მომიტინგეების დაშლა დაიწყო თავისუფლების მოედნიდან პარლამენტისკენ მიმავალმა სპეცრაზმმა – წყლის ჭავლს იყენებენ რუსთაველის გამზირზეც

თავისუფლების მოედნიდან პარლამენტისკენ მიმავალმა სპეცრაზმმა მომიტინგეების დაშლა დაიწყო. სპეცრაზმელებმა წყლის ჭავლი აღნიშნულ ტერიტორიაზეც გამოიყენეს. საპოლიციო ძალებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდანაც. ამ ყველაფერს წინ უძღოდა სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის არაერთი ფიზიკური დაპირისპირება და პროტესტის მონაწილეების დაკავება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პირია ამ დროისთვის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დაკავებული.

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ქუჩები მომიტინგეებისგან სრულად გაათავისუფლა – დემონსტრანტებმა „ცისფერი გალერეის“ მიმდებარედ ნაგვის ურნებით ბარიკადები აღმართს და ცეცხლი წაუკიდეს

რუსთაველის გამზირი, კერძოდ კი, პარლამენტის, როგორც წინა ტერიტორია, ისე გვერდითა ქუჩები მომიტინგეებისგან სრულად გაათავისუფლეს. წყლის ჭავლი გამოიყენეს როგორც რუსთაველის გამზირზე, ასევე ჭიჭინაძის ქუჩაზე. სპეცრაზმელები პერიოდულად სხვადასხვა სპეციალურ საშუალებებს იყენებდნენ. ამ წუთებში, აქციის მონაწილეებმა „ცისფერი გალერიის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგვის ურნებისგან ბარიკადები აღმართეს. რამდენიმე წუთში კი დემონსტრანტებმა ურნების დაწვა დაიწყეს. მომიტინგეთა ნაწილმა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარედ გადაინაცვლეს. მანამდე, […]

პარლამენტის გვერდით წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ, პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო პარლამენტის გვერდითა, ჭიჭინაძის ქუჩაზე, პოლიციელები რუსთაველის გამზირზეც გადავიდნენ. პოლიცია აგრძელებს წყლის ჭავლის გამოყენებას. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 5°C-ია. ქრის ქარი. iPhone-ის ამინდის აპლიკაციის თანახმად, ისე ცივა, როგორც -1°C-ის პირობებში. პოლიციამ 02:40 საათისთვის რუსთაველის გამზირზე მობილიზებულ სასწრაფო დახმარების მანქანებს მოუწოდა, დატოვონ ტერიტორია. […]

„დროა ჩვენმა პარტნიორებმა ევროკავშირიდან ხმა ამოიღონ!“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „დროა ჩვენმა პარტნიორებმა ევროკავშირიდან ხმა ამოიღონ! ნუ მისცემთ რუსეთს თავისუფლად სვლის საშუალებას! ქართველი ხალხი იცავს ევროპულ მომავალს და ასე იქნება, სანამ არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში”

შსს-მ ანტირუსული აქციის დარბევა დაიწყო

შსს ანტირუსული აქციის დარბევა დაიწყო. მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებიან. მანამდე გაუშვეს წყლის ჭავლი წიწაკის სპრეისთან ერთად. რუსთაველის გამზირზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მოქალაქეებს დასდევენ და აკავებენ. TV პირველის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჭიჭინაძის ქუჩაზე რამდენიმე საათის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო. პერიოდულად პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის იყენებს, ამასთან, ფიზიკურად უსწორდება მათ. ე.წ. რობოკოპები და გდდ-ს თანამშრომლები რამდენიმე […]

ჭიჭინაძის ქუჩაზე საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ

პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიცია ამ წუთებში წყლის ჭავლს იყენებს. მანამდე, შსს-მ აქციის მონაწილეები სპეციალური ხმოვანი სიგნალით გააფრთხილა და დაშლისკენ მოუწოდა. პარლამენტთან შეკრებილები „ქართული ოცნების“ დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ თქვა უარი ქვეყნის ევროპულ კურსზე. აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. 1tv.ge

ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის “რიგასი” “პაოკთან” დამარცხდა

ევროპა ლიგის მეხუთე ტური ჩატარდა. „რიგასი“ საკუთარ მოედანზე „პაოკთან“ 0:2 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში ლაშა ოდიშარიამ შეუცვლელად ითამაშა, ლუკა სილაგაძე კი 28-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. ლატვიური გუნდი 2 ქულით 34-ე ადგილზეა და 13 დეკემბერს ბელგრადში „მაკაბის“ დაუპირისპირდება. რიგასი – პაოკი 0:2 გოლები: 0:1 დესპოდოვი (2), 0:2 ჩალოვი (59) სხვა შეხვედრების შედეგები ბილბაო – ელფსბორგი 3:0 ალკმაარი […]

ცემა, დარბევა, წყლის ჭავლი, დაკავებები –

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევა დაიწყეს. სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება და მომიტინგეთა დაკავება დაიწყო. მოქალაქეები ხელებაწეულები დადგნენ სპეცრაზმის წინ. წყლის ჭავლთან ერთად გამოყენებულია წიწაკის სპრეიც. ე.წ. რობოკოპები აქციის მონაწილეებს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს სპეციალური ხმოვანი სიგნალით აფრთხილებენ და დაშლისკენ მოუწოდებენ. მოქალაქეებს აქვთ ეჭვი, რომ წყლის ჭავლშიც შესაძლოა რამეა გარეული, რადგან არაერთი ადამიანი გახდა ცუდად და […]

ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩა სრულად სპეცრაზმს აქვს დაკავებული – მომიტინგეების წინააღმდეგ კვლავ წყლის ჭავლს იყენებენ

საპოლიციო ძალები პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას კვლავ აგრძელებენ. ამასთან, ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩა მთლიანად სპეცდანიშნულების რაზმს აქვს დაკავებული. ასევე, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები თავისუფლების მოედნიდან რუთაველის გამზირისკენ მიემართებიან.

თავისუფლების მოედანზე განლაგებული სპეცდანიშნულების რაზმი რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა

თავისუფლების მოედანზე განლაგებული სპეცდანიშნულების რაზმი რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა. პარალელურად სპეცრაზმელებმა მომიტინგეების დაშლა დაიწყეს წყლის ჭავლის გამოყენებით ჭიჭინაძის ქუჩიდან. ამ ყველაფერს წინ უძღოდა სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის არაერთი ფიზიკური დაპირისპირება და პროტესტის მონაწილეების დაკავება.