ნამახვანჰესის საქმე: საქართველომ „ენკას“ $383,2 მლნ უნდა გადაუხადოს

საქართველომ 383,2 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს კომპანია „ენკას“, რომელმაც რიონის ხეობაში ნამახვანჰესი ვერ ააშენა. ინფორმაციას „ენკას“ სამშენებლო კომპანია ავრცელებს. „საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი დასრულდა და გადაწყდა, რომ ჩვენი კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა სამართლიანი იყო. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას დაევალა ჩვენი კომპანიისთვის დაახლოებით 383.2 მილიონი აშშ დოლარის კომპენსაციის გადახდა“, — ნათქვამია განცხადებაში. ქართულ მხარეს ჯერ ინფორმაცია არ […]
,,ლარის კურსი რუბლს მიყვება უკვე ისე შესანიშნავად დავსინქრონდით რუსეთთან“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი: ,,ლარის კურსი რუბლს მიყვება უკვე ისე შესანიშნავად დავსინქრონდით რუსეთთან. ბიზნესებო, ნამუსი და მორალი თქვენ არ გაქვთ , მაგრამ თვითგადარჩენის ინსტიქტი მაინც არაფერს გკარნახობთ?”
,,საჯარო მოხელეებო, არ დაწეროთ წასვლაზე განცხადება. ქვეყანას გაბედული, თამამი პროფესიონალები ჭირდება!” – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თუნა ხიდაშელი: ,,საჯარო მოხელეებო, — არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ სამსახური საკუთარი ინიციატივით; — არ დაწეროთ წასვლაზე განცხადება. ქვეყანას გაბედული, თამამი პროფესიონალები ჭირდება დღეს და დაჭირდება ხვალ. გააგრძელეთ წინააღმდებოდა, პროტესტი და თუ სუპერ რეტროგრადი, რუსი ქოცი გყავთ უფროსად თავად გაგიშვათ, ჩაგაბაროთ გათავისუფლების ბრძანება. — ჩვენ რაღათქმა უნდა მზად ვართ ინდივიდუალუად ყველას დაგეხმაროთ. ბევრი […]
შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა თანამდებობა დატოვა

შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორი გიორგი გაბეხაძე წერს, რომ თანამდებობას ტოვებს: ,,დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის თანამდებობა და დავეთხოვო შსს სამინისტროს სისტემიდან”
18:30-იდან თსუ-სთან პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების შეკრება დაიწყება

დღეს, 18:30 საათიდან თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების შეკრება დაიწყება. 19:00-ზე აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართებიან.
6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს. „თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +17 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში […]
ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი ანრი ოხანაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი ანრი ოხანაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ანრი ოხანაშვილის პროფესიულ გამოცდილებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანრი ოხანაშვილი წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობდა არაერთი მიმართულებით და იქნება წარმატებული იუსტიციის მინისტრი. ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის რატი […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ორგანიზებით, უნივერსიტეტის A კორპუსიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობა გაიმართება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით დღეს მსვლელობა გაიმართება ლოზუნგით – დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია! მსვლელობა 18:00 საათზეა დაგეგმილი. ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც დემონსტრანტებზე ძალადობას გმობენ. „შეშფოთებულები ვართ იმ განსაკუთრებული სისასტიკით, რომელსაც ამ დღეებში იყენებენ ჩვენი ახალგაზრდების წინააღმდეგ. […]
იენს სტოლტენბერგი – კიევმა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები, შესაძლოა, დროებით დათმოს

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ომის სწრაფად დასრულების შესაძლო ვარიანტად რუსეთისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დროებით დათმობას განიხილავს, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ სტოლტენბერგმა პორტალ Table.Briefings-თან ინტერვიუში განაცხადა. „თუ ცეცხლის შეწყვეტის ხაზი ნიშნავს, რომ რუსეთი გააგრძელებს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიის კონტროლს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინამ სამუდამოდ უნდა მიატოვოს ეს მიწები“, – განაცხადა ნატო-ს […]
ნინო წილოსანი – საინტერესოა, ეუთო/ოდირი აქამდე როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის, ასევე ჩვენი ოპოზიციისთვის კომპეტენტური უწყება იყო მანამ, სანამ არ დაწერა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურია

საინტერესოა, რომ ეუთო/ოდირი აქამდე როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის, ასევე ჩვენი ოპოზიციისთვის კომპეტენტური უწყება იყო მანამ, სანამ ეუთო/ოდირმა არ დაწერა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არის ლეგიტიმური და რომ ამ არჩევნებმა მაღალი სტანდარტებით ჩაიარა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა. ნინო წილოსანის თქმით, ეუთო/ოდირის განცხადება, რომ არჩევნებმა კარგად ჩაიარა, ოპოზიციისთვის და ევროპელი პოლიტიკოსებისთვის აღარაფერს ნიშნავს. […]