ლაგოდეხში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ლაგოდეხში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთ საათზე მეტია მსვლელობით დადიან ქალაქის ქუჩებში. ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ შეუერთდნენ საერთო პროტესტს ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. აქციის მონაწილეების განცხადებით, მოთხოვნა უცვლელია, ვადამდელი არჩევნები და ევროპული კურსის დაბრუნება. ისინი საკრებულოს და მერიის შენობასთან გაჩერდნენ, საიდანაც საჯარო მოხელეებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. აქციის […]
ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ბიძინა ივანიშვილს ქვეყნებში შესვლას უკრძალავს

2 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადებების თანახმად, ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაში შესვლა ეკრაძალება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს – ბიძინა ივანიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და კიდევ 9 მაღალჩინოსანს. ესენი არიან: შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი იგივე „ხარება“, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჩელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე […]
რეალური გამოსავალი ვადამდელი სამართლიანი არჩევნებია – ჯაში

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი მარიამ ჯაში აცხადებს, რომ არსებული მდგომარეობიდან რეალური გამოსავალი ვადამდელი სამართლიანი არჩევნების დანიშვნაა მოლაპარაკებების გზით, ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში, პოლიტიკურად ნეიტრალური მანდატის მიუხედავად, გაეროს მუდმივ წარმომადგენლობას ან გაეროს გენერალური მდივნის მიერ კრიზისულ სიტუაციებში დანიშნულ საგანგებო ელჩს შეუძლია მიუკერძოებელი მედიატორის როლის შესრულება. „2019 წლის ნოემბერში, […]
ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა

2 დეკემბერს გამართული ვაჭრობის შემდეგ, ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მკვეთრად გაუფასურდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით 6.84 თეთრით გაუფდასურდა. რის გამოც 1 აშშ დოლარი 2.8478 ლარი ეღირება. ხოლო ევროსთან მიმართებით 6.19 თეთრით გაუფასურდა. შესაბამისად , 1 ევრო 2.9967 ლარი ეღირება.
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაზე ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” განცხადებას ავრცელებს

ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბიზნესფედერაციის წევრები, იყვნენ, არიან და იქნებიან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ერთგული მხარდამჭერნი. “ჩვენ, როგორც ბიზნესფედერაციას, რომელიც საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტ მსხვილ, საშუალო და მცირე კომპანიას აერთიანებს, მიგვაჩნია, რომ შეუქცევადია ჩვენი ქვეყნის სწრაფვა დასავლეთისა და დასავლური ღირებულებებისკენ; სწორედ ეს არის გზა საქართველოს სოციალური, ეკონომიკური განვითარებისა […]
“გიმასპინძლებთ ცხელი სასმელებით!” – რესტორანი “ვერაზე” საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

ვასილ ბარნოვის 31 მდებარე რესტორანი “ვერაზე” ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, აქციის მონაწილეებს ცხელი სასმელებით გაუმასპინძლდება. ამის შესახებ ინფორმაცია რესტორანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. “არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ვერაზე მუშაობს საგანგებო რეჟიმში. გიმასპინძლებთ ცხელი სასმელებით! გაგიზიარებთ სითბოსა და სიყვარულს! ერთად დავიცვათ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი! ერთად ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის! “,- ვკითხულობთ განცხადებაში.
ევროზონაში უმუშევრობა, ოქტომბერში 6,3%-ზე დარჩა

ევროზონაში უმუშევრობა ოქტომბერში წინა თვის დონეზე შენარჩუნდა – 6,3%, იტყობინება ევროკავშირის ევროსტატის სტატისტიკური სამსახური(Eurostat). Trading Economics-ის გამოკითხულმა ანალიტიკოსებმა ასევე არ იწინასწარმეტყველეს ინდიკატორის გადახედვა. ამჟამინდელი უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალია მას შემდეგ, რაც მონაცემების შეგროვება დაიწყო. 2023 წლის ოქტომბერში უმუშევრობა 6,6% იყო.
ივანიშვილს, გომელაურსა და შსს-ს მაღალჩინოსნებს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სავიზო სანქციები დაუწესა

ბალტიისპირეთია ქვეყნები იმ სანქცირებულ პირთა სიას აქვეყნებენ, ვისაც ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტვუაში შესვლა აუკრძალეს. ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების ლიდერი, საპატიო თავმჯდომარე; ვახტანგ გომელაური – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; შალვა ბედოიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; იოსებ ჭელიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; ალექსანდრე დარახველიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; გიორგი ბუთხუზი – შინაგან საქმეთა […]
ივანიშვილს, გომელაურს, სხვა მაღალჩინოსნებს, ლიეტუვასა და ესტონეთში შესვლა აეკრძალათ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა იმ ადამიანების სიას აქვეყნებენ, რომლებსაც ლიეტუვასა და ესტონეთში შესვლა აეკრძალათ. მათ შორისაა, ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომეალური. აღნიშნული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ამის შესახებ ინფორმაციას X-ზე აქვეყნებენ. „უარი ეთქვათ ლიეტვაში შესვლაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამო: […]
გიორგი გახარია – მთელი კამპანია ჰქონდათ აგებული იმაზე, ჩვენ ვართ მშვიდობაო და ჩვენ ვართ ღირსებით ევროპაო – „მშვიდობა“ მოგვიწყვეს შუაგულ თბილისში და ევროპაზე გვითხრეს – 4 წელი არაო – არანორმალურებს არ ვპასუხობ

მთელი კამპანია ჰქონდათ აგებული იმაზე, რომ ჩვენ ვართ მშვიდობაო და ჩვენ ვართ ღირსებით ევროპაო. „მშვიდობა“ მოგვიწყვეს შუაგულ თბილისში და ევროპაზე გვითხრეს, რომ 4 წელი არაო – არანორმალურებს არ ვპასუხობ, საკუთარ თავს ელაპარაკოს სარკეში! – ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას შეეხებოდა, სადაც ირაკლი კობახიძე გახარიას შს მინისტრობასა და […]