საია: პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო, არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთან განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს. საია-ში ამბობენ, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების სტანდარტების დარღვევის შესახებ, მათ შორის, წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში შესხმისა, და, ორი სპეციალური საშუალების, წყლის ჭავლისა და ქიმიური გამღიზიანებლების შერევის შესახებ. საია-ში აღნიშნავენ, რომ 2024 წლის 21 […]
აქციის დაშლისას ჟურნალისტები და ოპერატორები დაშავდნენ, ხელს უშლიან მუშაობაში

· მარიამ ნიკურაძე, OC Media-ს რეპორტიორი და ფოტოჟურნალისტი – მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის დახმარება დასჭირდა; მისი თქმით, მას წყლის ჭავლი პირდაპირ მოხვდა, მიწაზე დავარდა და კამერა დაუზიანდა. · ტვ პირველის ცნობით, დაშავდა ტელეკომპანიის ჟურნალისტი ანა მდივანი; ტელეკომპანიის ცნობით, მას სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი, რის შემდეგაც სპაზმური შეტევა ჰქონდა. · „ფორმულის“ ცნობით, ტვ პირველის ოპერატორს […]
„ახლა უნდა ვიაროთ ძალიან სწორად“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

„ახლა უნდა ვიაროთ ძალიან სწორად“ – თამარ ჩერგოლეიშვილი „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი: „მეგობრებო,
წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი სახეში შემესხა – მასში გარეულია [სხვა ნივთიერება]… დამწვრობა მაქვს ყველგან, სადაც მომხვდა ეს სითხე” – აქციაზე TV პირველის ჟურნალისტი, ანა მდივანი დაშავდა

წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი სახეში შემესხა – მასში გარეულია [სხვა ნივთიერება]… დამწვრობა მაქვს ყველგან, სადაც მომხვდა ეს სითხე” – აქციაზე TV პირველის ჟურნალისტი, ანა მდივანი დაშავდა რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევის დროს დაშავდა “TVპირველი”-ს ჟურნალისტი ანა მდივანი. “ვიყავით ქაშვეთთან, ვაშუქებდით მოვლენებს, რა დროსაც წყლის ჭავლის მანქანა წამოვიდა ჩვენკენ და მთლიანად სახეში შეისხა. 20 წუთია სასწრაფო დახმარების […]
საია – პროტესტის დარბევა კვლავ, ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს – მოვუწოდებთ შსს-ს, გაასაჯაროოს თუ რა საშუალებებს იყენებს

მოვუწოდებთ, შსს-ს, რომ სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე, გაასაჯაროოს თუ რა საშუალებებს იყენებს, რათა დაზარალებულ ადამიანებთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალს ჰქონდეს ჯეროვნად რეაგირების შესაძლებლობა, – ამ განცხადებით მიმართავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ძალოვან უწყებას, რომლის დანაყოფებიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის გამო არიან განლაგებული და პერიოდულად დაშლის ღონისძიებებს მიმართავენ. როგორც საია მიმართვაში წერს, წყლის ჭავლი არის ცივი, რაც გარეთ […]
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ქუჩები მომიტინგეებისგან სრულად გაათავისუფლა – დემონსტრანტებმა „ცისფერი გალერეის“ მიმდებარედ ნაგვის ურნებით ბარიკადები აღმართეს და ცეცხლი წაუკიდეს

რუსთაველის გამზირი, კერძოდ კი, პარლამენტის, როგორც წინა ტერიტორია, ისე გვერდითა ქუჩები მომიტინგეებისგან სრულად გაათავისუფლეს. წყლის ჭავლი გამოიყენეს როგორც რუსთაველის გამზირზე, ასევე ჭიჭინაძის ქუჩაზე. სპეცრაზმელები პერიოდულად სხვადასხვა სპეციალურ საშუალებებს იყენებდნენ. ამ წუთებში, აქციის მონაწილეებმა „ცისფერი გალერიის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგვის ურნებისგან ბარიკადები აღმართეს. რამდენიმე წუთში კი დემონსტრანტებმა ურნების დაწვა დაიწყეს. მომიტინგეთა ნაწილმა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარედ გადაინაცვლა. მანამდე, […]
საპოლიციო ძალები რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებს მომიტინგეებისგან ათავისუფლებს – აქციის მონაწილეების ნაწილმა ალექსანდროვის ბაღში გადაინაცვლა

პოლიციელები ცდილობენ გაათავისუფლონ რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩები, ასევე, ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოიყვანონ აქციის მონაწილეები და გაასუფთაონ ქაშვეთის შიდა და გარე ტერიტორია. საპოლიციო ძალები ასევე ცდილობენ, გაათავისუფლონ ჯორჯაძის ქუჩა. ამ წუთებში მათ სრულად უკავიათ რუსთაველის გამზირი, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები. აქციის მონაწილეებმა ალექსანდროვის ბაღში გადაინაცვლეს.
საია: „დარბევა უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიტინგის დარბევა უკანონოდ და არაპროპორციული ძალით მიმდინარეობს. „რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს. მათ შორის, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების სტანდარტების დარღვევის შესახებ, მათ შორის, წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში შესხმისა, და, ორი სპეციალური საშუალების, წყლის ჭავლისა და […]
ხატია დეკანოიძე – რაც ივანიშვილმა გააკეთა, სახელმწიფოს გადატრიალებაა – ყველა, ვინც ივანიშვილს იცავს, რუსია

ეს, რაც ივანიშვილმა გააკეთა, ჩვეულებრივად, სახელმწიფოს გადატრიალებაა – ეს ადამიანები [სამართალდამცავები] იცავენ რუსეთს, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდებარე აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, “ყველა, ვინც ივანიშვილს იცავს, რუსია”. “საერთოდ, ეს, რაც ივანიშვილმა გააკეთა, ჩვეულებრივად, სახელმწიფოს გადატრიალებაა. ეს არის საქართველოს ყველანაირი ინტერესის დარღვევა და ეს ადამიანები იცავენ რუსეთს. ყველა, ვინც […]
პარლამენტთან, დაშავებულ აქციის მონაწილეებს სასწრაფო დახმარების ავტომობილებში პირველად დახმარებას უწევენ – არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არიან სამართალდამცავებიც

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლისას რამდენიმე მომიტინგე დაშავდა. მათ ამ წუთებში სასწრაფო დახმარების მანქანებში სამედიცინო დახმარებას უწევენ. ამასთან, არსებული ინფორმაციით, 10-მდე სამართალდამცავი დაშავდა, რომელთა ნაწილიც კლინიკებშია გადაყვანილი. უცნობია, თუ რამდენი პირია საერთო ჯამში დაშავებული, ან სამართალდამცავთა მიერ დაკავებული.