პრეზიდენტი – ვდგავარ ქართული მედიის გვერდით, რომელთა მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ და თავს ესხმიან საქმიანობის შესრულებისას

მე ვდგავარ ქართული მედიის გვერდით, რომელთა მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ და თავს ესხმიან თავიანთი საქმიანობის შესრულებისას – უწყვეტ რეჟიმში გაშუქებისას , – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა “X”-ზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, სადაც სამართალდამცველებმა მომიტინგეები წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალეს. დაშლის ღონისძიების დროს რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. კერძოდ, „პუბლიკას“ […]

ნიკა მელია – უკან დასახევი არც ივანიშვილს აქვს პუტინთან ერთად საქართველოში და სიმართლე ვთქვათ, არც ჩვენ გვაქვს, ამიტომ იმარჯვებს ძალა და ძალა ხალხში გაცილებით დიდია, ვიდრე ოლიგარქატში

დიახ, ქართული სახელმწიფო სულს არ დალევს და ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლება ნამდვილად დალევს სულს, მისი ზრახვები ვერ განხორციელდება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა. როგორც მან განმარტა, მშვიდობიანად იბრძოლებენ იქამდე, ვიდრე გამარჯვებას არ მიაღწევენ. „ქართული სახელმწიფოს მდგომარეობა უმძიმესია, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს და ეს გამოსავალი იმაშია, რასაც ახლა თქვენ ხედავთ. […]

,, 4-5 დღე ამ მობილიზებით და ყაველაშვილიც უკან დარჩება ბიძინას“ – ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,მაქსიმუმ 4-5 დღე გაძლოს ამ რეჟიმში ხარებამ და მისმა ბანდამ .. 4-5 დღე ამ მობილიზებით და ყაველაშვილიც უკან დარჩება ბიძინას“

ომბუდსმენი: აქცია მშვიდობიანი იყო, დაირღვა შეკრების თავისუფლება

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და სამართალდამცავი ორგანოების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებით აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. “ვრცელდება კადრები სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების თაობაზე. სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ განმარტავდა, რომ აქციის ცალკეული მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების ფარგლების გაცდენის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო […]

ოჯახის ცნობით, აქციაზე დააკავეს პოეტი ზვიად რატიანი

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაციისას დაკავებულთა შორის არის პოეტი ზვიად რატიანი. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას რატიანის ოჯახის წევრები უდასტურებენ. თუმცა მათთვის ჯერჯერობით კვლავ უცნობია დაკავების საფუძველი, მუხლი, და ასევე ის, სად, რომელ განყოფილებაშია გადაყვანილი. რადიო თავისუფლება ცდილობს დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. დაკავებულთა რაოდენობა უცნობია.

„პუბლიკას“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს, რომელიც ნაცემია

„პუბლიკის“ ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს „პუბლიკის” ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ალექსანდრე ქეშელაშვილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. „პუბლიკის“ ცნობით, მედიაში გავრცელებული კადრების თანახმად, ალექსანდრე ქეშელაშვილი პოლიციამ ძალადობით დააკავა. ჟურნალისტის თქმით, ის ნაცემია, გატეხილი აქვს ცხვირი და საავადმყოფოში გადაჰყავთ. პოლიციამ ალექსანდრე ქეშელაშვილს წაართვა კამერები. დაშავებულ პირებს შორის არიან […]

პრეზიდენტი – ვდგავარ ქართულ მედიის გვერდით, რომელთა მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ და თავს ესხმიან საქმიანობის შესრულებისას

მე ვდგავარ ქართულ მედიის გვერდით, რომელთა მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ და თავს ესხმიან თავიანთი საქმიანობის შესრულებისას – უწყვეტ რეჟიმში გაშუქებისას , – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა “X”-ზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, სადაც სამართალდამცველებმა მომიტინგეები წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალეს. დაშლის ღონისძიების დროს რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. კერძოდ, „პუბლიკას“ […]

ზურაბიშვილი: ვდგავარ ქართულ მედიის გვერდით, რომლის მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ

მე ვდგავარ ქართულ მედიის გვერდით, რომლის მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ და თავს ესხმიან თავიანთი საქმიანობის შესრულებისას – უწყვეტ რეჟიმში გაშუქებისას.

,, დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, რასაც მიმდინარე აქციაზეც ჰქონდა ადგილი” – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს: ,,საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს თბილისში მიმდინარე აქციას. პირველადი შეფასებით 29 ნოემბრის 02:00 საათზე თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და სამართალდამცავი ორგანოების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებით აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. ვრცელდება კადრები სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების თაობაზე. სახალხო დამცველი წარსულში […]