„დაირღვა კონსტიტუცია, „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩევნები მიიტაცა“ – ამ შეძახილებით, აქციის მონაწილეები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მივიდნენ

„დაირღვა ქვეყნის კონსტიტუცია, „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩევნები მიიტაცა“ – ამ შეძახილებით, ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მივიდნენ. მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოდან ობიექტურ გადაწყვეტილებას ელოდებიან. „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ კონსტიტუციური წესრიგი დაარღვია და ძალაუფლების მიტაცებას ცდილობს, რაც ხალხის ნებას არ გამოხატავს. კონსტიტუციური სამართლიანობის ჩარჩოში დაბრუნება – საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აღკვეთოს თვითმარქვია […]
ანა დოლიძის განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ამის შესახებ დოლიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი შეფასებით, იმ ვითარების ფონზე, როდესაც მთავრობამ ევროკავშირში მოლაპარაკებები შეაჩერა, პროცესიდან გამოვიდა და დახმარებაზე უარი თქვა, „სამარცხვინოა, რომ ვახტანგ მახარობლიშვილი ბელგიაში ზის“. „კონფორმიზმი კი არა, მედროვეობა კი არა, რა საქციელია ეს?! თან მინდა […]
ნინო წილოსანი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე – სტრატეგიული პარტნიორობა, სამწუხაროდ, არ აისახებოდა არაფერ ხელშესახებზე – არც ვიზა ლიბერალიზაციაზე, არც თავისუფალ ვაჭრობაზე

თავისთავად, ალბათ, იყო მოლოდინი გარეთაც და შიგნითაც, რომ ამ განცხადებას რაღაც განსაკუთრებული აღშფოთება მოჰყვებოდა და განსაკუთრებულ ტალღას გამოიწვევდა აქციებზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქე დაფიქრდება და მიხვდება, რომ სტრატეგიული პარტნიორობა როგორც ასეთი, სამწუხაროდ, არ აისახებოდა არაფერ ხელშესახებზე, ვგულისხმობ – არც ვიზა ლიბერალიზაციაზე, არც თავისუფალ ვაჭრობაზე, არც რაიმე ისეთ განსაკუთრებულ პრინციპებზე, რომლებიც აქეთ […]
“პრემიერლიგას ამიტომ ვერ მოვიგებთ” – ენცო მარესკა

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ენცომ მარესკამ ESPN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წელს მის გუნდს პრემიერლიგის მოგების შანსი არ აქვს. “ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც კარიერაში სულ ერთ ფინალში აქვთ ნათამაშები. ამიტომ უნდა გავიზარდოთ და უკეთესები გავხდეთ, ამის შემდეგ კი სატიტულო რბოლაში ჩავერთვებით. თუმცა გამოცდილების ნაკლებობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც “ლივერპულს”, “მანჩესტერ სიტისა” და “არსენალს” ჩამოვრჩებით. შეგახსენებთ, “ლურჯები” […]
როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?

გარემოს ეროვნული სააგენტო, 3-5 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ, ინფორმაციას აქვეყნებს. 6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს. ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +17 […]
ლევან იოსელიანი – ვითხოვ, ახალი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მიიღონ, რომლითაც აღარ იქნება შესაძლებელი, ერთი პოლიციელის ჩვენებით მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღოს

ვითხოვდი და ახლაც ვაგრძელებ მოთხოვნას, ახალი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მიიღონ, რომლითაც აღარ იქნება შესაძლებელი, ერთი პოლიციელის ჩვენებით მიიღოს მოსამართლემ გადაწყვეტილება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. აღნიშნულით მან უპასუხა კითხვაზე, როგორ შეაფასებდა იმ ფაქტს, რომ სასამართლო დაკავებულებს ადმინისტრაციულ სახდელს პოლიციელების ჩვენებების მიხედვით ადებს. იოსელიანის თქმით, პრობლემა საბჭოთა კავშირის პერიოდის “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსია”. „აქ […]
,,უცხოელი ბიზნესმენები საქართველოში ტურისტადაც აღარ ჩამოვლენ, არა თუ ფულის ჩასადებად’’- თემურ ჭყონია

ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ უცხოელი ბიზნესმენები საქართველოში ტურისტადაც აღარ ჩამოვლენ, არა თუ ფულის ჩასადებად. ბიზნესმენი ,,კომერსანტთან’’ აცხადებს, რომ ევროპასთან და აშშ-თან პოლიტიკური კავშირების გაწყვეტის ფონზე საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხი სასაცილოა. ,,სასაცილოა უკვე ეგ თემა. უცხოელი ბიზნესმენები საქართველოში ტურისტადაც აღარ ჩამოვლენ არა თუ ფულის ჩასადებად. როდესაც პოლიტიკური ურთიერთობები გაწყვეტილია ვინ ჩამოვა აქ? მიზეზი რა […]
გდანსკის საშობაო ბაზრობა ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა

პოლონეთის ქალაქ გდანსკში საშობაო ბაზრობა ევროპაში საუკეთესოდ აირჩიეს ონლაინ ხმის მიცემის შემდეგ, რომელშიც 750 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ყოველწლიური კონკურსი 2009 წლიდან იმართება European Best Destinations-ის მიერ. წელს გდანსკმა 92000-ზე მეტი ხმით პირველი ადგილი დაიკავა, რაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის თითქმის 12%-ია. დაჯილდოება 3 დეკემბერს გაიმართება.
„საქართველოს ადგილი ევროპაშია – ვგმობთ თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ სახის ძალადობას“ – ლისი დეველოპმენტი

„ლისი დეველოპმენტი“ მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით და გმობს თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ სახის ძალადობას“ – ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს კომპანია „ლისი დეველოპმენტი“ ეხმიანება. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში კომპანია წერს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. „ლისი დეველოპმენტის ღირებულებები ეფუძნება ევროპულ პრინციპებს. ლისი დაარსების დღიდან ცდილობს დასავლური სტანდარტების დანერგვას საქმიანობის ყველა ეტაპზე. კომპანია მრავალი წელია თანამშრომლობს ევროპის […]
ნამახვანჰესის საქმე: საქართველომ „ენკას“ $383,2 მლნ უნდა გადაუხადოს

საქართველომ 383,2 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს კომპანია „ენკას“, რომელმაც რიონის ხეობაში ნამახვანჰესი ვერ ააშენა. ინფორმაციას „ენკას“ სამშენებლო კომპანია ავრცელებს. „საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი დასრულდა და გადაწყდა, რომ ჩვენი კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა სამართლიანი იყო. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას დაევალა ჩვენი კომპანიისთვის დაახლოებით 383.2 მილიონი აშშ დოლარის კომპენსაციის გადახდა“, — ნათქვამია განცხადებაში. ქართულ მხარეს ჯერ ინფორმაცია არ […]