,,მიწა გეწვოდეთ ფეხებქვეშ, ქოცებო!“ – ქეთევან ენუქიძე

,,შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე: ,,მიწა გეწვოდეთ ფეხებქვეშ, ქოცებო! მაგ დაწყევლილი შენობის ფუნდამენტში რუსეთის ჯარის მიერ დახოცილი ბიჭები წვანან! იმ რუსეთის მიერ, რომელსაც ღვინო უნდა მიჰყიდოთ! ტფუი თქვენ და თქვენს ნაშიერს! მიწა გეწვოდეთ! თქვენი ხსოვნა უნდა მოიხნას ამ ქვეყანაში და მარილი დაეყაროს! მიწა გეწვოდეთ!“

,,აი ახლა არის შანსი რო ოპოზიციამ თავის არსებობა გაამართლოს“ – ლუკა ნაჭყებია

შეფ მზარეული ლუკა ნაჭყებია: ,,აი ახლა არის შანსი რო ოპოზიციამ თავის არსებობა გაამართლოს. ახლა, ან ეს გემი თქვენ გარეშე გავა ევროპისკენ..”

შსს – შეკრებილთა ნაწილი, სამართალდამცველებს უპირისპირდება – აქციის წევრების მხრიდან პოლიციის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად, დაშავდა შსს-ს თანამშრომელი

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის წევრებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი. შსს განცხადებაში აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციის წევრების მხრიდან პოლიციის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად, დაშავდა შსს-ს თანამშრომელი. „შინაგან საქმეთა […]

ზურაბიშვილი რობოკოპებს: რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? თქვენს პრეზიდენტს არ პასუხობთ?

თქვენი მოვალეობაა, დაიცვათ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, დაიცვათ მოქალაქეები. თქვენი მოვალეობა არ არის, რომ დაშალოთ ხალხი. რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ? მაინტერესებს პასუხი. თქვენს პრეზიდენტს არ პასუხობთ? თქვენს მომავალზე არ ფიქრობთ ხო? არც ქვეყნის, არც შვილების? არც თქვენს წინაპრებზე?

თავისუფლების მოედანზე ე.წ. რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანები დააყენეს

თავისუფლების მოედანზე ე.წ. რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანები დააყენეს. ამ მომენტისთვის რუსთაველის გამზირიდან მოქალაქეების ნაკადი თავისუფლების მოედნისკენ მიემართება. მათ წინ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუძღვოდა. ე.წ. რობოკოპებთან მისვლის შემდეგ სალოლმე ზურაბიშვილმა მათ მიმართა. “არ პასუხობთ თქვენს პრეზიდენტს?!” – მიმართა მან. რამდენიმე საათით ადრე სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელებს, როგორც მან უწოდა ნამდვილ პოლიციელებს მიმართა, ხალხის გვერდით დამდგარიყვნენ.

პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე, “რობოკოპები” და წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდნენ

პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე, “რობოკოპები” და წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცველების უკან განლაგდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „მონებო“, „რუსებო“, „წადი“. პარალელურად, ჭიჭინაძის ქუჩაზე დაძაბულობაა. ერთმანეთს სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. ამასთან, თავისუფლების მოედანზე, კერძოდ კი, საკრებულოსთან, წყლის ჭავლის ოთხი მანქანაა განლაგებული. ასევე, რამდენიმე მიკროავტობუსით განლაგებული არიან საპოლიციო ძალები.

პრეზიდენტი საპროტესტო აქციაზე – მე ვარ აქ, ხალხთან ერთად და ვიქნები – იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, ვიდრე არ მივიღებთ ახალ არჩევნებს – არ უნდა დავნებდეთ

მე ვარ აქ, ამ ხალხთან ერთად, ვიქნები, სადაც შევძლებ, ყოველთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მისვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ახლა იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება. “დღეს უკვე ყველაფერი ვუთხარი საზოგადოებას, ყველას მოვუწოდე, ვინც უნდა შემოგვიერთდეს. მე ვარ აქ, ამ ხალხთან ერთად, ვიქნები სადაც […]

პრეზიდენტი სპეცრაზმს – თქვენი მოვალეობაა, დაიცავთ სახელმწიფოებრიობა, მოქალაქეები – რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს, ფიცი ვის წინაშე დადეთ?!

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმთან მივიდა. მთავარსარდალმა სპეცრაზმელებს მიმართა. „თქვენი მოვალეობაა, რომ დაიცავთ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, დაიცვათ მოქალაქეები. თქვენი მოვალეობა არაა, რომ ხალხი დაშალოთ. რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ? მაინტერესებს პასუხი, თქვენს პრეზიდენტს არ პასუხობთ? თქვენს მომავალზე არ ფიქრობთ ხომ? არც თქვენი შვილების? არც თქვენ წინაპრებზე?, – მიმართა პრეზიდენტმა […]

მიქაუტაძის დუბლი – “ლიონმა” ევროპა ლიგაზე გაიმარჯვა [VIDEO]

ევროპა ლიგის მეხუთე ტურში „ლიონმა“ გასვლაზე „ყარაბაღი“ 4:1 დაამარცხა. „ოლიმპიკის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მეორედ მოხვდა ტურნირზე ძირითად შემადგენლობაში და დუბლი შეასრულა. ეს ევროტურნირებზე მისი პირველი გოლებია. ქართველმა პირველად ითამაშა „ლიონში“ შეუცვლელად, ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა (whoscored 9.2, sofascore 8.8, flashscore 8.3) და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. „ოლიმპიკს“ 10 ქულა აქვს და ტურნირზე მომდევნო […]

სალომე ზურაბიშვილი სპეცრაზმის პირისპირ: ,,რატომ არ პასუხობთ თქვენს პრეზიდენტს?”

სალომე ზურაბიშვილი თავუსუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმთან მივიდა და მის წევრებს სათითაოდ ეკითხებოდა: ,,ვის ემსახურებით? რატომ არ პასუხობთ თქვენს პრეზიდენტს?” ,,არ ფიქრობთ თქვენს მომავალზე? შვილებზე, წინაპრებზე?” ,,თქვენი მოვალეობა არ არის, დაშალოთ ხალხი…” ,,რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ვის წინაშე დადეთ ფიცი?”