„ქართული მედიის გვერდით ვარ“ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ჟურნალისტებს. „ქართული მედიის გვერდით ვართ. მათ არაპროპორციულად ესხმიან თავს მაშინ, როცა ისინი თავიანთ მოვალეობას ასრულებენ“, – წერს პრეზიდენტი. აქციის დარბევისას არაერთი ჟურნალისტი დაშავდა.
ჟირინოვსკის პარტიის ლიდერი აქებს „ოცნებას“ 2028 წლამდე ევროინტეგრაციის შეჩერების გამო

ვლადიმერ ჟირინოვსკის „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ლეონიდ სლუცკი, აქებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვას ევროინტეგრაციაზე. „თბილისი არ შედის მოლაპარაკებებში ევროშანტაჟისტებთან. ქართველებმა არ გაიმეორეს უკრაინელების შეცდომები და არ მისცეს საშუალება, თავიანთი ქვეყნიდან დასავლეთის მარიონეტი აქციონ. ღირსეული და პატივსაცემი წინააღმდეგობაა“, – წერს სლუცკი.
TV პირველის ინფორმაციით, მათ ოპერატორს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ

TV პირველის ინფორმაციით, სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელევიზიის გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის ოპერატორს, გიორგი შეწირულს. ტელევიზიის ინფორმაციით, მას სპეცრაზმელები იმ დროს დაესხნენ თავს, როცა მოქალაქეებზე ძალადობის კასრებს იღებდა. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. ცოტა ხნით ადრე, დაშავდა ტელევიზიის კიდევ ერთი ოპერატორი, ნიკა კოკაია. მას თვალებში წიწაკის სპრეი შეასხეს. გაურკვეველ ნივთიერება შეასხეს თვალებში TV პირველის ჟურნალისტს, ანა […]
ვემიჯნებით არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებას – საქართველოს ახალგაზრდა ელჩები

საქართველოს ახალგაზრდა ელჩები განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ ემიჯნებიან „საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებას 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით“. მათი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. „მსგავსი ქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, განვითარების გზას და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მკაფიოდ არის გამოხატული საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ხელს უშლის საქართველოს […]
ომბუდსმენი: აქცია იყო მშვიდობიანი, მისი დაშლით დაირღვა შეკრების თავისუფლება

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ 29 ნოემბრის 02:00 საათზე თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და სამართალდამცავი ორგანოების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებით აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. „ვრცელდება კადრები სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების თაობაზე. სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ განმარტავდა, რომ აქციის ცალკეული მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი […]
აქციაზე პუბლიკას ჟურნალისტი დააკავეს და სცემეს

საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს „პუბლიკის” ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს. პუბლიკას ინფორმაციით, ჟურნალისტი უკვე გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. როგორც ჟურნალისტი ამბობს, არის ნაცემი, გატეხილი აქვს ცხვირი და გადაჰყავთ საავადმყოფოში. პოლიციამ ალექსანდრე ქეშელაშვილს წაართვა კამერები. რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას არაერთი ჟურნალისტი დაშავდა. ძირითადად ჟურნალისტები წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამო დაშავდნენ. თუმცა ამასთან დაფიქსირდა პოლიციელების მხრიდან […]
ომბუდსმენი – მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან შესაძლოა, ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს – სახალხო დამცველის რწმუნებულები მიემართებიან საპროტესტო აქციის დროს დაკავებული და დაშავებული პირების მოსანახულებლად

მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან შესაძლოა, ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს, შესაბამისად, სახალხო დამცველი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს და მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან შესაძლო დანაშაულის შემცველი ფაქტების ჩადენა,- ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, სახალხო დამცველი ეხმიანება აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოხდეს […]
„ჩემი ხმა“ – პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა ცალსახად შეიძლება შეფასდეს არაადამიანურ მოპყრობად აქციის მონაწილეთა მიმართ

აქციის დროს პოლიცია ხელს უშლის პროფესიულ საქმიანობაში ჟურნალისტებს, მიზანმიმართულად აყენებს მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას და უზიანებს აპარატურას, – ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია “ჩემი ხმა” ავრცელებს. როგორც მიმართვაშია ნათქვამი, პოლიცია ახლაც აგრძელებს მშვიდობიანი ადამიანების თბილისის ქუჩებში დევნას, შეურაცხყოფასა და ცემას. “ჩემი ხმის” განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა “ცალსახად შეიძლება შეფასდეს როგორც არაადამიანური მოპყრობა აქციის […]
პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლისას ელენე ხოშტარია დაშავდა

პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლისას “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დაშავდა. მას წყლის ჭავლი მოხვდა. წყლის ჭავლი მოხვდა ასევე “ძლიერი საქართველოს” წევრს საბა ბუაძეს. დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლებიც. რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმელები მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებენ. ასევე საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეების მიმართ ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებს.
სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის მიუხედავად დემონსტრანტები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ გარკვეულ მონაკვეთებზე – ალექსანდროვის ბაღთან, ჯორჯაძის ქუჩაზე და „ცისფერ გალერეასთან”

სამართალდამცავებმა დემონსტრანტებისგან რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან „თბილისი მერიოტამდე“ მონაკვეთი გაათავისუფლეს. ამ დროისთვის, დემონსტრანტები სამ ადგილას – ალექსანდროვის ბაღთან, ჯორჯაძის ქუჩაზე და „ცისფერი გალერეის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან. სამართალდამცავები პერიოდულად იყენებენ ე.წ. გაზის კაფსულებსა და წყლის ჭავლს, თუმცა, მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ. მათ ნაგვის ურნებითა და სხვადასხვა ნივთებით ბარიკადები აქვთ აღმართული. მიმდებარე ტერიტორიაზევე მობილიზებული […]