“გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო” – სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი

სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩის თარაშ პაპასქუა, facebook-ის პირად გვერდზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ,,კომერსანტი” ელჩის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. ელჩის თქმით, საქართველოს როგორც არასდროს ისე სჭირდება “მეტი ნატო და მეტი ევროკავშირი” “დღეს, როცა რუსეთი: – აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას; – აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ; – ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას… ჩვენ, […]
ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა – ევროკავშირის ელჩი

საქართველოს საკითხს განიხილავს 27 წევრი სახელმწიფო მოახლოებულ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე 16 დეკემბერს, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორი იქნება ევროკავშირის რეაგირება საქართველოსთან დაკავშირებით და განიხილება თუ არა პერსონალური სანქციების დაწესების საკითხი, ასევე, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის […]
განიხილება თუ არა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტა? – ევროკავშირის ელჩის პასუხი

საქართველოს საკითხს განიხილავს 27 წევრი სახელმწიფო მოახლოებულ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე 16 დეკემბერს, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორი იქნება ევროკავშირის რეაგირება საქართველოსთან დაკავშირებით და განიხილება თუ არა პერსონალური სანქციების დაწესების საკითხი, ასევე, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის […]
სპეცრაზმელის ძალადობის შედეგად, ჟურნალისტ გურამ როგავას სახის ძვლებისა და კისრის მალის რკალის მოტეხილობა აქვს

ექიმის განცხადებით, “ფორმულას” ჟურნალისტს, გურამ როგავას, რომელზეც სპეცრაზმელმა გამიზნულად იძალადა, სახის ძვლებისა და კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა აქვს. როგავას რუსთაველის გამზირზე მუშაობისას გასულ ღამეს, სპეცრაზმელი სასტიკად გაუსწორდა. ჟურნალისტი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სცემეს. მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართლად გაუსწორდნენ ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს.
ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – თავისუფლებისმოყვარე ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ არ სურს ქვეყანა რუსეთს და თვითგამოცხადებულ დიქტატორულ რეჟიმს დაუთმოს

თავისუფლებისმოყვარე ქართველმა ხალხმა თბილისსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში აჩვენა, რომ არ სურს ქვეყანა რუსეთს და თვითგამოცხადებულ დიქტატორულ რეჟიმს დაუთმოს, – ასე ეხმაურება საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი პლატფორმა X-ის პირად გვერდზე. „ევროკავშირმა არ უნდა შეაქციოს ზურგი უმწეოდ, არამედ უნდა აჩვენოს თავისი მხარდაჭერითა და ქმედებებით, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების […]
ექიმის განცხადებით, ჟურნალისტ გურამ როგავას აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა

ჩვენს განყოფილებაში კიდევ ერთი მამაკაცი სახის ძვლის მოტეხილობით და კისრის მეშვიდე მალის რკალის ხაზოვანი მოტეხილობით იმყოფება, – ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ერთ-ერთმა ექიმმა ჟურნალისტებთან აქციაზე დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეებს ასევე ჰქონდათ სხეულის ზედაპირზე რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, თუმცა ახლა მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. „ერთ-ერთ მათგანს ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა, ამ მომენტისთვის თავს დამაკმაყოფილებლად […]
ხათუნა ბურკაძე – ევროინტეგრაციის შეჩერება ანტიკონსტიტუციურია და ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება

2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხის პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოღება ანტიკონსტიტუციურია და ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ხათუნა ბურკაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ხელყოფილია, რადგან ის სახელმწიფო ორგანოებს ავალებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღონ ყველა ზომა საქართველოს ევროკავშირში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. „ევროინტეგრაციის […]
გიტანას ნაუსედა – ლიეტუვა ქართველი ხალხის და მისი ევროპული ოცნების გვერდით დგას – საქართველო ევროპას ეკუთვნის

ლიეტუვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის და მისი ევროპული ოცნების გვერდით – საქართველო ევროპას ეკუთვნის, – ასე ეხმაურება ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. ლიეტუვის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და ქვეყნის ევროპულ გზაზე შესანარჩუნებლად ძალას და გამბედაობას უსურვებს. „გისურვებთ ძალას და გამბედაობას საქართველოს ევროპულ გზაზე შესანარჩუნებლად. საქართველო ევროპას ეკუთვნის“, – წერს გიტანას […]
საპოლიციო ძალების მიერ აქციის ძალადობრივად დაშლისას მედიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა

გასული ღამის განმავლობაში ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად გაუსწორდნენ ფიზიკურად 20-ზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს. ისინი არბევდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, დევნიდნენ მათ პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს და ხელს უშლიდნენ ჟურნალისტურ საქმიანობაში. სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან აქციის დაშლისას სასტიკი მეთოდების გამოყენების შედეგად, ამ დროისთვის ცნობილია, რომ მინიმუმ 22 ჟურნალისტი და ოპერატორია დაშავებული. სია, შესაძლოა, […]
ავსტრალიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 16 წლამდე ბავშვების მიერ სოციალური მედიის გამოყენებას კრძალავს

ავსტრალია 16 წლამდე ბავშვებს სოციალური მედიის გამოყენებას აუკრძალავს. შესაბამისი კანონი ავსტრალიის პარლამენტმა მიიღო, რომელიც, სულ მცირე, 12 თვის განმავლობაში არ შევა ძალაში. ეს გახდა ყველაზე მკაცრი რეგულაცია მსოფლიოში მოზარდების მიერ სოციალური მედიის გამოყენებასთან დაკავშირებით. რეგულაციამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ტექნიკური კომპანიების დაჯარიმება 50 მილიონ ავსტრალიურ დოლარამდე, თუ ისინი კანონმდებლობას არ დაემორჩილებიან. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანეზის თქმით, კანონმდებლობა […]