მიხეილ სააკაშვილი – საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად – ასევე იყო ვარდების რევოლუციის დროსაც

საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად. ასევე იყო ვარდების რევოლუციის დროსაც, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოცილაურ ქსელში წერს. მისი თქმით, „ეს არის ჩვენი გაბედული ახალგაზრდების და ყველა ასაკის ადამიანის თავდადების პირდაპირი შედეგი“. „მიუხედავად მთელს მსოფლიოში სხვადასხვა რეგიონებისა და სენსაციური ამბების დუღილისა, საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად. […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8478 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8478 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8478 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7794 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0684 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9967 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9348 ლარს შეადგენდა. […]
გაბრიელიუს ლანდსბერგისი და მარგუს ცაჰკნა იმ პირების სიას აქვეყნებენ, ვისაც ლიეტუვასა და ესტონეთში შესვლა აეკრძალა, მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, ვაჟა სირაძე და „ხარება”

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა იმ ადამიანების სიას აქვეყნებენ, ვისაც ლიეტუვაში და ესტონეთში შესვლა აეკრძალათ, მათ შორისაა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. „უარი ეთქვათ ლიეტუვაში შესვლაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამო: ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს, შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, […]
სტუბი: საერთო ეროვნული პროტესტი ცხადყოფს ქართველების სურვილს, გააგრძელონ ევროპული გზა

სასწრაფო დისკუსია მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. პარტია ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შეაჩერებს ქვეყნის ევროკავშირის გზას. ეს არის რადიკალური ცვლილება წინა პოლიტიკისგან, რომელიც ეფუძნებოდა ქვეყნის კონსტიტუციას. საერთო ეროვნული პროტესტი ცხადყოფს ქართველების ძლიერ სურვილს გააგრძელონ ევროპული გზა. მათი პროტესტი არ უნდა ჩაახშონ.
“პირველი მერცხალი” – შსს-ს აკადემია ინსტრუქტორმა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსმა ინსტრუქტორმა, გიორგი გაბეხაძემ სამსახური დატოვა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაბეხაძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მან შსს-ს “პირველი მერცხალი” უწოდა. “დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს-ს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი […]
“ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობის” დამფუძნებელი აქციაზე სასტიკად სცემეს

“ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობის” დამფუძნებელი, ერეკლე ლოლაძე ძმასთან ერთად 30 ნოემბრის ღამეს, პროევროუპულ საპროტესტო აქციაზე სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა. ის აღნიშნავს, რომ ეს კადრები ტელეეთერებშიც იყო. “ვერცერთი ჭრილობა და მოტეხილობა ვერ იქნება იმაზე დიდი ტკივილი ვიდრე თავისუფლების დაკარგვა!ყველაფერი ადვილი აღსადგენია, ბიზნესიც, სამსახურიც და ჯანმრთელობაც, მაგრამ ქვეყნის რუსეთზე გადაბარება ბევრად ძვირი დაგვიჯდება, ამიტომ გარეთ! ყველაზე მხდალი ხალხია […]
ლადო ტატიშვილი უნდა გადადგეს და აჭარის მაუწყებელი ხალხს დავუბრუნოთ – ამ შეძახილებით სტუდენტები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან აქციას მართავენ

ლადო ტატიშვილი უნდა გადადგეს და აჭარის მაუწყებელი ხალხს დავუბრუნოთ, – ამ შეძახილებით სტუდენტები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან მივიდნენ და არხზე დახურული გადაცემების გამო პროტესტი გამოთქვეს. მათი თქმით, გადაცემები, რომლებშიც საპროტესტო აქციები შუქდებოდა, გაურკვეველი მიზეზით დახურეს. აქციის მონაწილეები ტელევიზიასთან რჩებიან და განმარტებებს ელოდებიან. „ბათუმში ძლიერი სტუდენტური მოძრაობა დაიწყო, რომელმაც გამოაფხიზლა მთელი სტუდენტობა, მაგრამ […]
„დაირღვა კონსტიტუცია, „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩევნები მიიტაცა“ – ამ შეძახილებით, აქციის მონაწილეები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მივიდნენ

„დაირღვა ქვეყნის კონსტიტუცია, „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩევნები მიიტაცა“ – ამ შეძახილებით, ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მივიდნენ. მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოდან ობიექტურ გადაწყვეტილებას ელოდებიან. „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ კონსტიტუციური წესრიგი დაარღვია და ძალაუფლების მიტაცებას ცდილობს, რაც ხალხის ნებას არ გამოხატავს. კონსტიტუციური სამართლიანობის ჩარჩოში დაბრუნება – საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აღკვეთოს თვითმარქვია […]
ნინო წილოსანი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე – სტრატეგიული პარტნიორობა, სამწუხაროდ, არ აისახებოდა არაფერ ხელშესახებზე – არც ვიზა ლიბერალიზაციაზე, არც თავისუფალ ვაჭრობაზე

თავისთავად, ალბათ, იყო მოლოდინი გარეთაც და შიგნითაც, რომ ამ განცხადებას რაღაც განსაკუთრებული აღშფოთება მოჰყვებოდა და განსაკუთრებულ ტალღას გამოიწვევდა აქციებზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქე დაფიქრდება და მიხვდება, რომ სტრატეგიული პარტნიორობა როგორც ასეთი, სამწუხაროდ, არ აისახებოდა არაფერ ხელშესახებზე, ვგულისხმობ – არც ვიზა ლიბერალიზაციაზე, არც თავისუფალ ვაჭრობაზე, არც რაიმე ისეთ განსაკუთრებულ პრინციპებზე, რომლებიც აქეთ […]
ანა დოლიძის განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ამის შესახებ დოლიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი შეფასებით, იმ ვითარების ფონზე, როდესაც მთავრობამ ევროკავშირში მოლაპარაკებები შეაჩერა, პროცესიდან გამოვიდა და დახმარებაზე უარი თქვა, „სამარცხვინოა, რომ ვახტანგ მახარობლიშვილი ბელგიაში ზის“. „კონფორმიზმი კი არა, მედროვეობა კი არა, რა საქციელია ეს?! თან მინდა […]