გერმანიის პრეზიდენტის პრესმდივანი – სალომე ზურაბიშვილმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სატელეფონო საუბრისას საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სატელეფონო საუბრისას საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის პრესმდივანი, სერსტინ გამელინი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. სერსტინ გამელინის ცნობით, გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოში პროევროპელი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ევროპის მხარდაჭერა დაადასტურა. „საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისკენ გზიდან […]

პრემიერი – კოლექტიური „ნაცმოძრაობის” ოთხი პარტია დადგა ერთად და გაამჟღავნა საკუთარი კავშირი იმ ძალადობრივ ქმედებებთან, რომლებიც ხორციელდება, პირველ რიგში ამ პოლიტიკანების პასუხისმგებლობაა ის, რომ ახალგაზრდები ჩართეს კრიმინალურ მოქმედებებში

კოლექტიური „ნაცმოძრაობის” ოთხი პარტია დადგა ერთად და მათ გაამჟღავნეს საკუთარი კავშირი იმ ძალადობრივ ქმედებებთან, რომლებიც ხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მათ გუშინ საღამოს აღიარეს საკუთარი თანამონაწილეობა პროცესებში, როდესაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. „რეალურად, ძალადობრივი ქმედებები კოორდინირებულია სწორედ ოთხმაგი პარტიული ხაზით. გახარიამ მაგალითად წამოცდენის ფორმით თავად აღიარა, თქვა, რომ […]

საქართველოს ადგილი არის და იქნება ევროპულ სივრცეში – “უნისონი”

სადაზღვევო კომპანია “უნისონი” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. “სადაზღვევო კომპანია “უნისონი” მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას. საქართველოს ევროინტეგრაცია ჩვენი დადასტურებული ისტორიული არჩევანია! ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, რომელიც ხალხის ნების წინააღმდეგ არის მიმართული. “უნისონი” ევროპული ბიზნეს ასოციაციის – European Business Association Georgia (EBA) წევრი გახდა სწორედ უახლოესი მოვლენების ფონზე და შესაბამისად, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს […]

საქართველოში პროტესტი გრძელდება – კობახიძე ამბობს, რომ „ნაცმაიდანი არ შედგა და არც არასდროს შედგება“

საქართველოში საპროტესტო აქციები გრძელდება. დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე, დედაქალაქის მთავარ გამზირზე აქცია კვლავ განახლდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმდინარე გამოსვლებს რევოლუციის მცდელობად აფასებს. „საქართველოში ნაცმაიდანი არ შედგა და არც არასდროს შედგება“, – ამბობს კობახიძე და განმარტავს, რომ არავის მისცემს უფლებას, შეარყიოს „საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.” „4 პარტიაა – სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები, მათ გუშინ […]

WU19 | საქართველო 4:0 ლიეტუვა

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა. ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში, ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა ლიეტუვის ნაკრები 4:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა, რომელიც 35-ე წუთიდან 10 ფეხბურთელით თამაშობდა, პირველ ტაიმში სამბურთიანი უპირატესობა კანკიას, ხელაშვილის და ბუხრიკიძის გოლებით მოიპოვა. მატჩის მიწურულს, ბუხრიკიძემ დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში […]

ბაიდენმა თავისი შვილი, ჰანტერი შეიწყალა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, 1 დეკემბერს, თავისი შვილი შეიწყალა. დეკემბერში ჰანტერ ბაიდენს, რომელსაც სასამართლომ ბრალი ორ ფედერალურ საქმეზე წაუყენა, განაჩენის სისრულეში მოყვანა ემუქრებოდა. ბაიდენმა, რომელსაც ვადა ორ თვეზე ნაკლებ დროში, 20 იანვარს ეწურება, ადრე პირობა დადო, რომ ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. მაგრამ, კვირას გავრცელებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი იყო პასუხი შერჩევით და […]

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ამ ადამიანების გულწრფელობაში ეჭვი მეპარება, მზად ვართ – პრემიერი თინა ხიდაშელსა და მიხეილ ჯანელიძესთან დისკუსიაზე

ახალგაზრდები შეიძლება არიან, მაგრამ მათ გულწრფელობაში სერიოზულად მეპარება ეჭვი, თუმცა თუ მათ აქვთ სურვილი, აბსოლუტურად მზად ვარ, ჩვენ მზად ვართ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, როგორია მისი პოზიცია მიხეილ ჯანელიძისა და თინათინ ხიდაშელის მხრიდან საჯარო დისკუსიის შეთავაზებაზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ ადამიანების სურვილის შემთხვევაში, დისკუსიისთვის მზად არის. „ნებისმიერი ჩვენგანი არის […]

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი ანრი ოხანაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი ანრი ოხანაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ანრი ოხანაშვილის პროფესიულ გამოცდილებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანრი ოხანაშვილი წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობდა არაერთი მიმართულებით და იქნება წარმატებული იუსტიციის მინისტრი. ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის რატი […]

ჩვენ დავუწესებთ სანქციებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში – კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი, მელანი ჯოლი აცხადებს: ,,კანადა სოლიდარულია ქართველი ხალხის და შეშფოთებულია იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ცდილობს რუსეთი საქართველოში. ამიტომ, ჩვენ დავუწესებთ სანქციებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში და ასევე კორუფციაში, ჩვენი სასანქციო რეჟიმის გათვალისწინებით. უახლოეს დღეებში თქვენ უფრო მეტს გაიგებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ბალტიის სხვა ქვეყნების […]

დიდ ბრიტანეთში, საცხოვრებლის ფასები ნოემბერში ორი წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა

დიდ ბრიტანეთში, ნოემბერში, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა მაქსიმალურად 2022 წლის ნოემბრის შემდეგ – 3,7%-ით წლიური თვალსაზრისით, იტყობინება ბრიტანული იპოთეკური კომპანია Nationwide Building Society. მაჩვენებელი ზედიზედ მეათე თვეა იზრდება, ოქტომბერში ზრდამ 2,4% შეადგინა. Trading Economics-ის კონსენსუს პროგნოზი იყო ზრდის ტემპების შენარჩუნება ოქტომბრის დონეზე. სახლების ფასები 2022 წლის მარტიდან მოყოლებული ყველაზე მეტად გაიზარდა – 1,2%-ით, ოქტომბერში […]