რუსთაველის გამზირზე რჩება დემონსტრანტთა ნაწილი, არიან პოლიტიკოსებიც

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტისგან ოდნავ მოშორებით, – სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე – დემონსტრანტთა ნაწილი კვლავ რჩება 29 ნოემბერს, გამთენიისას, 05:00 საათისთვის. მობილიზებულები არიან პოლიციელები და შიგადაშიგ აკავებენ აქციის მონაწილეებს. პოლიცია ასევე აგრძელებს წყლის ჭავლის გამოყენებას 05:10 საათისათვის. აქციის მონაწილეებმა, პირველი დაპირისპირებების შემდეგ, „ცისფერი გალერეის“ მიმდებარედ აღმართეს ბარიკადები, რაც პოლიციამ ასევე დაშალა წყლის ჭავლის გამოყენებით. ადგილზე […]

რუსთაველის გამზირზე „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა დაშავდა

რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის ღონისძიების მიმდინარეობისას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, „ფორმულას” ჟურნალისტი გურამ როგავა დაშავდა. როგავას სახესა და სხეულზე დაზიანებები აღენიშნება და სისხლი სდის. მის დახმარებას ადგილზე კოლეგები ცდილობდნენ, ამ დროისთვის ჟურნალისტს პირველად დახმარებას უწევენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში. შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება […]

მარგუს ცაჰკნა – „ქართული ოცნების“ ლიდერების ბოლო გადაწყვეტილება არის გარდაუვალი შედეგი იმისა, თუ როგორ მოატყუეს მათ ქართველი ხალხი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხი და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ამომრჩეველი, მოატყუა, რომელსაც სჯეროდა, რომ „ქართული ოცნება“ მათ ევროკავშირამდე მიიყვანდა. „„ქართული ოცნების“ ლიდერების ბოლო გადაწყვეტილება არის გარდაუვალი შედეგი იმისა, თუ როგორ მოატყუეს მათ მთელი ქართველი ხალხი და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ამომრჩეველი, რომელსაც […]

რუსთაველის გამზირზე პერიოდულად კვლავ იყენებენ წყლის ჭავლს – პარალელურად საპოლიციო ძალები მომიტინგეებს აკავებენ

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა წყლისჭავლი კვლავ გამოიყენა. მიმდინარეობს მომიტინგეების დაკავებები. დაკავების დროს პოლიცია იყენებს სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის ე.წ. წიწაკის სპრეის. ამასთან, “კოალიცია ცვლილებისთვის” ოფისში რამდენიმე სპეცრაზმელი შევიდა, სადაც აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც ოფისს თავს აფარებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქუჩაში მყოფი აქციის მონაწილეები, პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებიც მათი მისამართით ცრემლსადენ გაზს უშვებენ, ფეიერვერკებს ისვრიან. უცნობია ამ დრომდე რამდენი […]

ომბუდსმენი: მივმართავთ საგამოძიებოს, დროულად გამოიძიოს სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო დანაშაულის შემცველი ფაქტები

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლას. მისი შეფასებით, პოლიციის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა მოქალაქეებზე არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს. სახალხო დამცველი თავის განცხადებაში წერს, რომ მიმართა და მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან “შესაძლო დანაშაულის შემცველი ფაქტების ჩადენა”. სახალხო დამცველი, ასევე აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის […]

სპეცდანიშნულების რაზმის ნაწილი თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებს – რუსთაველის გამზირზე კვლავ რჩებიან მომიტინგეები

სპეციალური დანიშნულების რაზმის ნაწილმა, რომელიც თავისუფლების მოედანზე იყო განლაგებული, ტერიტორია დატოვა, ნაწილი კვლავ რჩება ადგილზე. ამასთან, სპეციალური დანიშნულების რაზმის კორდონის უკან კლავ რჩება წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანა. რუსთაველის გამზირზე, “ცისფერ გალერეასთან” არიან შეკრებილები პროტესტის მონაწილეები. მიუხედავად იმისა, რომ მათ წინააღმდეგ რამდენჯერმე იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ, ისინი კვლავ […]

ალეკო ელისაშვილი – ჩვენ არც რუსები ვართ, არც ბელარუსები, ამათ ვაჩვენებთ სეირს – გავყრით და ცეკვა-ცეკით შევალთ ევროკავშირში

ჯერ ის ულვაშებიანი, მოსიარულე ტუტუცი რომ წარადგინეს პრეზიდენტობის კანდიდატად, დურბინდიდანაც რომ არ აქვს წიგნი დანახული და მერე, გამოხტა კობახიძე და რაც თქვა მოვისმინეთ, ჩააბარა ანგარიში პუტინს – ჩვენ არც რუსები ვართ, არც ბელარუსები, ქართველები ვართ, წინააღმდეგობა ჩვენი გენეტიკაა,- ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, პროტესტის […]

ვდგავარ ქართული მედიის გვერდით, რომელსაც თავს ესხმიან – პრეზიდენტი

„მე ვდგავარ ქართულ მედიის გვერდით, რომელთა მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ და თავს ესხმიან თავიანთი საქმიანობის შესრულებისას – უწყვეტ რეჟიმში გაშუქებისას“, – დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პლატფორმა X-ზე. 29 ნოემბერს, ნაშუაღამევს, – როდესაც ჰაერის ტემპერატურა 5°C იყო, – პოლიციამ საპროტესტო დემონსტრაცია დაშალა. რამდენიმე საათის შემდეგ რუსთაველის გამზირზე კვლავ იმყოფებიან დემონსტრანტები. აქციის დაშლისას დაშავდა არაერთი ჟურნალისტი. მათ შორის, […]

გიორგი ვაშაძე – თვითმარქვია ხელისუფლების დასასრული უნდა დავაყენოთ ძალიან მალე – ან ჩვენ გადავტეხთ, ან ისინი წაიღებენ ქვეყანას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გადავტეხთ

გაიღვიძა საქართველომ, ეს მხოლოდ დასაწყისია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აქციაზე განაცხადა. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, გამარჯვება ძალიან ახლოსაა და „თვითმარქვია ხელისუფლების“ დასასრულიც მალე დადგება. „ერთი რამ უნდა გავიაზროთ, ან ჩვენ გადავტეხთ, ან ისინი წაიღებენ ამ ქვეყანას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გადავტეხთ. ჩვენ რომ ახლა გავჩერდეთ ამ ახალგაზრდების […]

პრეზიდენტი – ვდგავარ ქართული მედიის გვერდით, რომელთა მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ და თავს ესხმიან საქმიანობის შესრულებისას

მე ვდგავარ ქართული მედიის გვერდით, რომელთა მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ და თავს ესხმიან თავიანთი საქმიანობის შესრულებისას – უწყვეტ რეჟიმში გაშუქებისას , – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა “X”-ზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, სადაც სამართალდამცველებმა მომიტინგეები წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალეს. დაშლის ღონისძიების დროს რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. კერძოდ, „პუბლიკას“ […]