აქციაზე პოლიციელებმა ჩვენი ჟურნალისტი დააკავეს და სცემეს – „პუბლიკა“

ონლაინ-გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაციის დაშლისას დააკავეს – იგი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. „პუბლიკის“ რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქეშელაშვილი ამჟამად კლინიკაში გადაჰყავთ. „როგორც ჟურნალსიტი ამბობს, არის ნაცემი, გატეხილი აქვს ცხვირი და გადაჰყავთ საავადმყოფოში“, – წერს გამოცემა. გამოცემის ცნობით, პოლიციამ ჟურნალისტს კამერები წაართვა. მათივე ცნობით, იგი უკვე გათავისუფლებულია […]
მომიტინგეთა ნაწილმა „ცისფერი გალერეის“ მიმდებარედ ბარიკადების აღსამართად სხვადასხვა ნივთები მიიტანეს

აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველის გამზირზე, უფრო კონკრეტულად კი, „ცისფერი გალერეის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ბარიკადების აღსამართად სხვადასხვა ნივთები მიიტანეს. ამასთან, ნაგვის ურნებს კვლავ ცეცხლი უკიდია. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების მანქანებიც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებულებს შორის არის „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ანა მდივანიც. მას ახლა სამედიცინო დახმარებას უწევენ. ტელეკომპანიის ცნობით, ოპერატ გიორგი შეწირულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
საია: პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს

არასამთავრობო ორგანზიაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლას და წერს, რომ პროტესტის დარბევა კვლავ “ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის” გამოყენებით მიმდინარეობს. საიას განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების სტანდარტების დარღვევის შესახებ, მათ შორის, წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში შესხმისა, და, ორი სპეციალური საშუალების, წყლის ჭავლისა და […]
სპეცრაზმმა „ცისფერი გალერეის“ მიმდებარედ ბარიკადები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა – სამართალდამცველები აკავებენ მომიტინგეებს

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. დაკავებისას აქციის მონაწილეები წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს, რის გამოც პოლიციამ მათი მიმართულებით წიწაკის სპრეი გამოიყენა. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა და რუსთაველის გამზირზე, „ციფსფერი გალერეის“ მიმდებარედ, უშუალოდ იმ ტერიტორიისკენ მიემართებიან, სადაც აქციის მონაწილეები კლავაც რჩებიან.
სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის მიუხედავად დემონსტრანტები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ გარკვეულ მონაკვეთებზე – ალექსანდროვის ბაღთან, ჯორჯაძის ქუჩაზე და „ცისფერი გალერეასთან”

სამართალდამცავებმა დემონსტრანტებისგან რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტეიროტიიდან „თბილისი მერიოტამდე“ მონაკვეთი გაათავისუფლეს. ამ დროისთვის, დემონსტრანტები სამ ადგილას – ალექსანდროვის ბაღთან, ჯორჯაძის ქუჩაზე და „ცისფერი გალერიის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან. სამართალდამცავები პერიოდულად იყენებენ ე.წ. გაზის კაფსულებსა და წყლის ჭავლს, თუმცა, მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ. მათ ნაგვის ურნებითა და სხვადასხვა ნივთებით ბარიკადები აქვთ აღმართული. მიმდებარე ტერიტორიაზევე მობილიზებული […]
სალომე ზურაბიშვილი – საქართველო და რუმინეთი საკმარისია დასავლელი ლიდერებისთვის რუსეთის სტრატეგიის გასაშიფრად ევროპის წინააღმდეგ: სამხედრო ომი უკრაინაში, “საარჩევნო ომი” თბილისსა და ბუქარესტში

საქართველო, რუმინეთი!!! საკმარისია დასავლელი ლიდერებისთვის რუსეთის სტრატეგიის გასაშიფრად ევროპის წინააღმდეგ: სამხედრო ომი უკრაინაში, “საარჩევნო ომი” თბილისსა და ბუქარესტში… ??!! , – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს. ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილის განცხადებასაც ეხმაურება. “საქართველო აპროტესტებს: ბიუროკრატია იღვიძებს! საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 44 საჯარო მოსამსახურე განცხადებას ავრცელებს, და […]
აქციის დაშლისას ჟურნალისტები და ოპერატორები დაშავდნენ, ხელს უშლიან მუშაობაში

29 ნოემბერს, ნაშუაღამევს, პარლამენტთან პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დაშლისას არაერთი ჟურნალისტი დაშავდა. რადიო თავისუფლების ჟურნალისტსა და ოპერატორს პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა – სპეცრაზმის წევრმა სახეში დაარტყა ხელი. პოლიციელთა ნაწილი აგრესიულადაა განწყობილი ჟურნალისტების მიმართ. რეპორტიორების ნაწილს წიწაკის სპრეი შეასხეს. რადიო თავისუფლების კიდევ ჟურნალისტს ერთ-ერთმა პოლიციელმა განუცხადა: „თქვენ აფუჭებთ საქმეს“. მოგვიანებით, 02:50 საათისთვის პოლიციამ ჟურნალისტები გაარიდა მოვლენების ეპიცენტრს. […]
პოლიცია პარლამენტის წინ აქციას შლის წყლის ჭავლის და ცრემსადენი გაზის გამოყენებით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციის დაშლა დაიწყო. პოლიციამ წყლის ჭავლის მანქანა გამოიყენა პარლამენტის ერთ-ერთ გვერდითა ქუჩაზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 5°C-ია. ქრის ქარი. iPhone-ის ამინდის აპლიკაციის თანახმად, ისე ცივა, როგორც -1°C-ის პირობებში. დაშლას წინ უძღოდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ჭიჭინაძის ქუჩაზე რამდენიმესაათიანი დაძაბულობა და შიგადაშიგ დაპირისპირება. პოლიცია სპეც. საშუალებებს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის […]
მოვუწოდებთ შსს-ს, რომ სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარეც, გაასაჯაროოს თუ რა საშუალებებს იყენებს – საია

საია განცხადებას ავრცელებს: ,, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს. მათ შორის, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების სტანდარტების დარღვევის შესახებ, მათ შორის, წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში შესხმისა, და, ორი სპეციალური საშუალების, წყლის ჭავლისა და ქიმიური გამღიზიანებლების შერევის შესახებ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2024 წლის 21 ოქტომბერს […]
საია: პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო, არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთან განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს. საია-ში ამბობენ, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების სტანდარტების დარღვევის შესახებ, მათ შორის, წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში შესხმისა, და, ორი სპეციალური საშუალების, წყლის ჭავლისა და ქიმიური გამღიზიანებლების შერევის შესახებ. საია-ში აღნიშნავენ, რომ 2024 წლის 21 […]