მომიტინგეთა ნაწილმა „ცისფერი გალერეის“ მიმდებარედ ბარიკადების აღსამართად სხვადასხვა ნივთები მიიტანეს

აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველის გამზირზე, უფრო კონკრეტულად კი, „ცისფერი გალერეის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ბარიკადების აღსამართად სხვადასხვა ნივთები მიიტანეს.
ამასთან, ნაგვის ურნებს კვლავ ცეცხლი უკიდია.
ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების მანქანებიც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებულებს შორის არის „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ანა მდივანიც. მას ახლა სამედიცინო დახმარებას უწევენ. ტელეკომპანიის ცნობით, ოპერატ გიორგი შეწირულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე – კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა, რაც შეეხება განათლებას, როცა ადამიანს სამსახურში შეაქვს განცხადება, იტყვის, დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ვარო?! – სინოდმა უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად, მართვა-გამგეობის დებულებით