იენს სტოლტენბერგი – კიევმა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები, შესაძლოა, დროებით დათმოს

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ომის სწრაფად დასრულების შესაძლო ვარიანტად რუსეთისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დროებით დათმობას განიხილავს, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ სტოლტენბერგმა პორტალ Table.Briefings-თან ინტერვიუში განაცხადა. „თუ ცეცხლის შეწყვეტის ხაზი ნიშნავს, რომ რუსეთი გააგრძელებს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიის კონტროლს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინამ სამუდამოდ უნდა მიატოვოს ეს მიწები“, – განაცხადა ნატო-ს […]
ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი ანრი ოხანაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი ანრი ოხანაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ანრი ოხანაშვილის პროფესიულ გამოცდილებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანრი ოხანაშვილი წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობდა არაერთი მიმართულებით და იქნება წარმატებული იუსტიციის მინისტრი. ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის რატი […]
გიორგი ვაშაძე – ეკონომიკურ კოლაფსზე პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი და მისი ეს მარიონეტი ჭანჭიკები – რაც შეეხება ამერიკის გადაწყვეტილებას, ეს არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა, ამას ძალიან მკაფიოდ ვხედავთ

ეს არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა – ამას ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ამ ყველაფერს საქართველო მას შემდეგ დაიბრუნებს, „რაც ამ თვითმარქვია რეჟიმს გავუშვებთ ხელისუფლებიდან“. „თვითმარქვია რეჟიმი არის თვითონ დამნაშავე ყველაფერში, რაც ხდება. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მას. რაც […]
ანა დოლიძე – გერმანიის ჩართულობა საქართველოს მომავლის საკითხში გადამწყვეტია

გერმანიის ჩართულობა საქართველოს მომავლის საკითხში გადამწყვეტია, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ “დოიჩე ველესთან” განაცხადა. ანა დოლიძემ “დოიჩე ველესთან” საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და ინტერვიუში „პროტესტებისა და გაყალბებული არჩევნების შესახებ“ გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის სიტყვა, რომელიც საქართველოს ისტორიული მოკავშირეა 100 წელზე მეტია.
გიორგი გახარია – როცა ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყავი, დღევანდელებივით კი არ ვიმალებოდი, სადმე კონფლიქტი თუ იყო, წინა ხაზზე ვიყავი, კი არ ვქეიფობდი, მაშინ როცა ხალხს არბევდნენ

როცა ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყავი, დღევანდელებივით კი არ ვიმალებოდი, სადმე კონფლიქტი თუ იყო, წინა ხაზზე მე ვიყავი. კი არ ვქეიფობდი, მაშინ როცა ხალხს არბევდნენ, ვიყავი იქ – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გახარია სახალხო დამცველის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ლევან იოსელიანი მასზე საუბრობს და აღნიშნა, რომ სჯობს, სახალხო დამცველმა […]
ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე – უკანონოდ დაპატიმრებულებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქვეყნის მასშტაბით მოვემსახურებით, რათა ადამიანებმა თავი მარტო და დაუცველად არ იგრძნონ

ჩვენ უკანონოდ დაპატიმრებულებს მოვემსახურებით არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, არავის დავტოვებთ სამართლებრივი უზრუნველყოფის გარეშე, რადგან ადამიანებმა თავი არ იგრძნონ მარტო და დაუცველად, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დაკავებული ადამიანები ნაცემები არიან და მრავალჯერადი დაზიანებები ეტყობათ, მაგრამ ამის მიუხედავად ამბობენ, რომ აქციები არ […]
უპირობოდ ვუჭერთ მხარს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს – “ჩივნინგის” სტიპენდიანტები

ჩივნინგის სტიპენდიანტები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან. “ჩვენ, ჩივნინგის პროგრამაში სხვადასხვა წელს გამარჯვებული სტიპენდიანტები, ვაცხადებთ, რომ უპირობოდ ვუჭერთ მხარს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველოს ევროპული მომავალი ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის ისტორიული და შეგნებული არჩევანია. ვთვლით, რომ ევროპის კავშირში საქართველოს ინტეგრაციისთვის საჭირო ძალისხმევის “2028 წლამდე დროებით შეჩერება” მიუღებელია, ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას და არ შეესაბამება […]
„მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე“ – პაატა ბაირახტარი

ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ლარის გაუფასურებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე. ეკონომისტი ასევე აცხადებს, რომ საჭიროა არაგეგმური სხდომის გამართვაც. ,,მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე. ეს ერთის მხრივ ხელს შეუწყობს კურსს, დაუბრუნდეს თავის მაკროეკონომიკურ მდგენელებს, ხოლო მეორე მხრივ, გაფანტავს აჟიოტაჟურ მოთხოვნას ბაზარზე. ეს არის სებ-ის კონსტიტუციური მოვალეობა და საერთაშორისო […]
TI-ის იურისტი: სამსახურის დატოვების მუქარა დაადოკუმენტირეთ, განცხადება არ დაწეროთ

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს იურისტი თეო ზაქარაშვილი იმ საჯარო მოხელეებს მიმართავს, რომლებიც ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას გაემიჯნენ. ზაქარაშვილი საჯარო მოხელეებს რამდენიმე საშუალებას სთავაზობს იმ შემთხვევაში, თუ მათი განცხადებების გამო სამსახურის დატოვებას აიძულებენ. “საჯარო მოხელეებო, თუ თქვენი განცხადებების გამო ვინმე სამსახურიდან წასვლას გაიძულებთ: 1. არ დაწეროთ საკუთარი ნებით განცხადება, ეს მხოლოდ აიოლებს თქვენს გაგდებას; 2. ასეთი მუქარა როგორმე […]
,,მასობრივად პარავენ ნაცემებს და გატაცებულებს ტელეფონებს, თუ კიდევ რამე მოეწონათ, იმასაც” – ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე: ,,იმ დღეს აკა ზარქუას, ცემის დროს ამოაცალეს მზის სათვალე ჩანთიდან, მეთქი ფუ, ეს ორლარიანი ბანძები, ერთი შემთხვევა მეგონა, მაგრამ თურმე სად ხარ – მასობრივად პარავენ ნაცემებს და გატაცებულებს ტელეფონებს, თუ კიდევ რამე მოეწონათ, იმასაც. ეს მართლა ორლარიანი ბანძები, მალე ბოტასებს გახდიან ხალხს და ჩაიცმევენ.”