არჩილ გორდულაძე აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე – პარტნიორობა და მეგობრობა ვიცით ორმხრივი, ღირსეულად ვასრულებთ ჩვენს წილ ვალდებულებებს და მიუღებელია, როცა საპასუხოდ ვიღებთ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებულ გადაწყვეტილებებს

რაც ვნახეთ, მეთიუ მილერმა რამდენჯერმე დაწერა პოსტი, შემდეგ წაშალა, შემდეგ ისევ დაწერა, კიდევ წაშალა და საბოლოო ჯამში, მივიღეთ განცხადება, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულიაო. სავარაუდოდ, ჩვენ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერეს, მათ შორის, შეგვიჩერეს პირდაპირი ფრენები – ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ, როდესაც პარტნიორობაზე გვაქვს საუბარი, პარტნიორობა და მეგობრობა ვიცით ორმხრივი, – ამის შესახებ საპარლამენტო […]
მირიან მირიანაშვილი – ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი – საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა. – ბატონო მირიან, მას შემდეგ, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა – „საქართველო 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან საქართველოს მოლაპარაკებების დაწყების საკითხს,“ საზოგადოებაში საპროტესტო ტალღა აზვირთდა. 5 დღე ეს ტალღა მძვინვარებს და რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებთ ძალოვნების დაუნდობენ ბრძოლას საზოგადოებასთან, რომელიც აპროტესტებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას […]
ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები საჯარო უწყებების თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების შენობასთან მივიდნენ და საჯარო უწყების თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს. „ამ შენობაში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა განთავსებული. მოგახსენებთ, რომ გაიფიცა აჭარის ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო განყოფილების უფროსი, მერაბ მიქელაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ოკუპანტი ქვეყნის რეჟიმის მეთოდებით იმართება ქვეყანა. მოვუწოდებთ ღირსეულ საჯარო […]
სპეცრაზმელების მიერ ნაცემ აქციის მონაწილეს თვალისა და ყბის ოპერაცია ჩაუტარდა

სპეცრაზმელების მიერ ნაცემ აქციის მონაწილეს თვალისა და ყბის ოპერაცია ჩაუტარდა აქციის ერთ ერთს მონაწილეს, დათო ოქრუაშვილს, რომელიც საპოლიციო ძალებმა 2 დღის წინ დააკავეს და სცემეს, თვალისა და ყბის ოპერაცია ჩაუტარდა. მას პლატინა ჩაუსვეს. როგორც “მთავარ არხთან” ოქრუაშვილის მეგობარი ამბობს, დაკავების შემდეგ ახალგაზრდას თან აღარ ჰქონდა საფულე და ტელეფონი. ბოლო მონაცემებით, შსს-მ მიმდინარე აქციებზე ჯამში 224 […]
თანამშრომლებს გამოუცხადეს ვინც პროევროპულ განცხადებას მოაწერეთ ხელი, საგარეოდან დაახვიეთო – ზურაბ ბატიაშვილი კულუარულ ინფორმაციებს აქვეყნებს

თანამშრომლებს გამოუცხადეს ვინც პროევროპულ განცხადებას მოაწერეთ ხელი, საგარეოდან დაახვიეთო – ზურაბ ბატიაშვილი კულუარულ ინფორმაციებს აქვეყნებს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს: სასწრაფო ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან: – ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა გია ზურაბაშვილმა საკუთარ თანამშრომლებს გამოუცხადა: ვინც პროევროპულ განცხადებას მოაწერეთ ხელი, საგარეოდან დაახვიეთო… მიდით ხალხო იქ. პროტესტის ერთ-ერთი მთავარი ადგილი საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს! გაავრცელეთ […]
თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორების ნაწილი ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და თანამშრომლების ნაწილის განცხადებით, საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ისინი აღნიშნავენ, რომ კონსტიტუციით გარანტირებული პროტესტის უფლების უხეში დარღვევა და მოქალაქეებთან სასტიკი დაპირისპირების ფაქტები გამოვლინდა. ისინი სოლიდარობას უცხადებენ შოთა რუსთაველის უნივერსიტეტისა და სრულად საქართველოს ახალგაზრდობის პროტესტს. ხელმომწერთა სია განახლებადია. “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკების […]
MACH & MACH-მა E-commerce გაშვება შეაჩერა – არ შეგვიძლია ვიზეიმოთ, როცა ჩვენი ქვეყანა განსაცდელშია

ქართული ბრენდი Mach & Mach, რომელის გაყიდვები თითქმის სრულად ევროპასა და ამერიკაზე მოდის და რომლითაც არა ერთი ჰოლივუდის ვარსკვლავი იმოსება, წერს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, MACH & MACH-მა მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს E-commerce გაშვება.
“მძარცველებმა იარაღი დაადეს” – ლიონში გიორგი მიქაუტაძის სახლი გაქურდეს

გუშინ “ლიონის” ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს, ამის შესახებ ინფორმაციას Le progres-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, თავად გიორგი ამ დროს სახლში იმყოფებოდა და ორი შეიარაღებული პირი იარაღით დაემუქრა. წყაროს ცნობით, ადგილი ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია. გამოცემის ინფორმაციით, მიქაუტაძის სახლიდან დაახლოებით 250 000 ევროდ შეფასებული ნივთები მოიპარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. შეგახსენებთ, გუშინ, ლიგა […]
კარგი ამბავი – “ფიორენტინას” ფეხბურთელი გონზე მოვიდა

სერია A-ს მეთოთხმეტე ტურში “ფიორენტინასა” და “ინტერის” მატჩის მე-17 წუთზე მასპინძელთა გუნდის 22 წლის ნახევარმცველმა ედოარდო ბოვემ გონება დაკარგა და მოედანზე წაიქცა. ბოვეს მოედანზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ედოარდოს ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა და გული გაუჩერდა. ცნობილი ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ცნობით, ბოვე გონებაზე მოვიდა და მეტყველებაც დაიწყო. ექიმების თქმით, ედოარდოს […]
მოლაპარაკებების გახსნა არ შეიძლება გამუდმებით გამოიყენებოდეს, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი – ირაკლი კობახიძე

რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას – არ შეიძლება ეს საკითხი გამუდმებით გამოიყენებოდეს, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ისევე, როგორც წელიწადნახევრის განმავლობაში გამოიყენებოდა კანდიდატის სტატუსი შანტაჟის ინსტრუმენტად. დადონ მაგიდაზე, ვაწერთ ხელს, მაგრამ კიდევ ერთხელ – საქმე შანტაჟის ნაცვლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ევროკავშირში მოვლენები უფრო ჯანსაღი მიმართულებით […]