შსს: აქციაზე ერთი პოლიციელი დაშავდა, მოგიწოდებთ, თავი შეიკავეთ ძალადობისგან

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით და ერთი პოლიციელის დაშავებაზე საუბრობს. შსს აცხადებს, რომ პოლიციის მოწოდების მიუხედავად, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში და „არ გასცდნენ შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, შეკრებილთა ნაწილი სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს“. სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეთაგან „სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად დაშავდა შსს-ის ერთი თანამშრომელი, […]
პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდნენ

პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე, სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცველების უკან განლაგდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „მონებო“, „რუსებო“, „წადი“. პარალელურად, ჭიჭინაძის ქუჩაზე დაძაბულობაა. ერთმანეთს სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. ამასთან, თავისუფლების მოედანზე, კერძოდ კი, საკრებულოსთან, წყლის ჭავლის ოთხი მანქანაა განლაგებული. ასევე, რამდენიმე მიკროავტობუსით განლაგებული არიან საპოლიციო ძალები.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციებზე არ ჩაერიოს შეკრების თავისუფლების განხორციელებაში, ხოლო აქციის მონაწილეებს განაგრძონ პროტესტი მშვიდობიანად

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებზე შეკრების თავისუფლების განხორციელებაში არ ჩაერიოს. როგორც იოსელიანი აღნიშნავს, ამ მომენტამდე აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებს და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. „საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ამ დროისთვის […]
მეუფე ზენონი პატრიარქს – გთხოვთ, წინ აღუდგეთ ქართველი ერის დაპატიმრების, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების, კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას

გთხოვთ წინ აღუდგეთ ქართველი ერის დაპატიმრების, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების, კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას, – ამის შესახებ მეუფე ზენონი სოციალურ ქსელში პატრიარქს ილია მეორეს საჯაროდ მიმართავს. ზენონ იარაჯული პატრიარქს “ფეისბუკ” პოსტით სთხოვს, სამშობლოს საუკუნის ღალატს წინ აღუდგეს საპატრიარქო. “თქვენო უწმინდესობავ, მოგმართავთ, გთხოვთ წინ აღუდგეთ ქართველი ერის დაპატიმრების, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების, კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას. გამოუცხადეთ მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოს […]
საგარეოს 44 თანამშრომელი ევროკავშირზე მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ დღევანდელი განცხადება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს არ შეესაბამება. “ჩვენი, როგორც დიპლომატების უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია მიმართავდა სრულ ძალისხმევას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად, რაც ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანია. დღევანდელი განცხადება, 2028 […]
საგარეო უწყების 40-ზე მეტი თანამშრომელი „ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. „ჩვენი, როგორც დიპლომატების უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია მიმართავდა სრულ ძალისხმევას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად, […]
,, შვილს, რომელსაც ველოდები, არაფრით დავუტოვებ საქართველოს, რომელიც რუსეთის იქნება” – გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე: ,,მე ის ვიცი, რომ შვილს, რომელსაც ველოდები, არაფრით დავუტოვებ საქართველოს, რომელიც რუსეთის იქნება და ისიც, რომ ამისთვის ყველაფერი გამიკეთებია და სამომავლოდაც ყველაფერს ვიზამ.”
რომელ ქვეყნებს ტოვებენ და სად მიდიან ყველაზე მდიდრები საცხოვრებლად?

Henley & Partners-ის ბოლო კვლევების თანახმად, სუპერმდიდრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით საცხოვრებლად სხვა ქალაქებს ირჩევენ. ამაში მათ მრავალი ფაქტორი ეხმარებათ. მათ შორის „ოქროს ვიზები“ და სხვა შეთავაზებები. Henley & Partners-მა სიმდიდრის მიგრაციის 2024 წლის ანგარიში მოამზადა. წარმოგიდგენთ მსოფლიო ელიტის 10 საინტერესო მიმართულებას ანგარიშის მიხედვით: იაპონია – დამატებით 400 მილიონერი მოხსენებაში ნათქვამია, რომ ტოკიოში COVID-19 პანდემიის შემდეგ […]
რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ? – საქართველოს პრეზიდენტი სპეცრაზმს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმთან მივიდა. მთავარსარდალმა სპეცრაზმელებს მიმართა. „თქვენი მოვალეობაა, რომ დაიცავთ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, დაიცვათ მოქალაქეები. თქვენი მოვალეობა არაა, რომ ხალხი დაშალოთ. რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ? მაინტერესებს პასუხი, თქვენს პრეზიდენტს არ პასუხობთ? თქვენს მომავალზე არ ფიქრობთ ხომ? არც თქვენი შვილების? არც თქვენ წინაპრებზე?, – მიმართა პრეზიდენტმა […]
ზელენსკი აცხადებს, რომ “ორეშნიკის” გამოყენების მუქარით პუტინი ცდილობს ჩაშალოს ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ კიევში “გადაწყვეტილების ცენტრების” ბალისტიკური რაკეტა “ორეშნიკით” დაბომბვის შესახებ ასტანიდან გაჟღერებული მუქარით, ვლადიმირ პუტინი ცდილობს ჩაშალოს ომის დასრულებისკენ მიმართული დონალდ ტრამპის ძალისხმევა. “მას არ სჭირდება ამ ომის დასრულება. უფრო მეტიც, პუტინს სურს ხელი შეუშალოს სხვებს ამ ომის დასრულებაში. “ორეშნიკის” ჟღარუნით პუტინს ესკალაცია სურს… რათა პრეზიდენტმა ტრამპს ხელი მოეცაროს და ინაუგურაციის […]