„არავითარი გამართლება არ გააჩნია ძალადობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის“ – მიხეილ სარჯველაძე

„არავითარი გამართლება არ გააჩნია ძალადობას, სულერთია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის აქედან გამომდინარე, ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ურყევია და ძალადობრივი ქმედებები გაუმართლებელი და შეუწყნარებელია.“ – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სამინისტრო საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში აწვდის, იმის შესახებ, თუ რა სახის სამედიცინო მომსახურება გაეწიათ […]

მშვიდობიანი აქტივიზმის უფლება არ უნდა დაირღვეს ძალადობრივი მეთოდებით – პროკრედიტი

პროკრედიტ ბანკი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მშვიდობიანი აქტივიზმის თავისუფალი გამოხატულება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც არ უნდა დაირღვეს, მითუმეტეს, ძალადობრივი მეთოდებით. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გამოვხატოთ პროკრედიტ ბანკის პოზიცია. ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს და დასავლეთისკენ სწრაფვას, რომელიც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია მისი დამოუკიდებლობის დღიდან და ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ამავე დროს, […]

ეუთო/ოდირის ოფიციალური განცხადებიდან მოვისმინეთ, რომ საქართველოს ჰყავს ახლადარჩეული ხელისუფლება. შესაბამისად, ეს დასკვნა რა თქმა უნდა, არ მოსწონთ რიგ პოლიტიკოსებს ევროპაში, რომლებიც აქამდე აცხადებდნენ, რომ სწორედ ეუთო/ოდირის დასკვნას დაეყრდნობოდნენ

ეუთო/ოდირის ოფიციალური განცხადებიდან მოვისმინეთ, რომ საქართველოს ჰყავს ახლადარჩეული ხელისუფლება. შესაბამისად, ეს დასკვნა რა თქმა უნდა, არ მოსწონთ რიგ პოლიტიკოსებს ევროპაში, რომლებიც აქამდე აცხადებდნენ, რომ სწორედ ეუთო/ოდირის დასკვნას დაეყრდნობოდნენ „როდესაც არჩევნები ჩატარდა და ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ, ეუთო/ოდირის ოფიციალური განცხადება მოვისმინეთ, სადაც თქვეს, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული. მათ ხაზი გაუსვეს ცესკოს პროფესიონალიზმს და აღნიშნეს […]

ლევან მაჭავარიანი აშშ-ს მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე – სტრატეგიული პარტნიორობა 2009 წელს, მიხეილ სააკაშვილის წაგებული ომის შემდეგ გაფორმდა – ეს იყო უბრალოდ ფურცელზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა

პირველ რიგში, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ბატონი მილერი ამ განცხადებას „ტვიტერზე“ ავრცელებდა, შემდეგ ის „ტვიტი“ წაშალა, შემდეგ ისევ დადო, გაუგებარი იყო. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ მან სცადა ცეცხლზე დაესხა ნავთი, აეწია საპროტესტო მუხტი, შეგახსენებთ, რომ ამ ადმინისტრაციას დარჩა თვე-ნახევარი დაახლოებით, შესაბამისად არასერიოზულია ასეთი განცხადებების გაკეთება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა, […]

ალექსი პეტრიაშვილი – საგარეო საქმეთა სამინისტროში ირაკლი კობახიძე ვერაფერს გახდა და როგორც დამალულად შეიპარა, ისე დამალულად გაიპარა – ეს ყველაფერი უნდა გადაიზარდოს დაუმორჩილებლობაში და საყოველთაო გაფიცვაში

საგარეო საქმეთა სამინისტროში [ირაკლი კობახიძე] ვერაფერს ვერ გახდა და როგორც დამალულად შეიპარა, ისე დამალულად გაიპარა, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრმა, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ჟურნალისტებს განუცხადა. პეტრიაშვილის თქმით, მათ სურდათ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა, რათა აეხსნათ, თუ „რატომ არის ის რუსული რეჟიმის მონაწილე და ნაწილი“. „საგარეო საქმეთა სამინისტროში ის [ირაკლი კობახიძე] ვერაფერს ვერ […]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები თსუ-ის მაღლივი კორპუსიდან თსუ-ის პირველ კორპუსთან მსვლელობით მიდიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები თსუ-ის მაღლივი კორპუსიდან თსუ-ის პირველ კორპუსთან მსვლელობით მიდიან. მათ თავდაპირველად მაღლივ კორპუსთან აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს. როგორც სტუდენტები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, უნივერსიტეტმა შექმნილ ვითარებაზე დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია, შეწყვიტოს სასწავლო პროცესი და გაიფიცოს.

ომბუდსმენი – აბსოლუტურად მიუღებელია, როცა პოლიცია თავის უფლებამოსილებას ამეტებს – როდესაც ადამიანები არ ისჯებიან გადაცდომებისთვის, ეს შემდგომ უფრო ბრუტალურ სახეს იღებს

ნამდვილად არ მიჭირს იმის შეფასება, რასაც ვხედავ და ნამდვილად არ მიჭირს იმის თქმა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პოლიცია თავის უფლებამოსილებას ამეტებს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საპოლიციო ძალების მოქმედებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, როდესაც კონკრეტული ადამიანები არ ისჯებიან ასეთი გადაცდომებისთვის, ეს შემდგომ უფრო და უფრო ბრუტალურ სახეს […]

რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე – არჩევნებამდე ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა მთავარი 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასებაში, ახლა ისეთი პოზიციები უკავიათ, თითქოს ეუთო/ოდირი აღარც არსებობს – ისინი არიან ორმაგი სტანდარტების მსახურები

ეს ადამიანები არჩევნებამდე ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა მათთვის მთავარი 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასებაში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, რადიკალური ოპოზიციის და მათი უცხოელი მოკავშირეების მიერ ეუთო/ოდირის დასკვნის იგნორირებაზე საუბრისას განაცხადა. იონათამიშვილის თქმით, ეუთო/ოდირი 26 ოქტომბრის არჩევნებს საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევს და აღიარებს შედეგებსაც, შესაბამისად, ვინაიდან […]

„საერთაშორისო სავაჭრო პალატა“ დემონსტრანტების მხარდასაჭერად გაიფიცა

საქართველოში „საერთაშორისო სავაჭრო პალატამ“ (ICC) გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო – მათი ოფისები 2024 წლის 5 დეკემბრამდე დაიკეტება. “საერთაშორისო სავაჭრო პალატამ” სპეციალურ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ ICC-ი მკაცრად გმობას მმართველი პარტიის ”ქართული ოცნების” მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მიერ არჩევნების უხეშმა გაყალბებამ ქვეყნის ყველა ქალაქში ფართო საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია […]

შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის სკოლის მოსწავლე შვილი, მარიამი, გაკვეთილიდან გამოაგდეს ლანჩხუთის მე-2 საჯარო სკოლაში, რადგანაც თქვა რომ არ უნდა რუსეთი…

შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის სკოლის მოსწავლე შვილი, მარიამი, გაკვეთილიდან გამოაგდეს ლანჩხუთის მე-2 საჯარო სკოლაში, რადგანაც თქვა რომ არ უნდა რუსეთი… სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის სკოლის მოსწავლე შვილი, მარიამი, გაკვეთილიდან გამოაგდეს ლანჩხუთის მე-2 საჯარო სკოლაში, რადგანაც თქვა რომ არ უნდა რუსეთი… რამაზ გიგაური წერს: მთელი კლასი თანაგრძნობის ნიშნად უკან გაჰყოლია. წყარო: […]