გიორგი გახარია – მთელი კამპანია ჰქონდათ აგებული იმაზე, ჩვენ ვართ მშვიდობაო და ჩვენ ვართ ღირსებით ევროპაო – „მშვიდობა“ მოგვიწყვეს შუაგულ თბილისში და ევროპაზე გვითხრეს – 4 წელი არაო – არანორმალურებს არ ვპასუხობ

მთელი კამპანია ჰქონდათ აგებული იმაზე, რომ ჩვენ ვართ მშვიდობაო და ჩვენ ვართ ღირსებით ევროპაო. „მშვიდობა“ მოგვიწყვეს შუაგულ თბილისში და ევროპაზე გვითხრეს, რომ 4 წელი არაო – არანორმალურებს არ ვპასუხობ, საკუთარ თავს ელაპარაკოს სარკეში! – ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას შეეხებოდა, სადაც ირაკლი კობახიძე გახარიას შს მინისტრობასა და […]

ანა დოლიძე – ეს ხელისუფლება ისეთივე ჯალათად გადაიქცა, რასაც ადრე ვებრძოდით

„კლანს“ ახალი მოსამართლე უპოვია, ვიღაცა ჯალათი, ზვიად ცეკვავა, ეს მოსამართლე ზის და 40-50 ადამიანს ასამართლებს ერთი და იმავე მტკიცებულებებით – ეს ხელისუფლება ისეთივე ჯალათად გადაიქცა, როგორსაც ადრე ვებრძოდით, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა. მისი თქმით ქვეყანაში ავტორიტარული რეპრესიები მიმდინარეობს. „მოგესალმებით თბილისის საქალაქო სასამართლოდან. ველოდები საქმეების დაწყებას, ჯერჯერობით […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 დეკემბერს, 11:00-დან 13:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში ჭიჭინაძის, ანდრონიკაშვილის, პლატინის, კეცხოველის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე მუხათგვერდში; 17:00-დან 18:30 საათამდე […]

თანამდებობა დატოვა შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების უფროსმა ინსტრუქტორმა – პრეზიდენტმა მას “პირველი მერცხალი” უწოდა

თანამდებობა დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა გიორგი გაბეხაძემ – ინფორმაციას ის თავად ავრცელებს ფეისბუკის პირად გვერდზე. “დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის თანამდებობა და დავეთხოვო შსს სამინისტროს […]

“ვუერთდებით სახალხო პროტესტს” – Making Science Sweeft-ის თანამშრომლები იფიცებიან

Making Science Sweeft-ის თანამშრომლები იფიცებიან და უერთდებიან პროტესტს ხელახალი არჩევნების დანიშვნისა და ქვეყნის დასავლურ კურსზე დაბრუნების მოთხოვნით. შესაბამის განცხადებას ხელს უკვე აწერს 70-ზე მეტი ადამიანი და მათი რაოდენობა მზარდია. ხელმომწერები პროტესტის ნიშნად იფიცებიან. “Making Science Sweeft-ის თანამშრომლები ქვეყანაში განვითარებული უკიდურესად მძიმე მოვლენების გამო საჭიროდ ვთვლით ჩვენი პროტესტი სამსახურიდან გაფიცვითაც გამოვხატოთ. ვუერთდებით სახალხო პროტესტს ხელახალი არჩევნების […]

მიუღებელია ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც მშვიდობიანად იცავენ ქვეყნის ისტორიულ არჩევანს – “სმაგლერსი”

სასმელების მაღაზია “სმაგლერსი” ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის დასავლური კურსი უალტერნატივოა. ამასთან, “სმაგლერსი” გმობს ძალადობას მშვიდობიან დემონსტრანტებზე.

თქვენი “პრადვინუტი” აზროვნებით, მაინტერესებს, დღეს რომ ხელისუფლება გადადგეს, ვინ მოდის სათავეში თქვენი ხელშეწყობით?! “ხლაპუშკიანი” მოძალადე ბავშვები, თუ მევახშე ხაზარაძე? ან სისხლისმსმელი გვარამია, მელია-სააკაშვილი? თუ ვინ? – მიპასუხეთ!

თქვენი “პრადვინუტი” აზროვნებით, მაინტერესებს, დღეს რომ ხელისუფლება გადადგეს, ვინ მოდის სათავეში თქვენი ხელშეწყობით?! “ხლაპუშკიანი” მოძალადე ბავშვები, თუ მევახშე ხაზარაძე? ან სისხლისმსმელი გვარამია, მელია-სააკაშვილი? თუ ვინ? – მიპასუხეთ! თბილისის საკრებულოს წევრი მიხეილ ამაშუკელი, მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით წერს: “გუშის დავდე ვიდეო, სადაც ახალგაზრდა ადამიანი პიროტექნიკას მიშვერით ესვრის სპეცდანიშნულების რაზმს და აღვნიშნე, რომ სამწუხაროა, როდესაც ადამიანები, რომლებიც […]

„თუ ლარის კურსი 2.95-ს გადასცდა, 3-იან ნიშნულსაც მიაღწევს“ – ნიკა შენგელია

დღეს, 2 დეკემბრის 16:55 საათისთვის, bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარი 2.8478 ლარად ივაჭრება. ეკონომისტ ნიკა შენგელიას შეფასებით, თუ ლარის კურსი 2.95-ს გადასცდა, სავარაუდოა, რომ დღის ბოლომდე 3-ლარიან ნიშნულსაც მიაღწევს. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს დასტაბილურების ბერკეტი ჰქონდა, თუმცა ახლა, მსგავსი ბერკეტების ამოქმედება დაგვიანებულია. „ლარის კურსი თუ 2.95-ს გადასცდა, დღის ბოლომდე 3-იან ნიშნულსაც მიაღწევს. 3 ლარი […]

ლარი დოლართან თითქმის 7 თეთრით გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8478 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8478 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7794 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0684 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9967 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9348 ლარს შეადგენდა. […]

ლევან ხაბეიშვილი – ჩამოშლილი, დემორალიზებულია რუსული „ომონი“ და მათი დანაყოფები უენერგიო და ღონე გამოცლილია – რეჟიმი გადატეხილია! ახლა ჩვენ მეორე, ყველაზე აქტიური ფაზის დაწყება გვჭირდება

ჩამოშლილი, დემორალიზებულია რუსული „ომონი“ და მათი დანაყოფები უენერგიო და ღონე გამოცლილია – რეჟიმი გადატეხილია! ახლა ჩვენ მეორე, ყველაზე აქტიური ფაზის დაწყება გვჭირდება, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ხაბეიშვილის განცხადებით, ყველა ქალაქი ფეხზე უნდა დადგეს და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. „ჩამოშლილი, დემორალიზებულია რუსული „ომონი“ და მათი დანაყოფები უენერგიო […]