სახალხო პროტესტს კომაროვის სკოლის მოსწავლეები უერთდებიან

საერთო სახალხო პროტესტს უერთდებიან კომაროვის სკოლის მოსწავლეები. ისინი სკოლის შენობის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და გზა გადაკეტეს.(მთავარი არხი)

„პარიზელმა ხანუმამ: მე კეკლუცობას გავაგრძელებ! პარტიებს მაინც არაფერს ეკითხებიან ოფისებში ეგდონ!“ – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება: „პარიზელმა ხანუმამ: მე კეკლუცობას გავაგრძელებ! პარტიებს მაინც არაფერს ეკითხებიან ოფისებში ეგდონ! NGO-მა ვალიუტა დადონ “ობშიაკში” მე მივხედავ! თქვენი შვილები წყალს წაუღია! ეყარონ ქუჩაში! საკონტიტუციოს მიუვარდით ვადა გამიგრძელოს! Georgia-ს გარედან Friend-ები მიხედავენ! აბა ორევუარ!“

ირინა სარიშვილის ინფორმაციით, მისი შვილი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს, ნაცემია

ყოფილი პოლიტიკოსის, ირინა სარიშვილის განცხადებით, მისი შვილი, ლუკა სარიშვილი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს, ნაცემია. სარიშვილის თქმით, საპროტესტო აქციაზე მისი შვილის დაკავების კადრები პირდაპირ ეთერში ნახა, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან მას ფიზიკურად. „პირდაპირ ეთერში იყო მისი დაკავება. ღამე რუსთაველზე იყვნენ, დარბევის შემდეგ, ჭავჭავაძეზე გადაინაცვლეს. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ტელეფონზე ვესაუბრე, მეც ვაპირებდი აქციაზე გასვლას მას […]

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია იმართება. აქციის მონაწილეების განცხადებით, მხარდაჭერას უცხადებენ უწყების თანამშრომლებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის გადადებასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, საქართველოს საგარეო სამინისტროში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე უკვე შევიდა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებს ახალი მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნდა წარუდგინოს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც გამთენიისას ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს, გაათავისუფლეს. „გარეთ ვარ“, – წერს თავად ჯაფარიძე სოციალურ ქსელში და მანქანაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ზურა ჯაფარიძე ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე საათის წინ დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა დაპირისპირება საპოლიციო ძალებსა და მომიტინგეებს შორის. პოლიტიკოსის ადვოკატის, ვახო ბარამაშვილის ინფორმაციით, „ზურაბ ჯაფარიძეს კილომეტრნახევარი სდია სპეცრაზმმა, რომ დაეკავებინათ“.

განათლების მინისტრი – მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება – მოვუწოდებთ, აღადგინონ სასწავლო პროცესები და გააგრძელონ ვალდებულების შესრულება – პროცესის შეუფერხებლად უზრუნველყოფაში იღებენ დაფინანსებას

მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება – მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ აღადგინონ სასწავლო პროცესები და გააგრძელონ მათი მხრიდან საკუთარი ვალდებულების შესრულება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ ჟურნალისტებს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა საგანმანათლებლო დაწესებულებებში პოლიტიკა არც მათი და არც ოპონენტების მხრიდან არ შევიდეს. „ჩემთვის, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისთვის, […]

გორის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გორის ცენტრში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის წინ, აპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკრებულოს შენობასთან შეკრებამდე, ათამდე ახალგაზრდა ტრანსპარანტებით გორის მესამე საჯარო სკოლასთან მივიდა და მოსწავლეებს რუპორის საშუალებით მოუწოდა, რომ სასწავლო პროცესი შეეწყვიტათ და აქციას შეერთებოდნენ. მომიტინგეებთან სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი გამოვიდა და მოუწოდა, დაეტოვებინათ სკოლის მიმდებარე ტერიტორია და ხელი არ შეეშალათ სასწავლო პროცესისთვის. „ვიმყოფებოდით რამდენიმე სკოლასთან, სკოლის მოსწავლეების […]

განათლების მინისტრი – ჩემი აზრიც არის, რომ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილს, მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებების წაკითხულის შინაარსის გააზრება ან შეგნებულად, ან შეუგნებლად უჭირთ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ეთანხმება პრემიერის განცხადებას, რომ მას, ვინც ევროინტეგრაციის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ განცხადებას ემიჯნება, წაკითხული გააზრების პრობლემა აქვს. როგორც წულაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საზოგადოების ნაწილს, მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებების წაკითხულის შინაარსის გააზრება, ნებით ან უნებლიედ, უჭირს. „ვეთანხმები [პრემიერი განცხადებას]. ჩემი აზრიც არის, რომ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილს, […]

ეროვნული სასახლის თანამშრომლები: ვგმობთ ფიზიკურ ანგარიშსწორებას აქციის მონაწილეებზე

ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომლების ნაწილის განცხადებით, ისინი გმობენ უკანანო დაკავებასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ. ეროვნული სასახლის თანამშრომლები ემიჯნებიან ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რომლის მიხდვითაც, ოცნება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ გახსნის. განცხადებას, ამ დროისთვის, 30-ზე მეტი თანამშრომელი აწერს ხელს. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის ქვეყნის მოსახლეობის ისტორიული არჩევანი, რომელიც აღბეჭდილია საქართველოს კონსტიტუციაში და […]