„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი – ევროკავშირის ელჩი დეზინფორმაციას ავრცელებს, თითქოს „საქართველო წყვეტს ევრო-ატლანტიკური – ინტეგრაციის პროცესს“

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველო წყვეტს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდის „სინამდვილეში“ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სინამდვილეში, ხელისუფლებამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ზედმიწევნით მიჰყვება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების 90% შესრულებული ექნება. „ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს […]

ევროკავშირის ელჩი – ვგმობთ ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ

რა თქმა უნდა, ვგმობთ იმას, რომ ძალადობა იქნა გამოყენებული მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. აბსოლუტურად მიუღებელია. ნებისმიერ დემოკრატიაში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ევროკავშირს ესმის, თუ რატომ ბრაზობს ქართველი ხალხი რომლის უმრავლესობას […]

პაატა დავითაია – საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა კონსტიტუცია დავიცვათ და ქვეყნის სვლა ევროკავშირისკენ არ შეჩერდეს

კატეგორიულად მიუღებელი და დანაშაულის ტოლფასია თავდასხმა მშვიდობიანი და ლეგიტიმური აქციის მონაწილეებზე, ხელისუფლების გადაწყვეტილებით აღშფოთებულ მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციასა და ქვეყნის ევროპულ კურსს იცავენ. ძალადობა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე, რომლებიც ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას,- ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა. მისი შეფასებით, დღეს მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს, „რათა ოკუპანტ ქვეყანასთან პირისპირ არ დავრჩეთ“. „გუშინ […]

,,რაც გუშინ მოხდა, ღიად ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას” – პაველ ჰერჩინსკი

,,რაც გუშინ მოხდა, ღიად ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას” – პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი სამწუხაროს უწოდებს პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. “ვფიქრობ, დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. ვიხილეთ ბატონი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო დაინტერესებული არაა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაში მომდევნო 4 წელი. რა […]

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7625 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7625 ლარად ივაჭრება Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7625 ლარად ივაჭრება

“კვარას” ვანიასთან არ უჭირს – კარგ ხასიათზე მყოფი ქართველების მატჩები…

“ნაპოლიმ” რთული მეტოქეები მაქსიმალური წარმატებით დაძლია და იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურს კვლავ ლიდერის რანგში შეხვდა. ეგაა, ცხრილში სერიოზული სიმჭიდროვეა. “ლაციო” (შინ. იქამდე თასზე სტუმრობა), “უდინეზე” (სტუმრად), “ჯენოა” (ს), “ვენეცია” (შ. მე-18 ტური) – ესაა მატჩები, რომლებსაც ნეაპოლებები წლის ბოლომდე ჩაატარებენ, მანამდე კი “სტადიო ოლიმპიკო დი ტორინოზე” (28 177 მაყურებელი) “ტორინოს” ესტუმრებიან – კვირას, 1-ელ დეკემბერს, […]

შსს-ს ცნობით, თბილისში, 28-29 ნოემბრის აქციაზე 43 მოქალაქე დააკავეს

თბილისში 28-29 ნოემბერს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე 43 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია დღეს დილით გამოაქვეყნა. მათი ცნობით, ყველა პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, “აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად “, დაშავდა 32 სამართალდამცველი, […]

“ჯეპრა” ხელისუფლებას მოუწოდებს არ გავიდეს საკონსტიტუციო წესრიგიდან – “ჩვენი მიზანი არის და იქნება ევროკავშირი”

საზოგადოებასთან უერთიერთობის სფეროში მომუშავე საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრა” საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს არ გავიდეს საკონსტიტუციო წესრიგიდან. ორგანიზაციის გავრცელებული განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება. განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირზე უარის თქმა თავისუფლებასა და მომავალზე უარის თქმას ნიშნავს “ჯეპრა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო მისწრაფებას ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირზე უარის თქმა ნიშნავს […]

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს, პარლამენტის […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანია „ჯივიპი“ ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (gwp) ჟინვალჰესის პროექტების მენეჯერი, ელექტროენერგიის წარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ბაკურაძე და „ჯივიპის“ უფროსი რეკრუტერი მარიამ ადეიშვილი შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მისივე ცნობით, შეხვედრა სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა გახსნა. როგორც პროფესორმა ლენა შატაკიშვილმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს […]