო ტალღის დაწყება მოჰყვა. მოქალაქეები თვითდინებით გამოდიან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისისა და გორის ქუჩებში.