„ვის რა ჯანდაბად ენდომება ქვეყანაში ინვესტიციების ჩადება, სადაც სულ რისკებია და პრობლემებია“ – თამაზ მჭედლიძე

სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლი“-ს დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე ,,კომერსანტთან’’ საუბარში არ გამორიცხავს, რომ არასტაბილური ვითარების გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანა ბიზნესმენებმა დატოვონ. ,,საქართველოში მოქმედი ბიზნესმენებისთვის ეს ნიშნავს, იმას რომ ქვეყანაში პრობლემებია და თან უსერიოზულესი. შესაძლებელია ბიზნესმენების ნაწილმა აქ შეწყვიტოს საქმიანობა და საქმის სხვაგან გადატანაზე იფიქროს. თუ დაინახეს, რომ არასტაბილურობა გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ბევრი იფიქრებს, რით შეცვალონ საარსებო […]

“როგორც კომპანია და როგორც ინდივიდები, ვდგავართ ჩვენი გაბედული თანამოქალაქეების გვერდით” – Optio

კომპანია Optio ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ როგორც კომპანია და როგორც ინდივიდები საქართველოს გაბედული თანამოქალაქეების გვერდით დგას.

ლევან მაჭავარიანი – ეუთო/ოდირის ოფიციალური განცხადებიდან მოვისმინეთ, რომ საქართველოს ჰყავს ახლადარჩეული ხელისუფლება, ეს დასკვნა არ მოსწონთ რიგ პოლიტიკოსებს ევროპაში

როდესაც არჩევნები ჩატარდა და ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ, ეუთო/ოდირის ოფიციალური განცხადება მოვისმინეთ, სადაც თქვეს, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული. მათ ხაზი გაუსვეს ცესკოს პროფესიონალიზმს და აღნიშნეს ის, რომ საქართველოს ჰყავს ახლადარჩეული ხელისუფლება. შესაბამისად ეს დასკვნა არ მოსწონთ რიგ პოლიტიკოსებს ევროპაში, რომლებიც აქამდე აცხადებდნენ, რომ დაეყრდნობოდნენ სწორედ ეუთო/ოდირის დასკვნას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის […]

„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“ – ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებული ქართველი ხალხის ურყევი ნება

„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“ ვაცხადებთ, რომ ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებული ქართველი ხალხის ურყევი ნება,-ამის შესახებ „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ განცხადებაშია აღნიშნული. გაერთიანება კატეგორიულად გმობს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის აშკარა გადამეტებას, რაც მათი ცნობით, გამოიხატა მედიის წარმომადგენლებისა და პროტესტის მონაწილეთა მიმართ უფლებების დარღვევაში, მათ შორის, ფიზიკურ ძალადობაში. „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“ […]

რატი იონათამიშვილი – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მენტალურად არ გასულა „ორი ტრუპის“ მიდგომებისგან, ეს არის მათი მენტალობის სახე და საზოგადოებამაც იცის, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ყველაფრის მკადრებელი კრიმინალების დაჯგუფება

„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, ცხადია, მენტალურად არ გასულა „ორი ტრუპის“ მიდგომებისგან, ეს არის მათი მენტალობის სახე და ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ყველაფერს იკადრებენ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, რადიკალების აქციის ერთ-ერთი მონაწილის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ „შეიძლება იყოს მსხვერპლი“. მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამაც იცის, რომ „ნაცმოძრაობა“ არის […]

ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც აქციაზე დაკავებულები იმყოფებიან, სახალხო დამცველი მივიდა

ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც აქციაზე დაკავებულები იმყოფებიან, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მივიდა. იოსელიანს შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის ყველა იმ პირს გაესაუბრება, რომლებიც იზოლატორებში უკვე შესახლებული არიან, ან საპოლიციო მანქანებში თავიანთ რიგს ელოდებიან. იოსელიანი კომენტარს იზოლატორთან მას შემდეგ გააკეთებს, რაც უშუალოდ დაკავებულებს მონახულებს და მათგან კონკრეტულ ინფორმაციას მიიღებს.

პაატა მანჯგალაძე – უღირსი ფულის მონები ხართ, მალე დასრულდებით – ნიღბები ვერ დაგიცავთ!

სიცივით შეწუხებულ, უძილო, წვიმაში და ყინვაში ღამენათევ, მრავალჯერ მხუთავი აირით მოგუდულ მოქალაქეებს, ბავშვებს, ქალებს საკუთარ სარდაფებამდე რომ მისდევ, არბევ და უსწორდები, რისი ქართველი ხარ? – ასე მიმართა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ სამართალდამცავებს. მისი თქმით, ისინი „უღირსი ფულის მონები არიან“. „სიცივით შეწუხებულ, უძილო, წვიმაში და ყინვაში ღამენათევ, მრავალჯერ მხუთავი აირით მოგუდულ მოქალაქეებს, ბავშვებს, […]

გიორგი ტყემალაძე – შევასრულებთ ნაკისრ ყველა ვალდებულებას და აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა – დაუშვებელია ზოგიერთი რადიკალური დაჯგუფების დესტრუქცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყანას, მის მომავალს

ყველას გთხოვთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავაგრძელოთ ის პროცესი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, – ამ განცხადებით გახსნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომა. მან საზოგადოებას მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და პროტესტი მშვიდობიანად გამოხატონ. გიორგი ტყემალაძის თქმით, ხელისუფლების პოზიცია ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით არის ურყევი და ბოლო დღეების განმავლობაში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა ეს არაერთხელ […]

გიორგი გახარია – მივმართავ საქართველოს მეგობრებს აშშ-ში: ქართველი ხალხი ისმენს თქვენს მხარდაჭერას, მაგრამ ითხოვს მოქმედებას – სიტყვები აღარ კმარა, ქართველი ხალხი არ შეიძლება იყოს მარტო ამ ბრძოლაში, დადექით მათ გვერდით ახლა, სანამ გვიანი არაა

ნუ დააკანონებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სასწრაფოდ შემოიღეთ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები და ამ ქმედებებით, მხარი დაუჭირეთ ქუჩაში მყოფ ხალხს, რათა მივაღწიოთ არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნას, – ასე მიმართავს „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მეგობრებს. ის მათ ქართველი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ხალხი მოქმედებას ითხოვს, რადგან სიტყვები აღარ კმარა. „საქართველოს მეგობრებს […]

გაი ვერჰოფშტადტი – ბალტიის ქვეყნების შემდეგ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები მათ, ვინ პასუხისმგებლები არიან საქართველოში ძალადობაზე – დროა, სიტყვების ნაცვლად, ევროპამ იმოქმედოს

ბალტიის ქვეყნების შემდეგ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში ამბოხის დროს ძალადობაზე, – ამის შესახებ ბელგიელი ევროპარლამენტარი და ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გაი ვერჰოფშტადტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, ევროპამ, საუბრის ნაცვლად, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს. „ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროსა […]